ამერიკის საელჩო თანაუგრძნობს ქართველ ხალხს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, თანაუგრძნობს ქართველ ხალხს 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო. “ვფიქრობთ ჩვენს ქართველ მეგობრებზე და ვლოცულობთ მათთვის”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. The United States Embassy wishes to express its heartfelt condolences to the people of Georgia in light of the January 16 tragedy in Didi Dighomi. Our thoughts and prayers are with our Georgian friends. აღსანიშნავია, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, გუშინ, 16 იანვარს, საღამოს 9 საათზე, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის…

მეტი...

აფეთქების შედეგად დაზარალებულებს გარემონტებული ბინები ჩაბარდება

​თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე, მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულებს, საკუთარი ბინები გარემონტებულ მდგომარეობაში ჩაბარდება.   მომხდარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი, დედაქალაქის მერიამ სასტუმრო „ტეხასსა“ და „შაინში“ დააბინავა. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დაზარალებული ოჯახები მოინახულა და განაცხადა, რომ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, დაზიანებულ კორპუსში აღდგენითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.   კალაძის განმარტებით, ახალაშენებული შენობის ექსპლუატაციაში მიღებასთან არანაირად არ არის დაკავშირებული კორპუსში, ბუნებრივი აირის, წყლისა და ელექტროენერგიის შეყვანა.  მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით, შესაძლოა 10 ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს ისეთ საცხოვრებელ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში მიღებული არაა. სამშენებლო კომპანიამ უნდა წარმოადგინოს…

მეტი...

კლინიკები მომხდარ უბედურებას კომერციულად იყენებენ და სისხლის ბანკს უფასოდ ივსებენ

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა დასახმარებლად, ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება მოსახლეობისგან სისხლს ითხოვს. ეს კი იმ ფონზე ხდება, როცა დაშავებულებს სისხლის მინიმალური, მხოლოდ ერთი ერთეული რაოდენობა დასჭირდათ და სისხლის ბანკში სისხლის პრობლემა არ არსებობს. მინისტრი დავით სერგეენკო მკაცრ შეფასებებს თავს არიდებს, თუმცა, აცხადებს, რომ მომხდარი უბედურების კომერციული მიზნებისთვის გამოყენების შეფასება მის შესაძლებლობებს სცილდება. „აფეტქების შემდეგ კნიკნიკებში 8 პაციენტი მოთავსდა. იაშვილის კლინიკაში იყო 7 დაშავაბული ბავშვი. მათი მკურნალონისთვის მხოლოდ ერთი ერთეული სისხლის პროდუქტი დაიხარჯა, რაც ძალიან ცოტაა და ამაზე ნაკლები მოცულობის სიხლის პროდუქტი არ არსებობს. სისხლი შეფერხების გარეშე მიეწოდა კლინიკას. ამას…

მეტი...

კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში წითელას აფეთქებაა

გრიპის ვირუსის შემდეგ, წითელას ეპიდემია გვიტევს. 2 კვირის მონაცემებით, საქართველოში წითელას 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მინისტრი ეპიდემიას ადასტურებს. მთავრობამ კი აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური განკარგულება მოამზადა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ინფექცია ამ ეტაპისთვის 3 რეგიონშია გავრცელებული. ცენტრის ინფორმაციით, წითელა ძირითადად 0-დან 1 წლამდე ბავშვებშია გავრცელებული. ბავშვებში გავრცელებას კი იმით ხსნიან, რომ დედები არ იყვნენ აცრილები. როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, მდგომარეობა რთული და სახიფათოა: „მდგომარეობა რეალურად სახიფათოა. მისი ხიფათი იქიდან მოდის რომ 90-იან წლებში, ბავშვებს, ვისაც ვაქცინაცია უნდა გაეკეთბინა, არ აქვს გაკეთებული. ისინი…

მეტი...

ზვავსაშიშროების გამო მგზავრები სასტუმროებში გადაიყვანეს, სამაშველო მობილიზებულია

კობი-გუდაურის მონაკვეთზე შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა უკვე მესამე დღეა შეფერხებულია. არსებული საშიშროებიდან გამომდინარე, ავტოკოლონაში მოყოლილი ბავშვები, მშობლებთან ერთად, სასწრაფო წესით საოჯახო სასტუმროებში გადაანაწილეს. ​როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღეს. „მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინსიტრაცია, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობს. ავტოკოლონის არასრულწლოვანი მგზავრები, მშობლებთან ერთად, საოჯახო ტიპის სასტუმროში არიან გადაყვანილები. დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მათ ცხელი საკვები ჩაუტანეს. დღეს, ადგილზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ადგილზევე მიიღეს გადაწყვეტილება, დღის მეორე ნახევარში, ჟინვალის…

მეტი...

