„საქმეების გარჩევა“ სპორტულ სამყაროში, რატომ სცემეს გუნდის კაპიტანს – ინტერვიუ ზურაბ დათუნაშვილთან

მოჭიდავის ცემისთვის დაკავებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სპორტსმენზე განხორციელებული ძალადობის მიუხედავად, ის ისევ ფედერაციის პრეზიდენტი იქნება. დაზარალებული, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი, ზურაბ დათუნაშვილი კი ითხოვს, რომ გეგეშიძემ და მისმა გარემოცვამ ჭიდაობის ფედერაცია დატოვონ. ფედერაციაში დაგროვილ პრობლემებთან და კონკრეტულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარს“ ზურაბ დათუნაშვილი ესაუბრა. „მედიაცენტრი მთავარი”: არსებობს ინფორმაცია, რომ თქვენს გარდა, გეგა გეგეშიძის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი თქვენივე კოლეგა გოჩა კირკიტაძეც გახდა. ადასტურებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს თქვენს გარდა, ფიზიკური დაპირისპირება სხვებთანაც ჰქონდა? ზურაბ დათუნაშვილი: გოჩა კირკიტაძე თვითონაც ადასტურებდა, რომ გეგეშიძე მას…

მეტი...

გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას პატიმრობა შეეფარდა

სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, ლელა ქსოვრელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ გამოაცხადა. სახელმწიფო ბრალდება ლელა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ადვოკატმა სასამართლო პროცესზე პატიმრობის ნაცვლად, ლელა ქსოვრელის მიმართ გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილის გამოყენება მოითხოვა. სანზონაში 4 წლის ბავშვი 22 იანვარს გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაც მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მეტი...

მოჭიდავის ცემისთვის დაკავებული პრეზიდენტი გაათავისუფლეს და პრეზიდენტად დატოვეს

„ფედერაციიდან ჩემი ჩამოშორება ფედერაციას და ქვეყანას ჩამონგრევას“ – ასე მიმართა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მოსამართლეს, რის შემდეგაც, სასამართლომ მისი 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიება გეგა გეგეშიძის მიერ ევროპის ჩემპიონის ზურაბ დათუნაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო. სასამართლო სხდომაზე, მოსამართლე ნიკა მარგველაშვილმა გეგა გეგეშიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. გეგა გეგეშიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დღესვე, გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. თავისუფლებასთან ერთად, მას სასამართლომ ფედერაციის პრეზიდენტის სტატუსიც შეუნარჩუნა. ხვალიდან, გეგეშიძე პრეზიდენტობას ისევ გააგრძელებს, თუმცა, ბრალდებულის სტატუსით. მისი მხარდამჭერი მოჭიდავეები კი აცხადებენ, რომ გირაო არაფერია, მთავარია…

მეტი...

თბილისს თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი მწვანე სივრცე შეემატა

თბილისის საბურთალოს რაიონში, ჭილაძის ქუჩის N166-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწყო. სკვერში გაკეთდა საბავშვო-გასართობი მოედანი, სადაც სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. დაიდგა საბაღე ფურნიტურა, მოეწყო ფიტნეს ზონა და გარე განათების სისტემა. როგორც “მედიაცენტრ მთვარს” საბურთალოს რაიონის გამგეობაში განუცხადეს, სკვერში 80-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო. აღნიშნულ მისამართზე ასევე, სპორტული მოედანი მოეწყო. მათივე ინფორმაციით, სკვერის მოწყობის სამუშაოებითვის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 630 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კომპანია „ჯეო პარკმა“ განახორციელა.

მეტი...

„შეხვედრის მიზანი თავების დაყრა არ ყოფილა, პარტიაში ჯანსაღი ეტაპი იწყება“ – ნუკრი ქანთარია

