ზუგდიდში დევნილთა სათემო ორგანიზაციების 7 პროექტი დაფინანსდა

საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა – „აფხაზეთი“ სათემო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული 7 წინადადება დაამტკიცა. თითოეული პროექტის ღირებულება კი 3 000 – 10 000 ლარია. აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას იძლევა, დევნილთა ჩასახლებებში, დევნილებმა, საჭიროებები და პრობლემები თავადვე მოაგვარონ და შემოსავალიც მიიღონ. პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული დავით ქარჩავაა, რომელმაც „სასმელი ჭების დასუფთავების“ პროექტი წარადგინა. „მძლავრი ელექტრო ტუმბო და კომპრესორი საშუალებას მომცემს 15-18 სიღრმის ჭაბურღილები ამოვასუფთავო და საჯარო დაწესებულებებს და კერძო ოჯახებს მოვემსახურო. აქამდეც ჭაბურღილების გაღრმავება-ამოსუფთავებით ვიყავი დაკავებული, მაგრამ სათანადო ხელსაწყოები არ მქონდა, ღრმა ჭაბურღილებს ვერ ვეხებოდი და შეკვეთებიც ნაკლები იყო. ახლა კი სკოლებიდან, საბავშვო ბაღებიდან და…

მეტი...

2020 წელს საქართველოში ქარის ხუთი ელექტროსადგური ამოქმედდება

2020 წელს საქართველოში 270 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის 5 ახალი ელექტროსადგური ამოქმედდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ, ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ჩავატარეთ კვლევები ქარის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად, რომლის თანახმადაც საქართველოს ელექტროსისტემას აქვს ქარის ინტეგრირების ფიქსირებული შესაძლებლობები, რომელიც იზრდება დროთა განმავლობაში“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ტექნოლოგიების განვითარება იწვევს ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული თვითღირებულების შემცირებას, რაც აღნიშნულ მიმართულებას ინვესტირებისთვის მიმზიდველს ხდის. განახლებადი ენერგიების ქსელთან ინტეგრირების კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკიდან საქართველოს შეუძლია მიიღოს 2020 წლისთვის 332…

მეტი...

4 წლის გოგონას გარდაცვალების გამო, 4 სოციალური მუშაკი სამსახურიდან გაათავისუფლეს

რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 4 წლის გოგონას საქმესთან დაკავშირებით, ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბარკალაიას თქმით, შიდა მოკვლევის შედეგად, ისინი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა. “4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარეობდა შიდა მოკვლევა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და ეს მოკვლევა დასრულებულია, რის შედეგადაც გამოიკვეთა იმ ორი უფროსი სოციალური მუშაკის და ორი სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობა, რომლებსაც უშუალოდ ევალებოდათ ბავშვის საქმის მართვა. აღნიშნული სოციალური მუშაკები დღეიდან გათავისუფლებული…

მეტი...

“მივესალმები NDI-ს კვლევაში განათლებასთან დაკავშირებულ მაჩვენებლებს” – მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დადებითად აფასებს განათლებასთან დაკავშირებულ პროცენტულ მაჩვენებლებს, რომელიც NDI კვლევებში იკვეთება. როგორც მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, შედეგი, რომელიც განათლების სისტემასთან დაკავშირებული კვლევებიდან მივიღეთ, დაბალანსებულია. “NDI-ს კვლევებში საკმაოდ საინტერესო ტენდენციები იკვეთება. მე განსაკუთრებით მივესალმები კვლევაში განათლებასთან დაკავშირებით მაჩვენებლებს. თავად მეთოდოგიაზე მუშაობის დროს, ჩვენ ერთად ვიმუშავეთ NDI-ს წარმომადგენლობასთან, რომ განათლებასთან არსებული საკითხები შესაბამისი ფორმულირებით ყოფილიყო ინტეგრირებული,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე განმარტებით, კვლევაში გამოკვეთილი პრობლემები გასათვალიწინებელია სახელმწიფოსთვის, კერძო და საჯარო სკოლებისთვის. “ის შედეგები, რომელიც მივიღეთ განათლების სისტემასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, არ იყო მოულოდნელი.…

მეტი...