“ყასტრანგაზ-თბილისის” თანამშრმლებისგან დაუდევრობა და არაპროფესიონალიზმი იკვეთება “

ენერგო ომბუდსმენი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით “ყასტრანგაზ-თბილისის” თანამშრმლების დაუდევრობაზე საუბრობს. რობგორც ომბუცმენი სალომე ვარდიაშვილი აცხადებს, საქმე გვაქვს არაპროფესიონალიზმთან. „შპს “ყასტრანგაზ-თბილისის” თანამშრმლებისგან იკვეთება დაუდევრობა და არაპროფესიონალიზმი, რადგან მათ ვერ მოახერხეს გაჟონვის ადგილის აღმოჩენა. არსებული რეგულაციები სრულად ვერ პასუხობს უსაფრთხოების გამოწვევებს, ვინაიდან ის არ არის შესრულებული ლიცენზირებული კომპანიების მიერ და მომსახურე კომპანიას უწევს ჩაიბაროს ის ისეთი სახით, როგორც მშენებელმა წარმოუდგინა. ძალიან ხშირად შიდა ქსელზე დაშვებული შეცდომები ხდება საფრთხის წყარო” – აცხადებს ენერგო ომბუცმენი. სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში დატრიალებული არაერთი ტრაგედია ნათლად მიგვანიშნებს სისტემურ პრობლემებზე, რომლის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსურად.

მეტი...

დაზარალებულებს პირადი ნივთები გამოაქვთ, კორპუსის მდგრადობას მერია დაადგენს

დაზარალებულებს აფეთქებული კორპუსიდან პირადი ნივთები გამოაქვთ. შენობაში მათი შეშვება დილიდან, ჯგუფ-ჯგუფად დაიწყო. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პერიმეტრზე გადაადგილება აკრძალულია, რადგანაც კორპუსიდან დეტალები ამ დრომდე ცვივა. დიდ დიღომში, ერთ-ერთი ბინის აფეთქების შედეგად დანგრეულია ათამდე საცხოვრებელი ბინა. დაზიანებულია საერთო ფართი და სხვა სართულები. დაზარალებულები ადგილზე დილიდან შეიკრიბნენ და პირადი ნივთების გამოტანას ითხოვდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი დედა-შვილი სწორედ აფეთქებული ბინას მაცხოვრებლები იყვნენ. შესაძლებელია თუ არა ამ კორპუსში ცხოვრების გაგრძელება, მას შემდეგ გაირკვევა, რაც ექსპერტიზა პირველად დასკვნას გამოაქვეყნებს. შესაბამისი ჯგუფები კორპუსის მდგრადობას იკვლევენ. როგორც თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა ზაზა კუტალიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საბოლოო…

მეტი...

აფეთქების შედეგად დაზარალებულები მერიამ დააბინავა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებელში გადანაწილდნენ. თბილისის მერიამ ყველა დააკმაყოფილა, ვინც მათ დახმარების თხოვნით მიმართა. ამ ეტაპისთვის, მერიის დახმარებით 31 დაზარალებული სარგებლობს. 11:00 საათის ინფორმაციით, აფეთქებული საცხოვრებელი კორპუსიდან პირადი ნივთები 46-მა დაზარალებულმა გამოიტანა. „ამ დროისათვის, დაზარალებულებიდან, ვინც მოგვმართა, ყველა გადაყვანილია სასტუმროებში და უზრუნველყოფილია საკვებითა თუ სხვა საჭიროებებით. დაზარალებულები 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. სასტუმროებში გამგეობის თანამშრომლები მორიგეობენ“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.

მეტი...

აფეთქება ფირალიშვილების ოჯახში მოხდა, დაღუპულია დედა-შვილი

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ დიდ დიღომში აფეთქება მეექვსე სართულზე, ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაიცვალა დედა და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, მეორეს მდგომარეობა მძიმეა.  როგორც ბავშვების მამა, ფრიდონ ფირალიშვილი ყვება, სახლში მისვლისას აფეთქების ხმა გაიგო. საკუთარ ბინაში რომ შევიდა ბავშვები უგონო მდგომარეობაში ნახა. ” ჩემი ხელით გამოვიყვანე ჩემი შვილები”, – ამბობს იგი.   მისივე თქმით, აფეთქების დროს მათ სახლში სტუმრად მეუღლის დაც იმყოფებოდა. ის ცოცხალია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  ​სახლის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ შენობაში, გაზის სუნი, მთელი დღის განმავლობაში იგრძნობოდა. კომპანია “ყაზტრანსგაზიდან” ჯგუფიც გამოიძახეს, მაგრამ ვერაფერი დაადგინეს და წავიდნენ.   შენობა, რომელშიც დღეს ტრაგედია დატრიალდა,…

მეტი...