„შეხვედრის მიზანი თავების დაყრა არ ყოფილა, პარტიაში ჯანსაღი ეტაპი იწყება. დღევანდელი დღე იყო ამის საუკეთესო მაგალითი. ბიძინა ივანიშვილი იყო ამის ავტორი თავად, რომელიც წავიდა არა დანგრევისკენ, არა მიჯირყვნა-მოჯირყვნისკენ, არამედ გაერთიანებისკენ გუნდის შიგნით და ყველა აზრი, განსაკუთრებით კრიტიკული აზრი, ყველა იქნა აწონილი. ერთი რამ უდავოა, ჩვენ მივიღებთ ერთ პოზიციას. გუნდის დაშლის ან გარიცხვა-გამორიცხვის ნიშანწყალი დღეს აღარ იყო. იყო საქმიან რეჟიმში ჩატარებული შეხვედრა. ძალიან შინაარსიანი საუბარი ხვალაც გაგრძელდება და გამიჩნდა დიდი რწმენა, რომ შევჯერდებით და ისეთ მოსამართლეებს შევარჩევთ უზენაეს სასამართლოში, რომლებიც იმსახურებენ საზოგადოების მაღალ ნდობას“ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ  უმრავლესობის წევრთა…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილი თავის პოზიციასაც აფიქსირებდა და მედიატორიც იყო“ – ლევან გოგიჩაიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე დეპუტატების ნაწილმა ვერ შეძლო პოზიციის დაფიქსირება, რის გამოც, შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება. ​მისი ინფორმაციით, დღეს გაკეთდა განმარტება, თუ რატომ იყო მოსამართლეთა 10-კაციანი სია კატეგორიულად მიუღებელი.   “შეხვედრის დროს ე.წ. ამბოხებულმა დეპუტატებმა სცადეს კოლეგების დარწმუნება იმ პოზიციის სისწორეში, რაც მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით აქვთ. დღეს არის პოლიტიკური პროცესი, კრიტერიუმები არის იურიდიული მიმართულება, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ,“ – თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა. ​მისივე ინფორმაციით თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მედიატორის როლს ასრულებდა და ასევე, აფიქსირებდა თავის პოზიციას. “ის, რა თქმა უნდა, თავის ჩანართებს…

მეტი...

„ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რესურსი არსებობს“ – არჩილ თალაკვაძე

“ვფიქრობ, პროცესი უბრუნდება ნორმალურ კალაპოტს”,  – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უმრავლესობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, რომელიც მოსამართლეების თემას მიეძღვნა. მისი ინფორმაციით, დღეს ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ სასამართლოს თემაზე საკუთარი პოზიციები გამოეთქვა. “ვფიქრობ, პროცესი უბრუნდება ნორმალურ სამუშაო კალაპოტს. ძირითად პრინციპებზე შეთანხმების რესურსი არსებობს, რომლითაც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების დროს სამუშაო პროცესში უნდა ვიხელმძღვანელოთ. შეხვედრა გაგრძელდება ხვალაც. შეხვედრა ჩვენ დავუთმეთ არგუმენტირებულ რეჟიმში მსჯელობას და ვხედავ რესურს, რომ ამ საკითხზე პრინციპული შეთანხმებები გუნდში იყოს მიღწეული. რაც მთავარია, დღეს შეიძლება ითქვას – გუნდში არსებობს თანხმობა, რომ ყველა ვიმუშავებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებებს სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელიც…

მეტი...

ბაკურიანსა და ბორჯომში, შემოწმებული კვების ობიექტების ნახევარზე მეტი დაჯარიმდა

ზამთრის კურორტებზე – დაბა ბაკურიანსა და ბორჯომში, საზოგადოებრივი კვების ობიექტები შემოწმდა. 57-დან სხვადასხვა დარღვევისათვის 33 ობიექტი დაჯარიმდა, ხოლო 7 -ში გამოვლენილი შეუსაბამობის გამო, საწარმო პროცესი შეჩერდა. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და გადამოწმების შემდეგ ბიზნესოპერატორები კვლავ შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. “საზოგადოებრივი კვების ობიექტის სახელმწიფო კონტროლის დროს მოწმდება სამზარეულოს სანიტარიულ -ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ვარგისიანობა, მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადა, ტემპერატურული რეჟიმი, მიკვლევადობა, ეტიკეტირება და სხვა,” – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მეტი...

ეკა ბესელია: მოსამართლეობის კანიდადატებზე მსჯელობა ხვალაც გაგრძელდება

საპარლამენტო უმრავლესობაში მოსამართლეობის კანიდადატებზე მსჯელობა ხვალაც გაგრძელდება. ამის შესახებ  ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის წევრების რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, საერთო პოზიციების შეჯერების პროცესი კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდეს. “პირველ რიგში, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ შეხვედრის მოდერაციას ძალიან კარგად აკეთებდა. რამდენიმე ადამიანს გვქონდა შესაძლებლობა, გვეთქვა სათქმელი, რა არის ჩვენი განსხვავებული და კრიტიკული მოსაზრება, რომელიც ეხება იმ 10-კაციან სიას და მოსამართლეთა შერჩევის საკითხს. საუბარი დღეს ვერ დავასრულეთ, რადგან კიდევ ბევრი გამომსვლელია. შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს შეხვედრები, რომ ყველამ ბოლომდე გამოხატოს პოზიცია და შევჯერდეთ საერთო პრინციპზე. შეხვედრა ხვალაც გაგრძელდება. მე არ…

მეტი...