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

თბილისში საბავშვო ბაღის პედაგოგი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. 44 წლის ქალბატონს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება სამართალდამცველებმა სამალავში აღმოუჩინეს. ის პოლიციამ საკუთარი სახლიდან აიყვანა. დაკავებული თბილისის 25-ე საჯარო ბაგა-ბაღის აღმზრდელია, სადაც ის ბოლო 4 წლის განმავლობაში მუშაობდა. პედაგოგს 130 აბი ბეპრენორფინის შემცველი სუბოტექსი აღმოუჩინეს, მას ამ დროისათვის შეჩერებული აქვს საქმიანობის უფლება და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პედაგოგს კოლეგები და აღსაზრდელთა მშობლები დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მისთვის საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს.…

მეტი...

“სკოლებში კორუფციის დაბრუნების შესაძლებლობებიც უნდა გავითვალისწინოთ” – მარიამ ჯაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, მასწავლებლების ხელფასები აუცილებლად უნდა გაიზარდოს, რათა მასწავლებლებს სკოლის პარალელურად კერძო გაკვეთილებზე სიარული არ დასჭირდეთ. ​როგორც მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, სკოლები დამოუკიდებლები იქნებიან მოსწავლეების შეფასებისას. “მე-12 კლასის გამოცდების გაუქმების შედეგად, მოსწავლის აკადემიური შეფასება სავარაუდოდ, უშუალოდ სკოლის შეფასებებს დაეყრდნობა, ისევე, როგორც კლასიდან კლასში გადასასვლელი შეფასების სისტემა.  ამდენად სკოლას მიენიჭება მეტი ავტონომია და დამოუკიდებლობა მოსწავლეების შეფასების, რაც ერთი მხრივ კარგია, თუმცა ბუნებრივია ჩვენ უნდა დავიცვათ მოსწავლეთა უფლებები, რომ მათი შეფასება მოხდეს ობიექტურად. სკოლების ადმინისტრირება უფრო კარგი მეთოდით ხდება და შესაბამისად მე…

მეტი...

ხიდი “საკვირველი” და “ჯუარი პატიოსანი” – რით გააოცა თბილისმა ყაზანელი სოვდაგარი

თბილისის უძველესი ხიდი მდინარე მტკვარზე – მეტეხის ხიდი, აგებული იყო მეტეხის კლდის ვიწროებში, იქ სადაც მდინარის კალაპოტი ყველაზე მეტად შევიწროებული იყო და სადაც თბილისის აკვანი დაირწა. ხიდი, ორივე მხრიდან ჩამოსული საციხო ნაგებობების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო მოქცეული. ფორტიფიკაციული ნაგებობების სისტემა მდინარის კალაპოტზე და მის გასწვრივ გამავალი გზის კონტროლის საშუალებას იძლეოდა. ხიდი არსებობდა იმ ადგილზე ციხესიმაგრეების დაარსებიდანვე. ასეთ დასკვნამდე მივყავართ საციხო ნაგებობების კომპოზიციას. ივანე ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ ამ ადგილას ძველად ერთმანეთის მახლოვლად 2 ხიდი უნდა ყოფილიყო. ამის საბაბი მისცა იოანე საბანისძის “აბო თბილელის მარტვილობაში” ნახსენებმა “ხიდთა ქალაქისთა” (უნდა აღინიშნოს, რომ ორი…

მეტი...

“მე-12 კლასის მოსწავლეები თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ” – მარიამ ჯაში გამოცდების შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში არ იზიარებს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2019 წელს, მე-12 კლასის გამოცდები ერთჯერადად უნდა ჩატარდეს. ​​როგორც მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ამ მიდგომით მოსწავლეებს არათანაბარ პირობებში ვაყენებთ. “სათანადო არგუმენტები ვერ მოვისმინე ერთ-ერთი მთავარ კითხვაზე. თუ კი მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდებს 2020 წლიდან ვაუქმებთ, ხოლო წელს ვაუქმებთ მე-11 კლასის გამოცდებს, რატომ ვტოვებთ მე-12 კლასის გამოცდებს? მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს არათანაბარ მდგომარეობაში ვაყენებთ. მე-11 კლასის გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საბოლოო თუ არის, აუცილებლად უნდა გავრცელდეს იგივე…

მეტი...

