გამგებლის მოადგილე და საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამზე დააკავეს

ქრთამის აღებაში ხელშეწყობისთვის თბილისის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს, ქართამის აღებისთვის კი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი. გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სუს-მა დააკავა. ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გააკეთა. სადაც თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაკავებული თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილის ხელშემწყობად დაასახელა. „ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს…

მეტი...