ავტომობილის ძრავი ზამთარში არ უნდა “გავახუროთ” – ამერიკელი ინჟინრის რეკომენდაცია

ავტოინჟინრები, წლების განმავლობაში წარმოებული დაკვირვების შედეგად გვირჩევენ, დაძვრამდე ავტომობილის ძრავი არ “გავახუროთ”, განსაკუთრებით კი ზამთარში.   მძღოლების უმეტესობა ამას სტანდარტულად აკეთებს. დილით ქოქავენ ავტომობილს და ელოდებიან ძრავი როდის გახურდება. სავარაუდოდ, ფიქრობენ, რომ ასე ძრავს იცავენ დაზიანებისაგან. აღმოჩნდა, რომ ეს მითია, რომელსაც სიკეთის ნაცვლად უდიდესი ზიანი მოაქვს. Bussines Insider -ი ყოფილ მრბოლელთან, საინჟინრო დარგში დოქტორის წოდების მქონე სტივენ კიატთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ძრავის გახურების მნიშვნელობაზე საუბრობს.  როგორც ირკვევა სტივენი 26 წელია ატმოსფერულ ძრავებს იკვლევს და ამჟამად ილინოისის შტატში მდებარე აგრონომიის ნაციონალურ ლაბორატორიას კურირებს. მისი დასკვნით, როდესაც ძრავი გახურების რეჟიმში, სიჩქარეზე დაკიდების გარეშე ანუ…

მეტი...

ათონელი ბერები კიბოთი არ ავადდებიან და 110 წელი ცოცხლობენ – მკვლევართა აღმოჩენა

დადასტურებულია, რომ ათონის მონასტრის ბერები არასოდეს დაავადებულან და არც ახლა ავადდებიან კიბოთი. ამ უცნაურ ფაქტს პირველად ბერძენმა მედიკოსებმა მიაქციეს ყურადღება. მალე ამან მთელი მსოფლიოს ექიმები და მკვლევარები დააინტერესა. ამ საკითხზე სერიოზული სამეცნიერო კვლევები 1962 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. გამოიკვლიეს ათონელი ბერების ცხედრები, რომელთა ასაკი რამდენიმე ათასი წლის ფარგლებში მერყეობს. ამ საოცარი ფაქტის ასახსნელად ბევრი სხვადასხვა თეორია წამოიაყენეს და საბოლოოდ ყველაზე სარწმუნოდ მხოლოდ ერთი მიიჩნიეს: ამ საშიში დაავადების თავიდან აცილებაში ათონელ ბერებს მათი კვებისა და ცხოვრების რეჟიმი ეხმარებათ. აღმოჩნდა, რომ ისინი საერთოდ არ იღებენ ხორცს, სამაგიეროდ მიირთმევენ ბევრ ხილსა და ბოსტნეულს, რადგან…

მეტი...

“დარბაზი მტვრით ისე იყო დაბინძურებული, სუნთქვა ძნელდებოდა” – მომაკვდინებელი დასკვნა

„ინსპექტირების პერიოდში გამოვლინდა, რომ სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, სპორტული დარბაზში მტვრით იმდენად იყო დაბინძურებული ჰაერი, რომ რთულდებოდა სუნთქვა“ – დასკვნა, N2211181000 და მისი გამოქვეყნების შემდეგ დაწყებული პროცესები პროკურატურის კართან გრძელდება. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი გამოძიების დაწყებას ითხოვს. 25 გვერდიანი დოკუმენტის მეორე ნაწილი, რომელიც „მედიაცენტრ მთავარს“ გადასცეს, სკოლის სპორტულ დარბაზში არსებულ მდგომარეობას ეხება. „სკოლის სპორტულ დარბაზში არსებული მდგომარეობის გამო ხელი ეშლება სპორტის გაკვეთილების სრულყოფილად წარმართვას, არ არის შექმნილი მოსწავლეების ჯამრთელობისთვის უსაფრთხო გარემო. კერძოდ, ინსპექტირების პერიოდში გამოვლინდა, რომ სპორტის გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, სპორტული დარბაზში მტვრით იმდენად იყო დაბინძურებული ჰაერი,…

მეტი...

