თბილისის ქუჩებში 300 ელექტრომობილი გამოჩნდება, რომლითაც ყველა ისარგებლებს

„ქარშეარინგი“ ანუ ავტომობილის გაზიარების პრინციპი საქართველოშიც დაინერგება. პირველ ეტაპზე, საუბარია 300 ავტომანქანაზე, რომელიც დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში განთავსდება და რომლის გამოყენება ნებისმიერ მძღოლს შეეძლება. ე.წ. ქარშეარინგის სერვისის დანერგვას ერთ-ერთი კომპანია გეგმავს, რომელსაც თბილისის მერია მხარდაჭერას უცხადებს. პირველ ეტაპზე, დედაქალაქში სამი მოდელის – Nissan, Renault, Smart -ის ავტომობილები შემოვა; შემოსული 300 ელექტრომობილი, სხვადასხვა ადგილას განთავსდება, დროთა განმავლობაში კი მათი რაოდენობა გაიზრდება.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუმარტეს, სერვისით სარგებლობა მომხმარებელს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეეძლება, რომელსაც საკუთარ ტელეფონში ჩატვირთავს. აპლიკაციის საშუალებით, ასევე, შეეძლება სასურველი ავტომობილის დაჯავშნა, მისი გაღება და დაძვრა. მათივე ინფორმაციით, ქალაქში…

მეტი...

„არ ვაპირებთ, ვინმეს ვთხოვოთ შემოგვიერთდეს“ – „პატრიოტები“ იშლება

პარლამენტის ერთი წევრი ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” თუ არ შეუერთდა, ფრაქცია დაშლილად გამოცხადდება. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია აცხადებს, არ აპირებენ რომელიმე დეპუტატს მათთან გაერთიანება სთხოვონ. აღნიშნული განცხადება ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „დღეს უკვე არ ვაპირებთ არავისთან მისვლას და საუბარს თემაზე, რომ ის შემოვიდეს ჩვენთან ფრაქციაში, რომ ფრაქცია არ დაიშალოს. ამის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებთ. თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ შემოვიდეს და ფრაქციაში გაწევრიანდეს, სიამოვნებთ მივიღებთ, თუ არადა ასევე სიამოვნებით დავიშლებით და უფრო მეტის საშუალება გვექნება სამომავლოდ, ვიდრე დღეს გაგვაჩნია, უფრო თავისუფლები ვიქნებით ამ მხრივ,“- განაცხადა გიორგი ლომიამ…

მეტი...

შანიძის სახლ-მუზეუმი განადგურებას გადაურჩა

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გურიის სერის ჩრდილოეთით, მდინარე ხევისწყლის ხეობაში მდებარე სოფელ ნოღაში არსებული, ქართველი ენათმეცნიერის, აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი რეაბილიტირებულია,- ამის შესახებ ინფორმაციას სოფელს ნოღას ფეისბუქგვერდი ავრცელებს. მათივე ცნობით, შანიძის სახლ-მუზეუმს აღდგენითი სამუშაოები, სამტრედიის მაჟორიტარ დეპუტატის, გრიგოლ მიქელაძის მონდომებითა და დაფინანსებით ჩაუტარდა. მანამდე შენობის რეაბილიტაციისთვის გაიხსნა ანგარიში, თუმცა სულ 140 ლარი შეგროვდა, რაც სამუშაოების დასაფინანსებლად საკმარისი არ იყო. თანხა  ხელუხლებლად დევს ანგარიშზე. არსებობს იდეა, რომ ამ თანხით, მუზეუმის ეზოში, ღამის განათება მოეწყოს, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადგილობრივმა მცხოვრებმა თათია გეგუჩაძემ განუცხადა, რამდენიმე თვის წინათ, შენობის სავალალო მდგომარეობის ამსახველი ვიდეო გადაიღო და…

მეტი...

შესაძლოა გრიპის ვირუსის მაჩვენებელი გაიზარდოს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, თებერვლიდან გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს. მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო 3 000 ვაქცინა ორშაბათს შემოვა, განაწილების პროცესში კი, პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს ექნებათ. „სამიზნე პოპულაციის აცრა წესით ოქტომბერსა და ნოემბერში ხდება, ეს მოსახლეობის 85 პროცენტია. რისკ ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები, მათი აცრა პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია. გრიპის საწინააღმდეგო 3 000 ვაქცინა ორშაბათს შემოვა, განაწილების პროცესში პრიორიტეტი ორსულებსა და მელოგინეებს ექნებათ. თუმცა, განისაზღვრება რეალური საჭიროება და თუ არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ აცრა, აუცილებლად მიიღებენ ამ მომსახურებას“, – განაცხადა…

მეტი...

