თბილისის მერმა სამტრედიელებს ძველით-ახალ წელს დღესასწაული მოუწყო

თბილისის მერი კახი კალაძე, ძველით-ახალ წელს მშობლიურ ქალაქ სამტრედიას ეწვია და სამტრედიელებს დღესასწაული მოუწყო. კალაძის საშობაო საჩუქარი ამჯერად, ჯიხაიშელი დავით კოხრეიძის მრავალშვილიან ოჯახს ერგო. ოთხ მცირეწლოვანს ამიერიდან საკუთარი ჭერი ექნება. სოციალურად დაიცველი ოჯახისთვის, სადაც მალე მეხუთე ბავშვი დაიბადება, კახა კალაძემ სახლი შეიძინა. “საახალწლო დღეები სასწაულების გარეშე ნამდვილად არ არსებობს და დღევანდელი დღის კულმინაცია ჯიხაიშელი დავით კოხრეიძის მრავალშვილიანი ოჯახისთვის შეძენილი სახლი იყო. კახი კალაძის საშობაო საჩუქარი ამჯერად 4 მცირეწლოვანს ერგო, რომლებსაც ამიერიდან საკუთარი ჭერი ექნებათ”, – იტყობინება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრი. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან მრავალი წელი უსახლკაროდ ვცხოვრობდით და…

მეტი...

მცხეთის ჯვრის მონასტერი გარემოვაჭრეების პრობლემის გამო დაიკეტა

ქალაქ მცხეთის ჯვრის მონასტრის კარიბჭე მომლოცველებსა და უცხოელ ტურისტებს დღეს, დაკეტილი დახვდათ. პრობლემა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრეებს უკავშირდება. როგორც მონასტრის ბერები აცხადებენ, წინამძღვარმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა გარემოვაჭრეების პრობლემასთან დაკავშირებით ქალაქის მერიას განცხადებით მიმართა. თავად მოვაჭრეებსაც არაერთხელ სთხოვა ტერიტორიიდან გასვლა, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ კარიბჭის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ქალაქ მცხეთის მერიაში აცხადებენ, რომ ვერ ჩაერევიან მონასტრის საქმეში და წინამძღვარს ვერ მიუთითებენ როდის გახსნას კარიბჭე და როდის დაკეტოს.    გარემოვაჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ მამა კონსტანტინეს ფინანსური ინტერესები ამოძრავებს და სურს მონასტრის მიმდებარედ გარევაჭრობიდან შემოსავალი მიიღოს.       საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით,…

მეტი...

შურისძიების გამო მამაკაცმა ქალაქის მერი ხალხის თვალწინ, სცენაზე მოკლა

პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი, პავლე ადამოვიჩი, რომელიც საქველმოქმედო კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას სცენაზე დანით დაჭრეს, საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.  ახალგაზრდა მამაკაცი ქალაქის მერს 13 იანვარს, იმ დროს დაესხა თავს, როცა პავლე ადამოვიჩმა კონცერტზე შეკრებილი აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა დაასრულა. თავდამსხმელმა მას სასიკვდილო ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა. ამის შემდეგ, დამნაშავე რამდენიმე წამის განმავლობაში სცენაზე დააბიჯებდა და ტრიუმფალურად იქნევდა ხელებს, შემდეგ წამყვანს ხელიდან მიკროფონი გამოგლიჯა და ხალხს მიმართა: “მე მქვია სტეფანე, უდანაშაულოდ ვიჯექი ციხეში. “სამოქალაქო პლატფორმამ” (პოლიტიკური პარტია, რომლის წევრიც იყო პავლე ადამოვიჩი) გამაწამა. ამიტომ მოკვდა ის (მერი)”.   სამართალდამცველები სცენაზე ავიდნენ და თავდამსხმელი დააკავეს. …

მეტი...