9 კლასის შემდგომ სკოლაში, მხოლოდ წარმატებული მოსწავლეები უნდა რჩებოდნენ – მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ აუცილებელია საბაზო და საშუალო განათლების საფეხურებს შორის ეფექტიანი საგამოცდო სისტემა დაინერგოს, რომელიც 9 კლასის დამთავრების შემდგომ, სკოლაში განათლების მიღების უფლებას მხოლოდ წარმატებულ მოსწავლეებს მისცემს.  ​მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ საატესტატო გამოცდები გაუქმდება, მნიშვნელოვანი იქნება საბაზო საფეხურის დასრულებასთან დაკავშირებული საგამოცდო სისტემა დაიხვეწოს.  როგორც მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საატესტატო გამოცდების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს და არსებულ სისტემაში ცვლილებების შეტანას, ჯერ კიდევ ალექსანდრე ჯეჯელავას მინისტრობისას ითხოვდა.   მისივე თქმით, არსებული წესები აბიტურიენტს მცირედი შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევდა და საკმაოდ წარმატებული…

მეტი...

ზოგადი უნარების გამოცდის გამო, მშობლებს დიდი ფინანსური ხარჯის გაღება უწევთ – მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მხარს უჭერს ზოგადი უნარების ტესტის სავალდებულო საგამოცდო სიიდან ამოღებას. მისი თქმით, იმი გამო, რომ   აღნიშნული გამოცდისთვის მოსწავლეს სკოლა არ ამზადებს, მშობლებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის გაღება უწევთ, რომ შვილები კერძო რეპეტიტორებთან მოამზადონ. ეს კი ნამდვილად არ ემსახურება 600 ათასი მოსწავლის ინტერესებს.  როგორც მარიამ ჯაშმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერეციაზე განაცხადა, საუბარია არა ამ გამოცდის გაუქმებაზე, არამედ მისი სავალდებულო სიიდან ამოღებაზე. აღნიშნული ცვლილება 2019 -2020 სასწავლო წლისთვის ამოქმედდება. მარიამ ჯაშის თქმით, მას ​არაფერი აქვს საწინააღმდეგო კერძო პედაგოგების და რეპეტიტორთა სისტემის მიმართ და მიაჩნია, რომ ეს,…

მეტი...

“არსებობს გამოთქმა “გიჟი თავისუფალია”, თუმცა დემოკრატია ლაპარაკი არ არის” – დავით ჭიჭინაძე

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ისნის რაიონში დავით ჭიჭინაძე NDI კვლევის იმ ნაწილს არ იზიარებს, სადაც საუბარია მაჟორიტარ დეპუტატებზე. კერძოდ, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 62% საკუთარ მაჟორიტარს არ იცნობს. “62% კი არა, ჩემს რაიონში 1%-იც კი არ არსებობს, ვინც არ მიცნობს. ჩემი ბიურო 24 საათი ღიაა, შესაბამისად ვემსახურები ჩემს ხალხს. პარლამენტში გაცილებით ნაკლებ დროს ვატარებ ვიდრე ბიუროში. ყოველდღე პრაქტიკულად 4-5 საათი ბიუროში ვმუშაობ და ჩემს რაიონში ფეხითაც დავდივარ. ძალიან კარგი რაიონი მაქვს, ძველი თბილისი და იქ სიარული სასიამოვნოა,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში”. რაც შეეხება კვლევის იმ ნაწილს, სადაც ქვეყნაში არსებულ დემოკრატიაზეა…

მეტი...

თბილისში, მიწისზედა გადასასვლელი რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყება

თბილისში საფეხმავლო ხიდების რკინის კონსტრუქციების ნაწილის დემონტაჟი დაიწყება, მათ ნაცვლად კი,  შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები მოეწყობა. დიდი ყურადღება დაეთმობა ზებრა გადასასვლელების მოწესრიგებას.    როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ქვეითებისთვის საფეხმავლო ხიდები არაკომფორტული და არაპრაქტიკულია. არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. “ჩემი თხოვნაა, რომ მსგავსი ხიდების დემონტაჟი ყველა იმ ადგილას განვახორციელოთ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს. თბილისის ქუჩები ქვეითებისთვის უსაფრთხო და კომფორტული უნდა გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ. ​​თბილისის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს დაავალა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყონ. თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების…

მეტი...