„ეკლესიის წინ რომ პოლიტიკოსები გარბიან, მეტიჩრობაა“ – გიორგი ლომია

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია უკრაინის ეკლესიის თემაში პოლიტიკოსების ჩართვას მეტიჩრობად აფასებს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში აღნიშნა, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება პოლიტიკოსის მხრიდან არასწორია, რადგანაც მათ საკითხი არ ესმით. დეპუტატი მიიჩნევს, უკრაინას, ავტოკეფალიის მიღება ჩვენმა ეკლესიამ უნდა მიულოცოს და არა პარლამენტმა, ან პრეზიდენტმა. „რატომღაც, ყველა პოლიტიკოსს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის და ყველაფერში შეუძლია ჩაერიოს. როდესაც გამოდის პოლიტიკოსი და აკრიტიკებს ქართულ ეკლესიას, ან პირიქით, ეს არასწორია. არსებობს ეკლესია, არსებობს სინოდი და არსებობენ მღვდლები. მათ, შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ და თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ. პოლიტიკოსმა საკუთარი საქმე აკეთოს და სასულიერო პირმა –…

მეტი...

უკრაინის საკითხში საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებ – გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია გაცხადებულია და არავითარი საფუძველი არ აქვს მათი პოზიციის სისწორეში ეჭვი შეიტანოს. “ეს არ გამიკეთებია არასდროს და არც ახლა გავაკეთებ ამას, რომ ჩავერიო საპატრიარქოს პოზიციაში. საპატრიარქო ამბობს, რომ ის, გარკვეული პროცედურების და პროცესის ფარგლებში გამოხატავს თავის პოზიციას და ამას დააფიქსირებს. საპატრიარქოს პოზიციაში ჩემი ჩარევა არაადეკვატური იქნება, რადგან ეს საჭიროებს იმ ცოდნას, რომელიც მე ნამდვილად არ მაქვს. არ შეიძლება ცალკეულმა ადამიანმა ამაზე ისაუბროს, მაშინ რა საჭიროა მღვდელმთავრები და სინოდი”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში”…

მეტი...

ბესელია – ფოფხაძის ფრაქციას უმრავლესობიდან, რამდენიმე ადამიანი შეუერთდება – გიორგი ლომია

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომია იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიასა და პარლამენტის წევრის, გედევან ფოფხაძის მიერ, ახალი ფრაქციის შესაძლო ჩამოყალიბებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ გუნდს უმრავლესობიდან, რამდენიმე ადამიანი კიდევ შეუერთდება. როგორც გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახალი ფრაქცია პარლამენტში მმართველ გუნდს ვერ დაუპირისპირდება, რადგან პარლამენტში სწორედ მათი დამსახურებით მოხვდნენ. “ვვარაუდობ, რომ ფრაქცია შეიქმნება, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ახალი ფრაქცია ღიად დაუპირისპირდეს მმართველ გუნდს და უმრავლესობას. არსებობს ადამიანურ ფაქტორზე დაყრდნობილი ურთიერთობები, რასაც ვერ გადააბიჯებ, რადგან პარლამენტში მათი მოხვედრა, გარკვეულ წილად, მმართველ გუნდთან შეთანხმება იყო. სხვანაირად…

მეტი...

“ხოჯევანიშვილის შსს-ში მუშაობა არ ნიშნავს, რომ საქმე გახარიას კლანთან გვაქვს” – გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ არაფერი იცის შს მინისტრის, გიორგი გახარიას კლანის შესახებ და აძლიერებს თუ არა იგი თავის კლანს უშიშროებაში. “ეს ძალიან ზედაპირული და არასერიოზული მიდგომაა. ის, რომ ხოჯევანიშვილი გენერალურ ინსპექციაში მუშაობდა, არ ნიშნავს რომ საქმე კლანთან გვაქვს. ზოგი გენერალურ ინსპექციაში მუშაობს, ზოგი თავდაცვის სამინისტროში. ზოგი უნივერსიტეტში და მერე ეს ხალხი სადღაც იწყებს მუშაობას. ამიტომ ეგ დასკვნა, ვიღაცის გაკეთებულია და მე არავითარი საფუძველი არ მაქვს ვისაუბრო, რომ ეს არის გახარიას კლანი, ის აძლიერებს ახლა თავის კლანს უშიშროებაში, ეს ძალიან ზედაპირული და არასერიოზული მიდგომაა”, –…

მეტი...