აფხაზეთსა და სამეგრელოში მცხოვრებლებს ბიზნეს იდეებს დაუფინანსებენ

„თუ თქვენ გაქვთ საინტერესო იდეა და გსურთ მისი ბიზნესად ქცევა – წარმოადგენთ იდეა საპროექტო წინადადების სახით და გექნებათ შანსი მიიღოთ დაფინანსება. მოწოდებულ იდეებს სპეციალური კომიტეტი გადაარჩევს, რომელიც პროექტის გუნდის წევრებითა და ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. სფერო და მიმართულება შეზღუდული არ არის. მთავარია, შემფასებელი გუნდი დაარწმუნოთ, რომ შემოთავაზებული იდეის წარმატებით რეალიზება შეგიძლიათ არსებული რისკების გათვალისწინებით”, – ამბობს დათო გუჩუა, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის მენეჯერი. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ცენტრი „აფხაზეთიდან“ აცნობეს, განაცხადების მიღება 20 იანვარს დასრულდება. ცენტრის ინფორმაციით, დახმარებას სამეგრელოს რეგიონსა და აფხაზეთში, კერძოდ, გალსა და ოჩამჩირეში, მაცხოვრებლები სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება –…

მეტი...

გიორგი გახარია ძველით-ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ძველით-ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა. მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, განმუხურის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე, ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია. ” განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ოკუპირებული ხაზის გასწვრივ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული გზებისა და გადასასვლელებს აკონტროლებენ”, – აცხადებენ სამინისტროში.

მეტი...

მაგიდას შემომსხდარი ძაღლები და უჩვეულო იუბილე – ფოტოები სოციალური ქსელიდან

ქუთაისში მცხოვრებმა, ონისე მელქაძემ, თავის ძაღლს დაბადების დღე გადაუხადა და მეგობარი ძაღლებიც დაუპატიჟა. იუბილარსა და მის მეგობრებს მაგიდაზე ის საჭმელი დაახვედრა, რომელიც ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს მოსწონთ: კუჭმაჭი, კუპატი, ხაჭაპური, პიცა. ასევე, ნამცხვრები, ხილი და რაც მთავარია, საიუბილეო ტორტი. ოპერატორი ონისე წულაია ქუთაისის მერიის პრესსამსახურში მუშაობს. როგორც “მედიაცენტრმა მთავარმა” მისი მეგობრებისგან შეიტყო, ცხოველების სიყვარულის გარდა, ონისე ონიანს ქველმოქმედებაც იზიდავს. ის ხშირად ეხმარება ადამიანებს.

მეტი...

მცხეთაში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს

14 იანვარს, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება მცხეთაშიც აღნიშნეს. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი კაპანაძის ინიციატივითა და ჩართულობით სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთის მუნიციპალიტეტის წინ გაიმართა. ცერემონიაზე, მცხეთის სვეტივცხოვლის ვაჟთა გუნდმა „მცხეთა“, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და მრავალჟამიერი შეასრულა. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა, საქართველოს სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც საქართველოს პარლამენტმა “საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი დაამტკიცა. საქართველოს სახელმწიფო დროშის ხუთჯვრიანი კომპოზიცია მაცხოვრის და ოთხი მახარობლის სიმბოლური გამოსახულებაა.

მეტი...

გრიპის ვირუსით დაავადებული 9 000-მდე მოქალაქეა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია. უწყების ცნობით, თუ მანამდე 100 000 მოქალაქიდან H1N1 ვირუსით 256 იყო დაავადებული, ახლა ეს მაჩვენებელი 253-მდე შემცირდა. “ამ დროის მონაცემებით, გრიპის ვირუსის პიკურ დღეებთან შედარებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელი რეგიონებში 600-ით, თბილისში კი 500-ითაა შემცირებული. კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც,”- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების ცნობით, ქვეყანაში სულ დაახლოებით 9 000 მოქალაქეა ე.წ. გრიპით დაავადებული. მათგან 42-ის მდგომარეობა კი მძიმეა. აღნიშნული პაციენტები მკურნალობის კურსს რეანიმაციულ განყოფილებაში გადიან.

მეტი...