„ვინც ეს ჩაიდინა, შედეგს მიაღწია – ხელისუფლება გაილანძღა“ – დიმიტრი ხუნდაძე ფარულ ჩანაწერზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელებას ხელისუფლების ხელისუფლებასთან კავშირს გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ქმედება ყველაზე წამგებიანი სწორედ ხელისუფლებისთვის იყო. „ნებისმიერ ქმედებას აქვს მიზანი და შედეგი. ამ ქმედების მიზანი გასაგებია, მაგრამ რა არის შედეგი? ეს სახეზეა, ხელისუფლების ორდღიანი ლანძღვა-გინება. როგორ ფიქრობთ, საკუთარი თავის საწინააღმდეგომ ხელისუფლება ამას გააკეთებდა? ეს ბრიყვული ფიქრია. ამიტომ, ყველას, ვინც მმართველი გუნდისკენ იშვერს ხელს, ვთხოვ, კარგად დაფიქრდეს. ვინც ეს ჩაიდინა, შედეგს მიაღწია – ხელისუფლება გაილანძღა“ – აცხადებს დეპუტატი. მისი შეფასებით, ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც მსგავს ქმედებას განახორციელებს: „რაც შეეხება პირადი…

მეტი...

ცილისწამება და ბილწსიტყვაობა შესაძლოა კანონით აიკრძალოს

გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპებთან სწორი ბალანსის მონახვის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტმა, შესაძლოა, ცილისწამებისა და ბილწსიტყვაობის შესახებ კანონი მიიღოს. ​როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ეს ძალიან რთული და კომპლექსური საკითხია. ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობად იქცა, რაც ქართული საზოგადოებისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო.  ​მისივე თქმით, თანდათან, ხელოვნურად თუ არახელოვნურად არის მცდელობა, ბილწსიტყვაობა საჯარო სივრცეში დამკვიდრდეს. ამ თვალსაზრისით პრობლემაა ე.წ. ფეიკნიუსებიც, ანუ ცრუ ინფორმაციის გავრცელება რაც საგარეო საფრთხეებს უკავშირდება. „საზოგადოებაში გვაქვს პრობლემა. ბილწსიტყვაობა ყოველდღიურობად იქცა, რაც ჩვენს კულტურასთან მაინცდამაინც თავსებადი არ იყო. თუმცა, თანდათან, ხელოვნურად, თუ განზრახ ცდილობენ, ბილწსიტყვაობა საჯარო სივრცეში დაამკვიდრონ, რაც პირადად ჩემთვის და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიუღებელია.…

მეტი...

„გამოდის, რომ ხალხს კორუმპირებული მთავრობა მოსწონს?“ – დიმიტრი ხუნდაძე NDI -ს კვლევებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე NDI -ს კვლევებს აფასებს და აცხადებს, რომ კვლევის შედეგებში ურთიერთგამომრიცხავი პასუხები ეჭვს იწვევს. დეპუტატი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს სხვა ფაქტორებთან ერთად, იმ ნეგატიურ მედია-პროპაგანდასაც უკავშირებს, რასაც მოსახლეობას ყოველდღიურად აწვდიან. „საზოგადოებრივი აზრის კვლევა საზოგადოების განწყობას ყოველთვის ასახავს. საზოგადოების განწყობას კი საქართველოში ძირითადად ქმნიან პროპაგანდის ყველაზე მძლავრი საშუალებები – ტელევიზიები, საიდანაც ყოველდღიურად დიდი ნეგატივი მიეწოდება ხალხს. ბუნებრივია, ეს ნეგატივი კვლევის სახით უკან გვიბრუნდება. არ ვამბობ, რომ მხოლოდ ეს არის მიზეზი, მოსახლეობა პირადად აღიქვამს მიმდინარე პროცესებს, მაგრამ საინფორმაციო საშუალებებს უდიდესი ზეგავლენა აქვთ მათ განწყობებზე“ – აცხადებს ხუნდაძე. დეპუტატს…

მეტი...

