მოჭიდავის ცემისთვის გეგა გეგეშიძე დააკავეს

 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებულია. მისი დაკავება სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ასევე, ინფორმაციის ნებაყოფლობით მოწოდებაზე უარის თქმის გამო, კონფლიქტის შემსწრე პირები დაიკითხნენ მაგისტრატ მოსამართლესთან. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, თამაზ გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 239-ე მუხლებით გრძელდება“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში. გეგშიძე ამ დრომდე პოლიციის განყოფილებში იმყოფება. მასთან ერთად არის…

მეტი...

4 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ფიზიკური ძალადობა იყოს

თბილისში, სანზონაში მდებარე ერთ-ერთ სახლში, 4 წლის ნინო ზალინაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, მშობლები ბავშვზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდნენ. როგორც შსს პრესსამსახურმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ექსპერტიზა დანიშნულია და სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება. უწყების ინფორმაციით, საქმეზე მოკვლევა სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებული ქალი გარდაცვლილის ბიოლოგიური დედა არ არის. ბავშვი მამაკაცის შვილი პირველი ქორწინებიდან იყო. მათივე თქმით, დედინაცვალი 4 წლის ბავშვზე სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა და ძალადობის კვალი გარდაცვლი, ბავშვს აღენიშნებოდა. ბავშვის დედა დაკავებულია. როგორც ირკვევა, 6 იანვარს სამართალდამცველებმა დედინაცვალზე შემაკავებელი ორდერი გამოწერეს, რაც იმას…

მეტი...

„თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება“ – ფრანგი დიპლომატი ვიზალიბერალიზაციის პრობლემებზე

„თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი დონე შენგენის წევრს სახელმწიფოებს უფლებას აძლევს, შეჩერების მექანიზმი აამუშაოს, მაგრამ, პოლიტიკურად, ამისი გაკეთება არ გვსურს. არ გვინდა, მათ გამო, ვინ ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევიან“ – ასეთია ფრანგი დიპლომატის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების მიმართ. საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის უხეშ დარღვევებზე ალაპარაკდა. როგორც ელჩმა აღნიშნა, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად გაიზარდა, რაც შეჩერების მექანიზმის ამოქმედების წინაპირობაა, თუმცა, ქვეყნები ამისგან თავს იკავებენ. „საფრანგეთი, შვედეთი, გერმანია, საბერძნეთი და შვეიცარია თავშესაფრის მაძიებელთა ძალინ მკვეთრი ზრდის პრობლემის წინაშეა. საფრანგეთის მაგალითს თუ ავიღებთ, ვიზალიბერალიზაციამდე ჩვენ დაახლოებით 2000…

მეტი...

გრიპის ვაქცინის ფასი სავარაუდოდ 20 ლარი იქნება

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტიორი კომპანია „ჯიპისი“ აცხადებს, რომ ფრანგული წარმოების მედიკამენტები ამ ეტაპზე თურქეთშია და მის საქართველოში შემოტანას უახლოეს საათებში ელოდებიან. კომპანიის ინფორმაციით, განბაჟებისა და განაწილების პროცედურების შემდეგ, ვაქცინა სავარაუდოდ, ხუთშაბათიდან ან პარასკევიდან იქნება ხელმისაწვდომი და მისი სავარაუდო ფასი 20 ლარი იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფო 3 000 ერთეულ ვაქცინას შეისყიდის, რაც ორსულების ვაქცინაციას მოხმარდება. კერძო სექტორში კი, 4 000 ერთეული ვაქცინა შევა. H1N1 ვირუსის გავრცელებას, ბოლო კვირების განმავლობაში მცირდება და უახლესი მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე 251 შემთხვევას შეადგენს.

მეტი...