დავით კირკიტაძე თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო არ დაისჯება

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე, გუბერნატორობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დღეს გამოაცხადა. მას აღკვეთის ღონისძიება გირაოც გაუუქმდა. დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. გამოძიება მას ველისციხეში, 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფას და ქონების დაზიანებას ედავება. აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მეტი...

„დღეიდან ვიწყებთ“ – ეკა ბესელიას შემდგომი ეტაპი

“მე არ ვიქნები იმ უმრავლესობის წევრი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს იმ მოსამართლეებს რომლებიც არიან დაკავშირებულნი სააკაშვილის დანაშაულებრივ სისტემასთან,” – აცხადებს ეკა ბესელია და თანამოაზრეებთან შეხვედრებს აანონსებს. “ხვალიდან ვაგრძელებთ შეხვედრებს პროფესიულ წრებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ყველა იმ ჯგუფს დაველაპარაკებით, ვინც მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მათი ჩართვა არის უმნიშვნელოვანესი. კანონის შემუშავების პროცესი, კანონის ცვლილებები და ის, თუ რა ჩაიწერება იმ კრიტერიუმებში არის მნიშვნელოვანი. მე ვმუშაობ ამ კრიტერიუმებზე,” – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ის გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანას, მაშინ, როდესაც სხვა იქნება ხელისუფლებაში, ჰქონდეს გამართული, ჯანსაღი მართლმსაჯულება, რომელიც არის…

მეტი...

10 დეპუტატი 2-ის წინააღმდეგ – კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის არჩევით დასრულდა. ეკა ბესელიას მოვალეობას დროებით მისი ყოფილი მოადგილე დავით მათიკაშვილი შეასრულებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას კომიტეტის სიითი შემადგნებლობის 10-მა წევრმა მხარი დაუჭირა, 2 დეპუტატი კი წინააღმდეგი წავიდა. დავით მათიკაშვილი კომიტეტს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს, რომელიც პარლამენტის სესიამ უნდა დაამტკიცოს.

მეტი...

ქვეყანას სჭირდება ყველასგან დამოუკიდებელი სასამართლო – ალექსანდრე ბარამიძე სასამართლო რეფორმაზე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლებაში და ზოგადად მართლმსაჯულებაში კორპორატივიზმი სრულიად შეუწყნარებელია, ქვეყანას სჭირდება ყველასგან დამოუკიდებელი სასამართლო და არავინ ვინმეს სამსახურში მყოფი.  ალექსანდრე ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო, გარკვეული ადამიანების ძალისხმევით, სასამართლო რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე მთელი რიგი კანონპროექტები იბლოკებოდა. მათ შორის არის, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესზე კანონპროექტი. ასევე, ჩავარდა სასამართლო ინსპექტორის დამოუკიდებელი ინსტიტუტის იდეა. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე იუსტიციის საბჭოში მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის არსებობაზე საუბრობს. “კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა და რომლის…

მეტი...

ბათუმის სასპორტო სკოლამ 6 მედალი მოიპოვა

ჭიდაობაში 2019 წლის ჩემპიონატზე ბათუმის სასპორტო სკოლამ 6 მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი თბილისის სპორტის სასახლეში 4 დღე გაგრძელდა და სამეულები ბერძნულ -რომაულ ჭიდაობაში ათ-ათ წონით კატეგორიაში გამოვლინდა. ბათუმის სასპორტო სკოლის ანგარიშზე სულ 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ : რამაზ სურმანიძე (60 კგ) , რამაზ ზოიძე (72 კგ) და ლაშა გობაძე(82 კგ); ვერცხლის მედლის პრიზიორები არიან : ლერი აბულაძე(63კგ), შმაგი ბოლქვაძე(72კგ) და გელა ბოლქვაძე(82კგ); ბრინჯაოს მედალი ერგოთ : ფრიდონ აბულაძეს(55კგ), ედნარ შავაძესა (67კგ) და ოთარ აბულაძეს(72კგ). ბათუმის სასპორტო სკოლის დირექცია ულოცავს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ამ…

მეტი...

