“შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა!” – თამარ ჩუგოშვილი იუსციციის საბჭოზე

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭომ მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებისგან ვერაფერი გაიგო. ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ შემდგომში, საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ გავა. „მე არ ვიცი საბჭოს რა გონია, რა გაიგო იმ პროცესებიდან, რაც პარლამენტში მიდის, მგონი ვერაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ შემდეგში, მათი წარმოდგენილი 10 კაციანი სია არ გავა! მოსამართლეების კანდიდატების მოსამართლეების შერჩევის პროცედურას შექმნის პარლამენტი, მხოლოდ ამის შემდეგ წარმოდგენილ 18 კანდიდატურაზე ვიმსჯელებთ“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

მეტი...

გუნდურობის პრინციპის დარღვევისთვის, სავარაუდოდ, ეკა ბესელიას გუნდის დატოვება მოუწევს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას ფრაქციიდან გარიცხვასთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს საკითხი იმ შემთხვევაში დადგება, თუ გუნდურობის პრინციპი დაირღვევა. როგორც კობახიძე განმარტავს, ბესელიას შემთხვევაში გუნდურობის პრინციპი არაერთხელ დაირღვა. „ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა. უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვაგვარი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ბევრი ასეთი დეპუტატი იყო გუნდში, თუმცა, არც ერთხელ დამდგარა მათი სანქცირების თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ჩვენ პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას. აზრთა სხვადასხვაობა ვერ გახდება გარკვეული სანქციის საფუძველი. შეიძლება ასეთი რამ დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. ამ…

მეტი...

თოჯინების თეატრი დიდებისთვის – თბილისისა და ბათუმის ერთობლივი პროექტი

​14 იანვარს, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, თბილისისა და ბათუმის თეატრალური დასების ერთობლივი სპექტაკლი გაიმართება. “თავისუფალი თეატრის”ლურჯი დარბაზი, რომელიც 75 მაყურებელზეა გათვლილი, მარიონეტული სპექტაკლით “მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ” გაიხსნება.  პროექტი “თავისუფალი თეატრისა” და ბათუმის თოჯინების თეატრის ერთობლივი ნამუშევარია, მარიონეტულ სპექტაკლს საფუძვლად დაედო “თავისუფალი თეატრის” ამავე სახელწოდების საკულტო სპექტაკლი. “ეს არაა საბავშო სპექტაკლი, თუმცა ბავშვებსაც შეუძლიათ მასზე დასწრება”, – აცხადებენ “თავისუფალ თეატრში”. მათივე ინფორმაციით, 14 იანვრიდან “თავისუფალი თეატრი” ერთდროულად ორ დარბაზში გამართავს წარმოდგენებს. “ლურჯ დარბაზში” გარდა მარიონეტული სპექტაკლებისა ნაჩვენები იქნება დრამატული წარმოდგენებიც. “ლურჯი დარბაზის” ბილეთების გაყიდვა დაიწყება 10 იანვრიდან. ბილეთების შეძენა შეიძლება “თავისუფალი…

მეტი...

გზებზე 1 441 ვიდეოკამერა დამონტაჟდა, ტექდათვალიერების არმქონე მძღოლები ჯარიმას ვერ ასცდებიან

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით 1 441 ვიდეოკამერა დაამონტაჟა. ყველა ვიდეოკამერა სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 არის ზოგადი ხედვის, 646 კი – ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2019 წელს, ქვეყნის ტერიტორიაზე, სიჩქარის მზომი სექციური რადარების და ე.წ. “ჭკვიანი” ვიდეოკამერების განთავსება გაგრძელდება. „აღსანიშნავია, რომ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ მთავრობის 510-ე დადგენილების ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ძალაში შესვლის შესაბამისად, ე.წ. “ჭკვიანი” კამერების მეშვეობით, 14 იანვრიდან ავტომატურ რეჟიმში დაჯარიმდება ის ავტომობილები, რომლებსაც კანონის შესაბამისად პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ. ამ…

მეტი...

ე.წ. ვარკეთილის ხიდებთან გზა იკეტება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ე.წ. ვარკეთილის ხიდებთან მოძრაობა იზღუდება. ​მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მიზეზი რეკონსტრუქციის სამუშაოებია. „კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩის გადაკვეთაზე საავტომობილო ხიდი-გზაგამტარის (ე.წ. ვარკეთილის ხიდები) აღდგენა-რეკონსტრუქციის ფარგლებში, დღეს, 23:30 საათზე, აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით, მოძრაობა შეიზღუდება. ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით, ნებადართული იქნება სავალი გზის საპირისპირო ზოლში. შეზღუდვა მიმდინარე წლის 13 იანვრამდე იმოქმედებს“, – აცხადებენ მერიაში და შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდიან.

მეტი...