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის ხელფასს ქველმოქმედებას მოახმარს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავის თანამდებობრივ ხელფასზე უარს ამბობს და მის სპეციალურ ფონდში გადარიცხვას გეგმავს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა, ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ახალ სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის დაგროვებით პენსიას საფრანგეთში უკვე იღებს, ამიტომ შეუძლია პრეზიდენტის სარგო ქველმოქმედებას მოახმაროს.  მისივე თქმით, მაშინ როდესაც, ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია, გადაწყვიტა კერძო საწყისებზე შექმნას ფონდი, რომელიც ​ქველმოქმედებას და ნოვაციის ხელშეწყობას მოხმარდება.  “პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების. ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდით და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან“,…

მეტი...

სიბინძურე და ანტისანიტარია – დასკვნა, რომელიც სკოლის დირექტორისთვის საბედისწერო აღმოჩნდა

„მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ტუალეტებში იყო სიბინძურე და ანტისანიტარია, ტუალეტები არ იყო დალაგებული, ეყარა სიგარეტის ნამწვავები, იდგა მძაფრი, არასასიამოვნო კანალიზაციის სუნი“, – ეს იმ მძიმე ბრალდებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც სკოლის დირექტორისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ​დასკვნა, რომელიც „მედიაცენტრ მთავარს“ გადასცეს, 2211181000 ასეა დანომრილი. ის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩაატარა. 25 გვერდიან დოკუმენტს ხელს ინსპექტირების სამსახურის უფროსი თეონა გაბიჩვაძე აწერს. დოკუმენტის ტექსტი კი საკმაოდ მძიმე წასაკითხი და მძიმე ბრალდებებით გაჯერებულია. დასკვნის ერთ-ერთი ნაწილი სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, ეზოსა და სპორტული დარბაზის დათვალიერებას ეხება. კერძოდ, კი ვკითხულობთ: „მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ტუალეტებში…

მეტი...

გრიპის ვირუსზე გადაუდებელ ამბულატორიულ მკურნალობას სახელმწიფო თავის თავზე იღებს

საქართველოს მოქალაქეების გრიპით გაზრდილი ავადობის ფონზე, გადაუდებელ ამბულატორიულ მკურნალობის თანადაფინანსებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, გრიპის ვირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობა მცირდება, თუმცა დაავადება საკუთრივ მძიმედ მიმდინარეობს.  “ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო უფასოდ გასცემს სპეციალურ ანტივირუსულ პრეპარატებს რისკჯგუფებზე, როგორიც არის ორსულები, მელოგინეები, ასაკოვანი ადამიანები, ბავშვები, სოციალურად დაუცველები და ქრონიკული დაავადების მქონენი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში ნათელი გახდა, რომ სხვა ჯგუფებისთვის ამ მედიკამენტის შეძენა გარკვეულ ფინანსურ თუ რაიმე სხვა სახის ბარიერს წარმოადგენს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე ინფორმაციით, სამუშაო…

მეტი...

ექიმის დანიშნულების შემთხვევაში „ტამიფლუ“ ყველასთვის უფასო იქნება

სეზონური გრიპით ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს. ექიმს საშუალება ექნება, დიაგნოზის დადასტურების შემდეგ, თავად გასცეს მედიკამენტი. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გასცა. მისი აზრით, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას. ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა გარკვეული პერიოდის – პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, მედიკამენტის გაცემის პროცესში ჩაერთვებიან პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებიც, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. პროცესში ჩართვას აფთიაქებსაც შესთავაზებენ და კომერციული რეალიზაციისთვის შეძენილ მარაგს – 3000 კოლოფს, სამინისტრო შესყიდვის ფასად შეიძენს. აფთიაქებიდან მოსახლეობის…

მეტი...

მოსამართლეების არსებული სიის დამტკიცება ხალხის ნებაზე ძალადობა იქნება – ირმა ინაშვილი

პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, პარლამენტი დეპუტატი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არსებულ სიას, მასში წარმოდგენილი პერსონების გამო, პარლამენტი არ დაამტკიცებს. მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, მისი მხრიდან ეს ხალხის ნებაზე ძალადობად შეფასდება და ხელისუფლება ხალხისგან საპასუხო რეაქციაც მიიღებს. როგორც ირმა ინაშვილი აცხადებს, ​ბოლო დღეებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრი პოლიტიკურად გააქტიურდა და ეჭვობს, რომ მათ, პარლამენტის წევრები აგულიანებენ და აგრესიულ პოლემიკას ურჩევს. ინაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ურჩევს დამშვიდდნენ და პარლამენტის გადაწყვეტილებას დაელოდონ, სანამ წარმოდგენილი 10-კაციანი სიის ბედი გადაწყდება.  “ახლავე შემიძლია ვიწინასწარმეტყველო, რომ ამ სახით, ამ პერსონებით წარმოდგენილ…

მეტი...