საპარლამენტო უმრავლესობა დაგრივილი პრობლემების გასარკვევად 24 დეკემბერს შეიკრიბება

„საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 24 დეკემბერს, 11.00 საათზე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში“ გაიმართება“. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. შეხვედრაზე მიწვეულია ეკა ბესელიაც, რომელმაც სხდომაზე დასასწრებად უცხოეთში მივლინება შეწყვიტა. უმრავლესობის სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მიაწოდა. მისი განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც პარტიისა და პარლამენტის თავმჯდომარეები დაესწრებიან, მოწვეულია უმრავლესობის უკლებლივ ყველა წევრი. „საპარლამენტო უმრავლესობის უკლებლივ ყველა წევრს აქვს მოწვევა უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად, რომელიც ჩატარდება ხუთშაბათს, 11.00 საათზეპარტიის ოფისში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისივე განცხადებით, სხდომაზე საგაზაფხულო სესიაზე განსახილველ ყველა მნიშვნელოვან საკითხზეიმსჯელებენ. „უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა…

მეტი...

თბილისის ბაგა – ბაღებში აცრილი და აუცრელი ბავშვების გამოვლენას იწყებენ

წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოსახლეობაში კონკრეტული ღონისძიებების გატარებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია, არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენაზე. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება. მათვე განმარტებით, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობებს, ამ თვალსაზრისით, კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევალებათ. შესაბამისად, გამოიცა სააგენტოს დირექტორის ბრძანება, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ.   დოკუმენტი ითვალისწინებს საბავშვო ბაგა-ბაღებში, მიმდინარე წლის 31…

მეტი...

“ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია” – მემარჯვენეები 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადებიან

ოპოზიციური პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მისი პარტია სერიოზულად ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რადგან იმ არჩევნებზე, განსხვავებით 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა, ბრძოლა იქნება ხელისუფლების შეცვლისთვის.    ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, 2018 წლის არჩევნები, პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, თუმცა არა უპრეცედენტოდ ცუდი, რასაც ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს. “მე მახსოვს 2004, 2006, 2008 არჩევნები, რომლის გახსენებაც კი არ მინდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ, რადგან უარესი პრეცედენტები არსებობდა, 2018 წლის არჩევნები ჩავთვალოთ პოზიტიურად. ჩვენ დავინახეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის…

მეტი...

მოსამართლის მთავარი კრიტერიუმი პროფესიონალიზმი და პატიოსნებაა – მამუკა კაციტაძე

პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ადამიანი და მათ შორის მოსამართლე, ორ მთავარ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – პროფესიონალიზმი და პატიოსნება. ამ უკანასკნელის შემფასებელი ადამიანის წარსულია.  ​როგორც მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ მოსამართლეთა 10-კაციან სიაში არიან ადამიანები, რომელთა სახელები ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს უკავშირდება, ეს კი პირდაპირ მათ რეპუტაციაზე მოქმედებს.  მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ კანონი და კანონის დამცველი სასამართლო, საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდეს. ყველა ხელისუფლებას აქვს სასამართლო ხელისუფლების კონტროლის სურვილი, შესაძლოა თავისუფალი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ყოველთვის არ…

მეტი...

პროფესიონალიზმი, წესიერება, მიუკერძოებლობა – გიგლა ბარამიძე მოსამართლის კრიტერიუმებზე

პოლიტიკური პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ​გიგლა ბარამიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მთავარ კრიტერიუმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მოსამართლე უნდა პროფეიონალი, წესიერი, ევროპული და ეროვნული ღირებულებების დამცველი, მიუკერძოებელი, ყოველგვარ ნათესაურ-მეგობრული ვალდებულებებისგან თავისუფალი და არაკორუმპირებული.   როგორც გიგლა ბარამიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიული სახელმწიფოს ელემენტარული პრინციპია, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში კვლავ პრობლემაა.  “2012 წელს, “ქართულმა ოცნებამ” საუკუნის აფიორა ჩაატარა და ხალხი მოატყუა. მათ არც ერთი დაპირება არ შეასრულეს, არ გაატარეს რეფორმები, პირიქით, სათავისოდ გამოიყენეს ყველაფერი, მათ შორის, მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემა. შექმნეს კლანური მმართველობა. ახლა, ხალხს არწმუნებენ,…

მეტი...

