სალომე ზურაბიშვილი: პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება აუცილებლად უნდა დასრულდეს

„საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ, არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს, – ასე გამოეხმაურა ფეისბუქის პირად გვერდზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გუშინ სოციალური ქსელით გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებს. პრეზიდენტი სამართალდამცველებს საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს და აღნიშნულ საკითხში, საზოგადოების ფართო ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს. „პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს. მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია. საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ, არაიდენტიფიცირებული გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია“,  – აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი.

მეტი...

ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 50 000 000 ლარი დაიხარჯება

თბილისის ისტორიულ არეალში 2020 წლისთვის, ორი მნიშვნელოვანი ქუჩის, ფიროსმანისა და გუდიაშვილის ქუჩების რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია ქალაქში, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და მოვლა-პატრონობა საჭიროებს. “ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება, გუდიაშვილის კი – მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციაზე 50 000 000 ლარი დაიხარჯება“, – აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი შექმნის ახალ ფართებს, რომელიც ბიზნეს-სექტორისთვის საინტერესო იქნება. „ფიროსმანის ქუჩაზე განთავსებული ყველა სახლი ძალიან მძიმე და ავარიულ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, ეს…

მეტი...

თბილისში, ძველი ხიდების რეკონსტრუქცია და ახალი ხიდების მშენებლობა იგეგმება

თბილისის გარეუბნებში ხიდების რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყება. 4 მლნ ლარი დაიხარჯება გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდინარე გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქციისთვის. “ჩვენ ამას რეაბილიტაციას ვარქმევთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ქალაქში ახალი ხიდების მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებულება ოთხი მილიონი ლარია. სამუშაოები გასულ წელს დავიწყეთ და 2019 წელს უკვე მთლიანად დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. კიდევ ერთი პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს იგეგმება, უნივერსიტეტის ქუჩისა და წყნეთის გზატკეცილის (ბაგები) დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობაა, რომლის ღირებულება დაახლოებით, 20–30 მილიონი ლარია. „ესეც ორწლიანი პროექტია. ყველამ იცის საფეხმავლო ხიდი, რომლის რეაბილიტაციაც შარშან განვახორციელეთ. ეს პროექტი მიმდებარე…

მეტი...

დიდ დიღომსა და ვარკეთილში მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება

თბილისის გარეუბნებში, დიდ დიღომსა და ვარკეთილში, 2019-2020 წლებში, ახალი მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება. მულტიფუნქციური ცენტრებში თავმოყრილი იქნება სპორტის ყველა სახეობა. განთავსდება ფეხბურთის მინი მოედნები, საკალათბურთო მოედნები, საცურაო აუზები, მედიათეკა, კაფეები, ბიბლიოთეკები. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოება ადგილზე ყველანაირი სერვისით ისარგებლებს. “ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება სხვადასხვა რაიონებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მას აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენთვის მთავარია მასობრიობა, რათა სპორტით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკავდეს. შესაბამისად, ფასებიც მისაღები იქნება, რათა ყველამ ისარგებლოს ამ კომპლექსით”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაზე. ​მისივე ინფორმაციით,…

მეტი...

ნეპოტიზმი და განათლების არახელმისაწვდომობა კვლავ მწვავე პრობლემაა – გია აბაშიძე NDI -ის კვლევაზე

პოლიტოლოგი გია აბაშიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კვლავ პრობლემაა განათლების მიღება, რაც NDI-ის ბოლო კვლევებითაც დასტურდება. კერძოდ, გამოკითხული მოსახლეობის 73% ამბობს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად რეპეტიტორთან მომზადება სჭირდებათ. განათლება ხელმისაწვდომია გამოკითხულთა მხოლოდ 50%-სთვის. ​ანალიტიკოსის თქმით, ნეპოტიზმი კვლავ პრობლემაა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. გამოკითხულთა 68% ამბობს, რომ ქვეყანაში დასაქმების პრობლემაა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გია აბაშიძემ განაცხადა, კიდევ ერთი პრობლემაა ენების არცოდნა. არაქართულენოვანი მოსახლეობის სეგმენტში ჩატარებული გამოკითხვისას, 44% ამბობს, რომ არ იცის სახელმწიფო ენა – ქართული. შემაწუხებელი ტენდენციაა, რომ 60% აცხადებს, რომ არ იცის ინგლისური ენა და მხოლოდ 12% ამბობს,…

მეტი...

