გამოკითხული მოსახლეობის 62%-მა არ იცის ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი

საქართველოს გამოკითხული მოსახლეობის 62%-მა არ იცის ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატი გამოკითხული მოსახლეობის 9 პროცენტმა არასწორად დაასახელა, სწორი პასუხი მხოლოდ 28 პროცენტმა იცოდა, ხოლო 62%-მა საერთოდ არ იცოდა, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

კვლევის მაჩვენებელი თბილისშიც განსხვავებულია. დედაქალაქში გამოკითხული მოსახლეობის 77 პროცენტმა არ იცის თავისი მაჟორიტარის ვინაობა, იცის 13 პროცენტმა, ხოლო არასწორად დაასახელა 9 პროცენტმა.

რაც შეეხება დიდ ქალაქებს, 72%-მა არ იცის მისი მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის, 16%-მა იცის, 10%-მა კი მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა არასწორად დაასახელა.

პატარა ქალაქებში გამოკითხული მოსახლეობის 38 პროცენტმა არ იცის მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა, 2%-მა არასწორად დაასახელა, ხოლო 58%-მა თავისი მაჟორიტარის ვინაობა იცის.

გაუმჯობესებული მაჩვენებელია სოფლებში, კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 59%-მა იცის მაჟორიტარი დეპუტატის ვინაობა, 34%-მა არ იცის, ხოლო 6 არასწორად ასახელებს.

უცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის 47%-მა არ იცის მაჟორიტარის ვინაობა, 30%-მა იცის, ხოლო 21 პროცენტი არასწორად ასახელებს.

მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა ქალებმა უკეთ იციან (70 პროცენტი), ვიდრე კაცებმა (53 პროცენტი)

18-34 წლის გამოკითხული ამომრჩევლის 70% მაჟორიტარს ვერ ცნობს, 23% – ცნობს. 35-54 წლის ამომრჩევლის 57% ვერ ცნობს მაჟორიტარს, 31% – ცნობს.

ყველაზე კარგად მაჟორიტარს 55 წელს ზემოთ ამომრჩეველი ცნობს – 60%, ხოლო ვერ ცნობს 30%, 9% კი არასწორად ასახელებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

მსგავსი თემები