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს – ლევან სამუშია

„საქართველოს პარლამენტმა იუსტიცის უმაღლესი საბჭოდან ის წევრები უნდა გამოიწვიოს, ვინც მოსამართლეთა 10-კაციან სიას მხარი დაუჭირა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა დაიშალოს“, –  ასეთია „თავისუფალი დემოკრატების პრინციპული მოთხოვნა მოსამართლეების ხმაურიან თემასთან დაკავშირებით. „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ მოსამართლეების თემაზე „მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. მისი თქმით, დღეს არსებული მახინჯი სასამართლო სისტემის გამო, თუ ვინმე ზემოქმედებას განიცდის, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეები, იმიტომ, რომ მათ წაართვეს სამართალი და სამართლიანი სასამართლო.  კრიტერიუმები აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრიტერიუმებით წელგამაგრებული “კრებითი მურუსიძეები” გავიდნენ.  “ეს იუსტიციის საბჭო უნდა დაიშალოს. საუბარი იმაზე, რომ ეს მოსამართლეები უკან იხევენ და ისინი…

მეტი...

15 წლის შემდეგაც, ქვეყანა თავისუფალი სასამართლოს პრობლემის წინაშეა – მამუკა კაციტაძე

“ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კონკრეტულ კრიტერიუმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი არჩევის ძირითადი კრიტერიუმი სანდოობა და პროფესიონალიზმი უნდა იყოს. როგორც მამუკა კაციტაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა დღეს, მის მიმართ უნდობლობაა, ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კანონის დამცველი და აღმასრულებელი სასამართლო საზოგადოების ნდობით სარგებლობდეს. “გამახსენდა 15 წლის წინანდელი პერიპეტიები. მაშინ, პარლამენტის დეპუტატი ვიყავი და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენელმა გამოიყენა ფრაზა, – შსს არის ქვეყნის ხერხემალიო. ამ ფრაზამ მაშინ აღშფოთება გამოიწვია. ქვეყნის ხერხემალი არის კანონი და ყველა ის ინსტიტუცია, რომელიც კანონს იცავს. სამწუხაროა,…

მეტი...

“არც არავისთვის ჩამირტყამს და არც გადადგომას ვაპირებ“ – ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშეძე მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისთვის ჩარტყმას და დაზიანების მიყენებას არ ადასტურებს. მისი განცვხადებით, მას არავისთვის ჩაურტყამს, არც ჯაჭვი ჰქონია და არც ხელკეტი. „რომ გითხრათ დიდი ჩხუბი იყო, ასეთი არ ყოფილა, უფრო, შეხლა-შემოხლა იყო. არავისთვის ჩამირტყამს, არც ჯაჭვი და არც ხელკეტი. ვის წარბი გაუსკდა და ვის თავი გაუტყდა, ეს არც არავის დაუნახავს და პირადად არც მე დამინახავს. გაუგებარია, ზოგი იძახის, რომ მე ხელკეტი ჩავარტყი, ზოგი იძახის ჯაჭვი ჩავარტყი, ზოგი იძახის, რომ დავჭერი. ასე რომ ჯერ თვითონ ჩამოყალიბდნენ რა მოხდა. მე პირდაპირ ვამბობ, არავისთვის არაფერი ჩამიტყამს, არც ჯაჭვი მჭერია…

მეტი...

დამთავრდა ის დრო, როცა მოსამართლეებს მთავრობის მეთაური ნიშნავდა – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თემას ეხმაურება და აცხადებს, რომ თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ არსებობს ობიექტური კრიტერიუმები და პროცედურები, რომლის მიხედვითაც შეირჩევა მოსამართლეები. მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც საქართველოში პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი არჩევდა მოსამართლეებს და ვითარებას “ალაგებდა”. “მმართველი პოლიტიკური გუნდის პოზიცია ძალიან ნათელი და პრინციპულია – ყველას ჩართულობით უნდა დადგინდეს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ მოსამართლეები. საქართველოში დამთავრდა ის დრო, როდესაც მთავრობა, პრემიერ-მინისტრი ან მთავრობის რომელიმე მაღალჩინოსანი ახდენდა სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას ან სასამართლოს ერთგვარ “დალაგებას”. საზოგადოებასთან,…

მეტი...

რიყე-ნარიყალას საბაგირო დროებით, შეცვლილი გრაფიკით იმუშავებს

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის რიყე-ნარიყალას საბაგირო, დღეს და ხვალ, 22-23 იანვარს, მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით, 14:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში მოემსახურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია, შექმნილი დისკომფორტისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

მეტი...