“პოლიტიკოსების დღის წესრიგი საზოგადოების დღის წესრიგს აცდენილია” – გია აბაშიძე საკადრო პოლიტიკაზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებების გარდა, საჯარო სექტორში აუცილებელია, მასშტაბური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. „ეიჩარი და პიარი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მოდიან გარკვეული მინისტრები, ზოგი წამოიწყებს მასშტაბურ რეფორმას, შემდეგ კი ქრება ისიც და მისი რეფორმაც. საპრეზიდენო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, საკადრო ცვლილებები არაერთხელ დაანონსდა. არის განცხადეები, რომ სურპრიზები იქნება პარტიაში, მთავრობაში, მაგრამ, ჯერჯერობით, მსგავსს ვერაფერს ვხედავთ. ველოდებით პასუხს მმართველი გუნდიდან,” – აღნიშნა გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“. ანალიტიკოსი რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფო ფინანსების განკარგვის კუთხით მძიმე ვითარებაა: „როგორც…

მეტი...

თბილისის ცენტრიდან რკინიგზის ამოჭრით ქალაქის ინტერესები დაზარალდება

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე აცხადებს, რომ თბილისის ცენტრალურ ნაწილში რკინიგზის გვირაბში გატარება ისე, რომ მას არ ჰქონდეს სულ ცოტა სამი სადგური – დიდუბის, ცენტრალური და ნავთლუღის – ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი თბილისის ზღვის გადაღმა გადატანის იდენტურია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ზურაბ ბაქრაძემ განუცხადა, ქალაქისთვის არსებითი და გადამწყვეტია რკინიგზის ზემოთ აღნიშნული სადგურებით მისი ცენტრის მომსახურება ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი კავშირები გარდაბანთან, რუსთავთან, მცხეთასთან, ქსანთან, კასპთან და გორთან. ეს აუცილებელია თბილისის სიცოცხლისუნარიანობისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. ​“თბილისის ტოპოგრაფიული თავისებურებები იძლევა შესაძლებლობას, რკინიგზის ხაზის სხვა და სხვა მხარეს არსებულ უბნებს დაუკავშირდეს, კერძოდ, ელიასა და ავლაბარს შორის…

მეტი...

გამორიცხულია, ფარული ჩანაწერები მმართველი გუნდის წევრებს გაევრცელებინათ – კახა კალაძე

სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე გამორიცხავს, რომ პარლამენტის დეპუტატ ეკა ბესელიას წინააღმდეგ კომპრომატის სახით, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები მმართველი გუნდის, რომელიმე წევრს გაევრცელებინა. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია რა ფარულ ჩანაწერებზეა საუბარი. ხოლო თუ მსგავსი არსებობს გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, მართლაც ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი.   “გუშინ საუბარი იყო, რომ ვრცელდებოდა რაღაც ვიდეოჩანაწერები, თუმცა არავის უნახავს. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება. მგონი, ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ. ასეთი ფაქტი თუ მართლაც იყო, ეს ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის”, – აცხადებს კახა…

მეტი...

ბესელიას კორუფციულ გარიგეგებზე გამოქვეყნებული პოსტისთვის გია აბაშიძე არც დაუკითხავთ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ 2 იანვარს, მის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი ფეისბუქ პოსტის გამო, რომელიც ეკა ბესელიას შესაძლო კორუფციულ გარიგებებს ეხებოდა, სამართალდამცველებს არ დაუკითხავთ. ანალიტიკოსის შეფასებით, ის თავისუფალი ადამიანია, სიტუაციის ანალიზს აკეთებს და აზრის გამოხატვაშიც თავისუფალია. შესაბამისად, ეს მისი დაკიხვის მიზეზი არც უნდა გამხდარიყო. აღნიშნულ თემაზე აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „2 იანვარს, ჩემს მიერ გამოქვეყნებული ფეისბუქ პოსტი ემყარებოდა პოლიტიკურ ვარაუდბს, რომელიც ანალიტიკოსებს, გამომდინარე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებიდან, ნამდვილად გვაქვს. ჩვენი ვარაუდის გამოხატვა თავისუფალია ჩვენს ქვეყანაში. ქალბატონ ბესელიასთან იურიდიულ კაზუისტიკაში ნამდვილად არ შევალ. ჩვენ, ყველას გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ვარაუდის, პროგნოზების გამოთქმის…

მეტი...

​მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში, რეალობა უნდა შევცვალოთ – ეკა ბესელიას მიმართვა ქალებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა წავიდეს პოლიტიკაში, რომ ამ სფეროში გარდატეხა შეიტანონ, დამოუკიდებლად შექმნან ღირებულებები და სხვებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი.   როგორც ეკა ბესელია აცხადებს, საკუთარი გამოცდილებით მიხვდა, რომ ქალებს რეალობის შეცვლა შეუძლიათ.  “მივმართავ ყველა ქალს, – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და აღარ ვიყო სხვისი ხელის შემყურე…სწორედ იმიტომ , რომ ამდენის გავლა და გადატანა არ…

მეტი...

პირადი ცხოვრებით შანტაჟი მიუღებელია, წითელი ხაზები არ უნდა გადაიკვეთოს – გია აბაშიძე

​პოლიტოლოგი გია აბაშიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდად პირადი ცხოვრებით შანტაჟი მიუღებელია. კომპრომატების ომი წითელი ხაზების გადაკვეთას არ გულისხმობს. გამოძიებამ უნდა გამოავლინოს ფარული ჩანაწერების ავტორები და საზოგადოებაში შეიქმნას განცდა, რომ ის, ვინც პოლიტიკური ბრძოლის მიუღებელ ფორმებს გამოიყენებს, სამაგალითოდ დაისჯება.  როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გია აბაშიძემ განაცხადა, საჭიროა საზოგადოების აქტიურობა, რომ მსგავსი ფაქტები აღიკვეთოს.  მისივე შეფასებით, მხარე, რომელიც პირადი ცხოვრების შანტაჟს მიმართავს, უკვე დამარცხებულია, რადგან მას პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა საშუალება და არგუმენტები არ გააჩნია.  “საჭიროა ერთხელ და სამუდამოდ, სამაგალითოდ დაისაჯონ ამის ჩამდენები. უნდა ვიაქტიუროთ საზოგადოებამ, მედიამ, თანამოქალაქეებმა, არასამთავრობო სექტორმა.…

მეტი...

“მიზანს ვერ მიაღწიე! ვერ შეძლებ ჩემს გაჩერებას, გაჩუმებას, გაუჩინარებას, მიფრთხილდით” – ეკა ბესელია იწყებს

„მე-7 წლის თავზე ვწყვეტ შიგნით ამაზე საუბარს, წუხილს და სამდურავს და საჯაროდ ვამბობ ს ა კ მ ა რ ი ს ი ა! ახლა მიფრთხილდით“ – აცხადებს ეკა ბესელია და ყველას აფრთხილებს, რომ მისი გაჩუმება, დადუმება თუ ქვეყნიდან წასვლა არ გამოვა. დეპუტატი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო გაჩუმებას არ აპირებს და ამბობს, რომ ბრძოლა გაასმაგებული ძალებით იწყება. „მედიაცენტრი მთავარი“ ეკა ბესელიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გადავწყვიტე მოგმართოთ პირდაპირ, ღიად და შეუფერადებელი ემოციით. პირველი მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან – ისიც ამ საზოგადოების ნაწილია და მინდა ვუთხრა…

მეტი...

“ძალიან მალე, საინტერესო ცვლილებების მომსწრენი გავხდებით” – “ოცნების” საკადრო პოლიტიკაზე

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკა საკმაოდ არათანმიმდევრული და ბუნდოვანია. გადაწყვეტილებებს, პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ხშირად ერთპიროვნულად, საკუთარ, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებს. ” ვისზეც ჩათვლის, რომ წარმატებული იქნება, ამტკიცებს საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, ფაქტობრივად ყოველგვარი ბეგრაუნდის გარეშე”, – აცხადებს ანალიტიკოსი. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვაჟა ბერიძემ განუცხადა, ქართული საზოგადოება ძალიან მალე, საკმაოდ საინტერესო ცვლილებების მომსწრე გახდება. არ გამორიცხავს, რომ შს მინისტრ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად ვიხილოთ. მისივე თქმით, ამის წინაპირობას ქმნის ოპოზიციაც, რომელიც აქტიურად ცდილობს გახარიას დისკრედიტაციას. “აღმოჩნდა, რომ გახარია ძლიერი ფიგურაა და მას აქვს შანსი, მთავრობის მეთაურის თანამდებობა…

მეტი...