“ვია 75”-ის წევრი უჩა კორძაია, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა

ან­სამ­ბლ “ვია 75”-ის წევ­რი, ღირსების ორდენის კავალერი, მუ­სი­კო­სი უჩა კორ­ძა­ია, 65 წლის ასაკში გარ­და­იც­ვა­ლა. ის ონკოლოგიური დაავადების, ლიმფომის გამო, წლების განმავლობაში მკურნალობდა. თუმცა, მისი საბოლოოდ დამარცხება ვერ შეძლო. ანსამბლის წევრებმა, უჩა კორძაიას მძიმე მდგომარეობისა და მისთვის სასწრაფო მკურნალობის ჩატარების საჭიროების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, 14 დეკემბერს გაავრცელეს და საზოგადოებისგან დახმარება ითხოვეს.  მათივე ინფორმაციით, უჩა კორძაიას ძვირადღირებული ქიმიოთერაპიის კურსის და სავალდებულო პროცედურების ჩატარება ესაჭიროებოდა. ოჯახს, ყოველგვარი ფინანსური რესურსის ამოწურვის შემდეგ, საზოგადოების დახმარების იმედი ჰქონდა.   როგორც მისი მეგობრები ამბობს, უჩა კორძაიას არ სიამოვნებდა თავის ავაადმყო­ფო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი. ის კლინიკაში გარდაიცვალა. უჩა კორ­ძა­ია, საბჭოთა ეპოქაში პოპულარული ან­სამ­ბლის – “ვია…

მეტი...

კობი-გუდაურის გზაზე გაჩერებულ მგზავრებს საკვები ჩაუტანეს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თამაზ სუჯაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული მგზავრები მოინახულა და საკვები ჩაუტანა. თამაზ სუჯაშვილმა მათ კობი-გუდაურის მონაკვეთზე არსებული მდგომარეობაც გააცნო. მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებთან ერთად, გზებზე არსებულ ვითარებას მონიტორინგს უწევს. პროცესებში ჩართულია ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. კობი-გუდაურის მონაკვეთზე, 8 იანვარს, ზვავსაშიშროების გამო, მოძრაობა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაწმენდითი სამუშაოები დღის მეორე ნახევარში დაიწყო

მეტი...

„პარლამენტის უმრავლესობამ საკითხის გადავადებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის – დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა საზოგადოებაში ნათელი უნდა შეიტანონ და უმრავლესობამ მოსამართლეთა საკითხის გადავადებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, რაღაც იწყება და რაღაც მთავრდება. შესაბამისად, რა გაგრძელდება და როგორ დამთავრდება, ამას მომავალი აჩვენებს. „პოლიტიკა სწრაფად განვითარებადი და მუდმივად განახლებადი პროცესია. ზოჯერ, რაღაც იწყება და მთავრდება. რა დამთავრდება და როგორ გაგრძელდება, ამას მომავალი გვიჩვენებს. ვფიქრობ, საზოგადოებაში ეს მოლოდინი არსებობს და სიახლეები გასაკვირი არც უნდა იყოს. რა სად დამთავრდება და ვინ რა პოზიციას დაიკავებს, ვფიქრობ, ამას მომავალი გვიჩვენებს. მთავარია, კონფლიქტის მონაწილე…

მეტი...

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია ორ ეტაპად განხორციელდება

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 იანვრიდან, მეორე კი, 15 თებერვლიდან დაიწყება. გათავისუფლებული თანამშრომლები კომპენსაციის სახით, 3 თვის ხელფასს მიიღებენ. “საქართველოს ბიუჯეტის შესახებ” კანონით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 საშტატო ერთეული განისაზღვრა. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, 17 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რამაც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის ახალი უფლება-მოვალეობები. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი იანვრიდან, სწორედ, ასეთი საშტატო ერთეულია გათვალისწინებული ბიუჯეტში, 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა რეორგანიზაცია. მისივე ინფორმაციით, 15 იანვარს დასრულდება პოლიტიკის შემუშავება, განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ საშტატო ერთეულისთვის. “მოგეხსენებათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნული საშტატო ერთეული არ არის დიდი მასშტაბის, აქედან…

მეტი...