პუტინმა და ერდოღანმა სირიიდან აშშ-ს სამხედროების გასვლის შემდეგ, შესაძლო ვაკუუმზე ისაუბრეს

კრემლში, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინის და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერმა სირიის პრობლემა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი ანკარასთან ერთად სიტუაციის სტაბილიზაციას შეეცდება. “საუბარი შეეხო იმას, თუ როგორ მოვახდინოთ გავლენა სირიაში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, მას მერე რაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ, ქვეყნის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. თუ კი ასეთი გეგმა რეალურად განხორციელდება, ის პოზიტიური ნაბიჯად იქცევა და სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და თურქეთის ერთადერთი მიზანი, სირიის…

მეტი...

თბილისს ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა

თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მარიო ვარგას ლიოსა, საქართველოს მეუღლესთან ერთად სექტემბრის შუა რიცხვებში ესტუმრება. ეს კავკასიაში მისი პირველი ვიზიტი იქნება. თბილისში ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან. გაიმართება შეხვედრები ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან. ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. მსოფლიო რანგის მწერლის ვიზიტის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ,…

მეტი...

გრიპის ვირუსზე ორსულებს უფასოდ თბილისში, 8 სამედიცინო დაწესებულებაში აცრიან

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, თბილისში, ორსულმა პირებმა ​სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციისთვის ორსულებს სამედიცინო დაწესებულებებს დღეს, 15.00 საათის შემდეგ შეუძლიათ მიმართონ. აცრები ჩატარება პირველადი ჯანდაცვის 8 დაწესებულებაში: ქიაჩელის ქN 18-ში – შპს „ვერე 21 პოლიკლინიკა”; კალოუბნის ქ.N 12 და ვაჟა-ფშაველას გამზირი N 83/11 – “მედისონ ჰოლდინგი”;  ლუბლიანას ქ. N5 – “ჰერა”; ვეკუას ქ.N 18 – “მედკაპიტალი გლდანი”; მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ. 3 – “მედკაპიტალი – ვარკეთილი”; გამრეკელის ქ.N18 “მედკაპიტალი – საბურთალო”; წინამძღვრიშვილის ქ.N 57 – “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი”. სამედიცინო კორპორაცია „ევექსი” 2 დღის განმავლობაში. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ…

მეტი...

ზაზა ოქუაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს, ზაზა ოქუაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზეა აღნიშნული, გადაწყვეტილება დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე 10 ხმით ოთხის  წინააღმდეგ მიიღეს. „ზაზა ოქუაშვილისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“  დადგენილების პროექტი სხდომაზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო ჩხეტიამ წარადგინა. მისი განმარტებით,  ზაზა ოქუაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს 2018 წლის 20 დეკემბერს თავად მიმართა.

მეტი...

ორსულის აცრა გრიპის ვირუსზე სასურველია, წითელაზე – დაუშვებელი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ორსულის გრიპის ვირუსზე აცრა არის სასურველი და ძალიან საჭირო, მაგრამ მისი წითელას ვირუსზე აცრა დაუშვებელია.  როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბავშვის სავალდებულო აცრები იწყება 1 წლის ასაკში, მეორედ – 5 წლის ასაკში იცრებიან. წითელას ვირუსის შეხვედრის რისკჯგუფში არიან 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანები და ერთ წლამდე ბავშვები, რომლის დედა არ იყო იმუნური. თუ დედა იმუნურია, ბავშვს არ შეხვდება წითელა. ​​მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, ​თუ 6-თვემდე ბავშვთან წითელას ვირუსის მატარებელს ჰქონდა კონტაქტი, დასაშვებია ბავშვის აცრა, თუმცა ეს არ ჩაითვლება გეგმიურ აცრად. …

მეტი...

გრიპის ვირუსი უკან იხევს, 3 კვირაა კლების ტენდენცია შეინიშნება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპის ვირუსი, ე.წ ღორის გრიპი, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უკან იხევს. თუმცა ეპიდემიის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს. სეზონის მეორე ნახევარში H1N1 ვირუსი, შესაძლოა სხვა ტიპის ვირუსმა ჩაანაცვლოს.  როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კლების ტენდენცია ბოლო 3 კვირის განმავლობაში შეინიშნება. ეს ჩანს, როგორც მოქალაქეების ავადობის, მიმართვიანობის, ამბულატორიული და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების, სასწრაფო დახმარების სამსახურისთვის მიმართვიანობის კლებით.  “ყველაფრიდან ჩანს, რომ გრიპი გადავიარეთ, მაგრამ ჯერ არ გამქრალა. სიფრთხილე ისევ არსებობს, ​​თებერვალში გვინდა მზად ვიყოთ, რომ მატება არ იყოს. ხდება…

მეტი...

გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა – პაატა იმნაძე

“წითელას ვირუსს არც ნიღაბი შველის და არც ხელების დაბანა. ვირუსის მატარებელმა ოთახში კარი რომ შემოაღოს, დაილაპარაკოს და გავიდეს, ამ ოთახში მყოფი ყველა ადამიანი რისკჯგუფია, შესაძლოა, წითელა ყველას შეხვდეს”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, გრიპის ვირუსის ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, წითელა კი მხოლოდ ჰაერით გადადის. ის დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ხვდება. ასეთები კი ქვეყანაში, 20-40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 200 000 ადამიანია.  “გრიპის ვირუსისგან განსხვავებით წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა. ​ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი მარაგია”, – აცხადებს პაატა იმნაძე.…

მეტი...

სს “სილქნეტმა” ტარიფების ზრდა შეაჩეროს და არგუმენტები წარმოადგინონ – კახა ბექაური

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, ტელეკომუნიკაციების კომპანია “სილქნეტს” მოუწოდებს, შეაჩეროს ტარიფების გაზრდის პროცესი და მომსახურების გაძვირებასთან დაკავშირებული არგუმენტები დაასაბუთოს, რადგან მათი მხრიდან გაკეთებული ზეპირი განცხადებები კომისიისთვის მიუღებელი და არადამაჯერებელია.   როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი კახა ბექაური აცხადებს, ბაზარზე ტარიფების ზრდის საჭიროება არ არსებობს, ხოლო არგუმენტი, რომ დიდი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებენ, ტარიფის გაზრდის არგუმენტი ვერ იქნება.  “ჩემი მონაცემით, საცალო ბაზარზე ტარიფის გაზრდის წინაპირობა არ არსებობდა,  მაგრამ თუ კი ასეთი არის, ან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და დამატებით საჭიროა ინფორმაციის მოწოდება, რომლითაც ისინი ასაბუთებენ რაღაცას, ჩვენ ამის მზაობა გამოვხატეთ და მზად ვართ…

მეტი...

წითელას ეპიდემიის ფართომასშტაბიანი აფეთქების ზღვარზე ვიმყოფებით – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში იმატა წითელას გავრცელების შემთხვევებმა. ამ დროისთვის, კლინიკურად დადასტურებული 580 შემთხვევა არსებობს. ყველაზე მეტია თბილისში, სამეგრელოსა და კახეთის რეგიონშია. როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაიწყო აცრების აქტიური კამპანია, ბოლო 3 დღეში 12 000-მდე მოქალაქე აიცრა. იმნაძე, 20-დან 40 წლამდე ახალგაზრდებს მოუწოდებს, იმ შემთხვევაში თუ დანამდვილებით არ ახსოვთ წითელას ვირუსზე აცრილები არიან თუ არა, ჩაიტარონ დამატებითი აცრა. “წითელას ვირუსზე დამატებითი აცრა დასაშვებია, ის ორგანიზმს კიდევ უფრო გააძლიერებს. წელიწადში წითელათი ავადობის 10 შემთხვევა ნორმალური მაჩვენებელია, მაგრამ…

მეტი...

მობილურ კომპანიებს, რომლებიც უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს, ზღვრულ ტარიფებს დაუწესებენ

 კომუნიკაციების ეროვნული კომისია იწყებს ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, იმ მიზნით, რომ დაარეგულიროს საცალო ბაზარი და კომპანიებს, რომლებიც უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს, ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესონ.  როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, კომისია არ დაუშვებს, დიდმა კომპანიებმა ბაზარზე მათი ძალა და უპირატესობა მომხმარებლების საზიანოდ გამოიყენონ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კომპანიები კვლევის დასრულებამდე გააძვირებენ ტარიფებს, აუცილებლად, კანონზომიერების ფარგლებში დააბრუნებენ მათ. გამოიყენებენ კანონით მონიჭებული ბერკეტებს. „ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენონ ეს ძალაუფლება. ამიტომაც, საჭიროა რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და ჩვენ სწორედ…

მეტი...