ვიდეოკადრების გავრცელება წვრილმან შურისძიებას ჰგავს, ბესელიას პოლიტიკურად ვერაფერს დააკლებენ – დავით ჭიჭინაძე

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გამოყენება უნდა დასრულდეს და გამოძიების მხრიდან მეტი კომპეტენტურობაა საჭირო, რომ ასეთი საქმეები ბოლომდე იყოს გამოძიებული. მისი შეფასებით, ფარული კადრების გავრცელება ეკა ბესელიას მიმართ წვრილმან შურისძიებას ჰგავს და მის ავტორს, ამ კადრების გავრცელებით დიდი შეცდომა მოუვიდა. ​გამოძიება მისი ინიციატივით დაიწყო, როდესაც კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა. “შსს-დან 5 საათის შემდეგ დამირეკეს, ალბათ, ფიქრობდნენ დაეწყოთ თუ არა გამოძიება”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.  მისივე თქმით, მისთვის მიუღებელია ის, რომ პარლამენტის დეპუტატები აღნიშნულთან დაკავშირებით…

მეტი...

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასამართლოში, პარლამენტში, პროკურატურაში, პოლიციასა და პარტიებში კორუფციაა

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სასამართლოში, პარლამენტში, პროკურატურაში, პოლიციასა და პარტიებში კორუფციაა. კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად გავრცელებულია საქართველოში კორუფცია, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ ძალიან გავრცელებულია, 21% ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის გავრცელებული, ხოლო 34%-ის აზრით, ქვეყანაში კორუფცია მეტ-ნაკლებადაა გავრცელებული. რაც შეეხება კორუფციას ინსტიტუტებში, გამოკითხულთა 13 % ფიქრობს, რომ სამინისტროებში კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 40 % მიიჩნევს, რომ „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 14 %-ის აზრით, „საერთოდ არ არის კორუფცია“, 33 %-მა კი პასუხზე უარი არ იცის. ადგილობრივი თვითმმართველობები (საკრებულო, მერია, გამგეობა): გამოკითხულთა 12 %-ის აზრით, კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 39 %…

მეტი...

NDI-ის გამოკითხულთა 53% დასავლური სტილის დემოკრატიულ რესპუბლიკას, 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას, 10% კი, ძლიერ ავტორიტარულ სისტემას უჭერს მხარს

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” გამოკითხულთა 53% დასავლური სტილის დემოკრატიულ რესპუბლიკას, 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას, 10% კი, ძლიერ ავტორიტარულ სისტემას უჭერს მხარს. კითხვაზე, რომელი პოლიტიკური სისტემაა საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი, გამოკითხულთა 53%-მა უპასუხა, რომ დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა. გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის შესაფერისია სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ორიენტირებულია. გამოკითხულთა 10% ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემას უჭერს მხარს; ასევე 10% უჭერს მხარს ძლიერ ავტორიტარულ სისტემას, რომელიც წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს. გამოკითხულთა 2% მონარქიის ან ავტოკრატიის მომხრეა, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის…

მეტი...

გამოკითხული მოსახლეობის 62%-მა არ იცის ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი

საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 62%-მა არ იცის ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატი გამოკითხული მოსახლეობის 9 პროცენტმა არასწორად დაასახელა, სწორი პასუხი მხოლოდ 28 პროცენტმა იცოდა, ხოლო 62%-მა საერთოდ არ იცოდა, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. კვლევის მაჩვენებელი თბილისშიც განსხვავებულია. დედაქალაქში გამოკითხული მოსახლეობის 77 პროცენტმა არ იცის თავისი მაჟორიტარის ვინაობა, იცის 13 პროცენტმა, ხოლო არასწორად დაასახელა 9 პროცენტმა. რაც შეეხება დიდ ქალაქებს, 72%-მა არ იცის მისი მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის, 16%-მა იცის, 10%-მა კი მაჟორიტარი დეპუტატის…

მეტი...