“ჯერ მტკიცებულება წარმოადგინეთ და მერე მკითხეთ” – გია ჟორჟოლიანი ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ მისი ფრაქციის წევრ, დეპუტატს ბექა ნაცვლიშვილს არსად უთქვამს, რომ აპირებს საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას და შესაძლოა შეუერთდეს იმ ფრაქციას, რომელსაც მომავალში, ეკა ბესელია სავარაუდოდ შექმნის.  გია ჟორჟოლიანი “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა. კითხვის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ მისმა მოადგილე ბექა ნაცვლიშვილმა “ტვ პირველთან” ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსამართლეთა არსებული სია პარლამენტში თუ გავა, ის დატოვებდა საპარლამენტო უმრავლესობას და შესაძლოა ეკა ბესელიას ფრაქციას შეუერთდეს. ” ეს არის ტყუილი, რომ ბექა ნაცვლიშვილი შესაძლებელია შეუერთდეს იმ ფრაქციას, რომელსაც ეკა ბესელია შექმნის. მაჩვენეთ სად…

მეტი...

„მოსამართლეთა სიას გარკვეული ჯგუფები ლობირებდნენ” – გიორგი ლომია

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, პატრიოტები, პარლამენტში წარმოდგენილ მოსამართლეთა სიას მხარს არასდროს დაუჭერენ. მისივე შეფასებით, აღნიშნულ სიას პარლამენტში ლობისტები ჰყავს. “ამ მოსამართლეების ცოდნასთან პრეტენზია არ მაქვს, ზოგადად მათ პრინციპებთან მაქვს კითხვები და პრეტენზიები. ვერ გეტყვით, რომ ზუსტად ვიცი ვინ იყო და ვინ ლობირებდა ამ სიას, მაგრამ აშკარა იყო, რომ ლობისტები ჰყავდა. მე ლობისტებს მოვიაზრებ უმრავლესობის გუნდიდან, მაგრამ ვის კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ, ” აღნიშნული განცხადება გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. მისივე შეფასებით, კანონში მოსამართლეთა დანიშვნის წესი გაწერილია, თუმცა, კრიტერიუმებ – არა: „აუცილებლია შემუშავდეს კრიტერიუმები, მოსამართლეების არჩევის პროცესი მხოლოდ იუსციტიის…

მეტი...

ეკა ბესელია გამოცდილი პოლიტიკოსია, მისი გადაწყვეტილებები პრინციპებს ეყრდნობა – გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან 10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტს იუსტიციის საბჭომ წარუდგინა, ამ სახით, მისი ფრაქცია მხარს არ დაუჭერს. გია ჟორჟოლიანი იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას გადადგომის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ პრინციპული იყო. “მიგვაჩნია, რომ ეკა ბესელია არის კვალიფიციური იურისტი, გამოცდილი პოლიტიკოს და მისი გადაწყვეტილებები ვფიქრობ რომ ეყრდნობა პრინციპებს. ის წინააღმდეგი იყო “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის და მათ შორის იმ სასამართლოს წარმომადგენლებისა, რომლებიც ამ რეჟიმის დროს აქტიურად მონაწილეობდნენ ბევრ რიგ გადაწყვეტილებებში. მე მჯერა რომ მისი პოზიციის განმსაზღვრელი…

მეტი...

„სამუშაო ჯგუფში ეკა ბესელია მოხვდება თუ არა, დიალოგი გამოავლენს“ – ირაკლი კობახიძე მოსამართლეების თემაზე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას პრესკონფერენციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსამართლეების საკითხის გადადება უმრავლესობის გადაწყვეტილება იყო და არა კონკრეტული ერთი დეპუტატის დამსახურება. მისივე განცხადებით, სამუშაო ჯგუფში ეკა ბესელია მოხვდება თუ არა, ამას დიალოგი გამოავლენს. „რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხის გადადებას საგაზაფხულო სესიისთვის, ეს გადაწყვეტილებამიღებულ იქნა უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილების შესაბამისად- ეს იყო რეალური სურათი. რაც შეეხება პროცედურასდა კრიტერიუმებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც არის უკვე დაანონსებული“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულგანცხადებას. ირაკლი კობახიძის განმარტებით, როგორც…

მეტი...

“ეს იყო პროცედურების, რეგლამენტისა და გუნდურობის უხეში დარღვევა“- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა იყო როგორც რეგლამენტის, ასევე, გუნდურობის პრინციპის უხეში დარღვევა. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიერ გამართულ ბრიფინგზე საპასუხოდ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. „რაც შეეხება პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას იმ დროს, როცა ეს მოხდა, ეს იყო როგორც პროცედურული დარღვევა, რეგლამენტის უხეში დარღვევა, ასევე, გუნდურობის პრინციპის უხეში დარღვევა – ამაზეც ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მეტი...