„რა არის გუნდურობა? მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რას ვირჩევთ და რატომ ვირჩევთ“ – ეკა ბესელია

“არ ვარ ადამიანი, ვინც გარეთ შიდა თემებზე საუბრობს და ახმოვანებს იმას, რაც არ არის გასახმოვანებელი, მაგრამ, არც ის ადამიანი ვარ, ვინც საკუთარ მოქალაქეებს ატყუებს,” – აღნიშნული განცხადება იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განცხადებით, უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან, რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხი. ეს არის საქართველს პარლამენტი, ეს არის ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს და რატომ. “ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეხება. ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს მისი…

მეტი...

“ამად ღირდა ყველაფერი, ეს იყო ჩემი და ჩემი მეგობრების მიზანი” – ეკა ბესელია

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მისი მიზანი, პირველ ეტაპზე შესრულებულია. დეპუტატის განცხადებით, ამად ღირდა ყველაფერი. „ვფიქრობ, ამ ეტაპის მიზანი მიღწეულის. პირველი ეტაპის ამოცანა იყო, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე, არ მომხდარიყო ამ სიის წარდგენა სესიაზე, შეჩერებულიყო პროცესი და მიღებულიყო გადაწყვეტილება კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით“ – ეს განცხადება ეკა ბესელიამ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა. დეპუტატის შეფასებით, ის პროცესი, რაც მოსამართლეების თემაზე დღეს პარლამენტში მიმდინარეობს, სწორედ მისი ქმედებების დამსახურებაა. ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა 10 კაციანი სია, რომელიც პარლამენტში შევიდა, ვერ დამტკიცდება. „მიზანი პირველ…

მეტი...

​მოსამართლეების 10-კაციანი სია პარლამენტმა უნდა ჩააგდოს, იუსტიციის საბჭო კი დაიშალოს – ალექსანდრე ბარამიძე

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე საჭიროდ მიიჩნევს, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია პარლამენტმა ჩააგდოს, ხოლო იუსტიციის საბჭო – დაიშალოს.   როგორც ალექსანდრე ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის 12-დან 15 წლამდე სამუშაო სტაჟი უნდა არსებობდეს, აქედან სააპელაციო სასამართლოში მუშაობის, სულ მცირე 7-წლიანი მუშაობის გამოცდილება.   მისივე თქმით, მოქმედი კანონით, სააპელაციო სასამართლოში ვერ განწესდება მოსამართლე, თუ მას, პირველი ინსტანციის სასამართლოში მუშაობის, მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება არ აქვს, ასეთი მინიმალური სტაჟი უნდა დადგინდეს უზენაესი სასამართლოს წევრებისთვისაც. ასევე, უნდა გაიწეროს ისიც, თუ როგორ მონაწილეობენ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატურების შერჩევის…

მეტი...

სახლებზე გადმოვფინოთ საქართველოს დროშა, 14 იანვარი სახალხო დღესასწაულად ვაქციოთ – ვანო ზარდიაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, ვანო ზარდიაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს საკუთარი სახლის ფანჯრებიდან და აივნებიდან გადმოფინონ და ამგვარად პატივი მიაგონ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ერთიანობის სიმბოლოს და 14 იანვარი, სახელმწიფო დროშის დღე, ეროვნულ დღესასწაულად აქციონ.   მისივე თქმით, დღემდე დროშა აღიქმება, როგორც დემონსტრაციებისა და გამოსვლების სიმბოლოდ. საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით კი ეს დღე უნდა იქცეს ეროვნულ, სახალხო დღესასწაულად, როგორც ეს ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება. “14 იანვარი, სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესი ეროვნული დღესასწაულია. მნიშვნელოვანია, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ დღის სათანადოდ აღნიშვნაში, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან გადმოვფინოთ ან აღვმართოთ სახელმწიფო დროშა და ამ გზით საკადრისი პატივი მივაგოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის,…

მეტი...