საქართველოს მოსახლეობის 92%-ს სურს იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის მიხედით, გამოკითხული მოსახლეობის 59% -სთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცხოვროს დემოკრატიულ ქვეყანაში, 33%- ის აზრით მნიშვნელოვანია, ხოლო 24%-ის აზრით უმნიშვნელო. კითხვაზე, რომელი პოლიტიკური სისტემაა საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისი, გამოკითხულთა 53%-მა უპასუხა, რომ დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა. გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ საქართველოსთვის შესაფერისია სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ორიენტირებულია. გამოკითხულთა 2% კი მონარქიის ან ავტოკრატიის მომხრეა, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა. კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში დემოკრატია, გამოკითხული მოსახლეობის 43% მიიჩნევს, რომ არის დემოკრატია, ხოლო 46% აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის. გამოკითხული მოსახლეობის…

მეტი...

​ელექტრომობილების მფლობელებს ელექტროდასამუტს მოწყობილობებს სახლთან, უფასოდ დაუმონტაჟებენ

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების მიზნით, დედაქალაქის მერია ბიზნესთან თანამშრომლობით გეგმავს, ელექტრომობილების მფლობელებს ელექტროდასამუხტი მოწყობილობები უფასოდ, ყოველგვარი საფასურის გარეშე დაუმონტაჟონ, მათთვის სასურველ მისამართზე. ​​როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეიქმნა სპეციალური ვებ გვერდი chargers tbilisi.gov.ge, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ელექტრომობილი ყავს, შეუძლია დარეგისტრირდეს ამ გვერდზე და თავისი საცხოვრებელის შესახებ შეუძლია ინფორმაცია განათავსოს. მას ელექტროდასამუხტ მოწყობილობებს სახლებთან უფასოდ დაუმონტაჟებენ. გარდა ამისა, საქართველოში დაინერგება ავტომობილის გაზიარების პრინციპი.   “არის კომპანია, რომელსაც უნდა ელექტომობილების შემოყვანა საქართველოში და ელექტრომობილების გაზიარება. ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, სხვადასხვა ქუჩაზე,…

მეტი...

„სასამართლო სისტემა არსებული კორპუსის შენარჩუნებით შეიცვალა, ალტერნატივა არ არსებობდა“ – ირაკლი კობახიძე

„მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის, რომ სისტემამ ადამიანის სასარგებლოდ უნდა იმუშაოს და ადამიანის უფლებები სათანადოდ უნდა დაიცვას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გუნდისთვის მთავარი ფასეულობა იმაში მდგომარეობს, ადამიანის უფლებები იყოს დაცული. „ეს არის „ქართული ოცნების“ ასევე მთავარი მიღწევა და ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რის საფუძველზეც ამის მიღწევა მოხერხდა, სწორედ სასამართლო ხელისუფლება იყო. 2012 წლის ბოლოს, 2013 წლისთვის, იყო ძალიან რთული მდგომარეობა. პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებასთან კავშირის გამო, სასამართლო ხელისუფლება ხელისუფლების ნაწილი იყო, სისტემა ზოგადად…

მეტი...

უკიდურეს სიღარიბეში 800 000 ადამიანი ცხოვრობს, ამ ციფრის შემცირებას წლები დასჭირდება – კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიისთვის 2020 წლის არჩევნებზე, უმთავრესი ამოცანა სწრაფი ეკონომიკური განვითარება და შესაბამისად, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ქვეყანაში უმთავრესია ეკონომიკური და სოციალური პრობლემები.    „სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია. ეს მაჩვენებელი ჩვენ ძალიან მაღალი დაგვხვდა. იყო 1 150 000 ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა და ახლა არის 800 000. ანუ, ამ ექვსი წლის განმავლობაში მაჩვენებელი მხოლოდ 350 000 ადამიანით შემცირდა. ამ მაჩვენებლის შემცირებას და ნულამდე დაყვანას სამწუხაროდ, კიდევ არა ერთი წელიწადი დასჭირდება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით ქმედითი ნაბიჯები…

მეტი...

„საჭიროა ახალი სისხლი, გუნდის მუდმივი განახლება“ – ირაკლი კობახიძე საკადრო ცვლილებებზე

„საჭიროა ახალი სისხლი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და შესაბამისად, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულიც არის, რის შედეგებსაც საზოგადოება იხილავს“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისივე ინფორმაცით, ცვლილებებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდია და კონკრეტული მონახაზი გამოკვეთილი არ არის. „წელიწად-ნახევარში გახურებული საარჩევნო კამპანია გვექნება და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამისთვის მომზადება უკვე დღეს არის დასაწყები. მათ შორის, საკადრო პოლიტიკის კუთხით, საჭიროა გუნდის მუდმივად განახლება. ნებისმიერი არჩევნებიდან არჩევნებამდე საჭიროა ფიქრი იმაზე, რომ გუნდი მუდმივად განახლებას საჭიროებს. ამ ეტაპზე, მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს და საკადრო კუთხით ჯერჯერობით რამე კონკრეტული მონახაზიც კი არ…

მეტი...

გაუქმდება თუ არა საატესტატო გამოცდები მეთორმეტე კლასში მიმდინარე წელს – მინისტრის პასუხი

„საატესტატო გამოცდების მოხსნა მიმდინარე წელს, მეთორმეტე კლასელთათვის, თავისთავად, ბევრ ცვლილებას საჭიროებს, თუმცა, ეს ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ტელეიმედის ეთერში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა განმარტა, განათლების სფეროს ექსპერტებთან და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც სისტემას არ დააზარალებს. „მოიხსნება თუ არა საატესტატო გამოცდები მეთორმეტე კლასელთათვის წელსვე, ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია. დღეისათვის ჩვენ, ფაქტობრივად, ჩვენი ხედვა წარმოვადგინეთ. წარმოვადგინეთ პროექტები, რაზეც უნდა ვიმსჯელოთ პარლამენტში და სფეროს ექპერტებთან, უნდა გავიაროთ კიდევ ბევრი კონსულტაცია, მოსამზადებელია ბევრი სამუშაო. ჩვენი…

მეტი...

დევნილი და სოციალურად მოწყვლადი ქალები სხვადასხვა ხელსაქმეს დაეუფლებიან

სხვადასხვა ნიშნით მოწყვლადი ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერებისათვის, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ ზუგდიდში სოციალურ საწარმოს დააფუძნებს. საწარმოში ხელობის სხვადასხვა სასწავლო ჯგუფები ჩამოყალიბდება, სადაც მსურველ ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ ახალი ხელობა ან განავითარონ უკვე არსებული უნარები. „სოციალურ საწარმოს ორი ძირითადი დატვირთვა ექნება – ცენტრი „აფხაზეთის“ პირველი ეტაპის გადამზადებული მონაწილეებისათვის სამუშაო გარემოს შექმნა, რათა მათ შეძლონ შემოსავლის მომტანი საქმიანობის წარმოება ანუ კერძო შეკვეთებზე მუშაობა და მეორე, ახლი ხელობის შეძენა/განვითარება ახალი მონაწილეებისათვის“, – აღნიშნა პროექტის მენეჯერმა ნათია ჭანკვეტაძემ „მედიაცენტრ მთავართან“. პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, სუტაჟის ტექნიკა, ქარგვა, თექაზე მუშაობა და ბისერებით მუშაობა – ეს ის…

მეტი...

პერიფერიული ცვლილებებით განათლების ხარისხი ვერ გაუმჯობესდება – ექსპერტების მოსაზრება

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, საგამოცდო სისტემასა და საგრანტო დაფინანსების წესში ცვლილებები შევიდა. 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდის ფორმატი და ის ოთხის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. კერძოდ,„ზოგადი უნარები“ სავალდებულო აღარ იქნება და არჩევით საგანთა ნუსხაში გადაინაცვლებს. შესაბამისად, სახელმწიფო გრანტიც, ამ საგანში მიღებული შედეგით აღარ განისაზღვრება. 2020 წლიდან, აბიტურიენტი სავალდებულო გამოცდას მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენებში ჩააბარებს, ხოლო დამატებით საგანს მიმართულების მიხედვით აირჩევს. ჰუმანიტარული მიმართულების აბიტურიენტები ისტორიის, ტექნიკური მიმართულებისა კი, მათემატიკის არჩევას შეძლებენ. ახალი მოდელის მიხედვით უნივერსიტეტების ავტონომია იზრდება და მათ ეძლევათ საშუალება, პროგრამის პრიორიტეტების მიხედვით, თავად…

მეტი...