ნაზი ჯანეზაშვილი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, პოლიციაში დაიბარეს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, პოლიციაშია დაბარებული. ამის შესახებ ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „პირადი ცხოვრების გამჟღავნებით, ადამიანების შანტაჟი უნდა დამთავრდეს! დღეს სახლისკენ მიმავალ გზაზე, ფეისბუქზე მომივიდა პირადი შეტყობინება, „ფრენდისგან“, რომელსაც პირადად არ ვიცნობ. იგი მწერდა, რომ ერთ-ერთი მომხმარებელი ეკა ბესელიას ვიდეოს ავრცელებდა. ამ შეტყობინებას ახლდა ვიდეოს Screen. ამ screen-ის დეტალები არ მაინტერესებს. რა თქმა უნდა, შევატყობინე პოლიციას და ნახევარ საათში გულუაზე, შსს-ში უნდა გამოვცხადდე. ასეთ დროს, როცა მოსამართლე ადამიანის უფლებებზე უნდა ფიქრობდეს, გვრიტიშვილმა არჩევანში მოსამართლისთვის სრულიად შეუფერებელი რამ იკადრა და თქვა: “არაფრის…

მეტი...

ეკა ბესელია: მინდა ვუთხრა მათ, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, – ეტყობა, თქვენ მე არ მიცნობთ!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ დამნაშავეებს ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებულთა რიგებში და მოსამართლეთა ჯგუფში ხედავს.   დეპუტატი სავარაუდო დამნაშავეთა წრეს ავიწროვებს და თვლის, რომ მისი მისამართით განხორციელებული მორალური ტერორის უკან, მასთან დაპირისპირებული მოსამართლეები და მათი პოლიტიკური ლობისტები დგანან, თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. „მინდა ვუთხრა მათ, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, თქვენ უბრალოდ, მე არ მიცნობთ, ეტყობა, კარგად! მე ვავიწროვებ იმ სავარაუდო პირთა წრეს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ეს ანგარიშსწორება. ვისი ხელწერაა ეს?…

მეტი...

კახა კალაძე: გაზის რეგულაციები გასამკაცრებელია და თბილისის მერიას ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები

გაზის  რეგულაციები გასამკაცრებელია  და თბილისის მერიას ამ  მიმართულებით შესაბამის უწყებებთან უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ქეთევან წამებულის გამზირზე განაცხადა, სადაც სავარაუდოდ, CO-ს დაგროვების შედეგადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის მერმა  მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ რეგულაციების გასამკაცრებლად შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მომზადდეს. „მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობელებს. ყველამ ვიცით, რომ გარე წვის გამათბობლების დახურულ სივრცეში  მონტაჟი კატეგორიულად  აკრძალულია, მითუმეტეს,  კუსტარულად და ეს სერიოზულ შედეგებს იწვევს. მე ახლა გამიჭირდება იმის თქმა,  თუ ვინ არის პასუხისმგებელი. ცხადია, პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. მერიაში მქონდა შეხვედრა…

მეტი...

რატი იონათამიშვილი: პასუხს აგებს ყველა ხელისუფალი, ვინც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დაარღვევს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს, არამატერიალური ზიანის მიყენების გამო, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს, მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, პასუხს აგებს ყველა ხელისუფალი, ვინც ადამიანის უფლებებს უგულებელყოფს, ხოლო როცა სიმართლე შენს მხარეს არის, მასშტაბებს მნიშვნელობა არ აქვს. “ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო – საქართველოს 1500 მოქალაქის სასარგებლოდ, რუსეთს 10 მილიონი ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს იყო ღირსების საქმე, რითაც სამართლიანობის აღდგენასთან ერთად, საერთაშორისო დონეზე შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი –…

მეტი...

სიმონ ნოზაძე: ფარული ჩანაწერები იმ ძალების მიერ არის გამოქვეყნებული, რომლებსაც არ აწყობთ მმართველი გუნდის ერთობა ​

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, დეპუტატი სიმონ ნოზაძე მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერები იმ ძალების მიერ არის გამოქვეყნებული, რომლებსაც არ აწყობთ “ქართული ოცნების” გუნდის ერთობა. ​ ​როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, სამართალდამცავი ორგანოს ღირსებაა, ეს საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული. ​ “პრევენცია უნდა მოხდეს ისეთი, რომ ამგვარი რამის გაკეთება გულში ვერავინ გაივლოს. ერთი ვიცოდეთ, რომ თუ რაიმე ინფორმაციას მაკომპრომატირებელს ვარქმევთ, მას ძალა აქვს მანამ, სანამ გამოქვეყნდება. გამოქვეყნების შემდეგ მისი ძალა იკარგება. რა თქმა უნდა, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იმუშაონ, ერთგვარად მათი ღირსების საქმეც არის ამ საქმის გამოძიება,”- განაცხადა სიმონ ნოზაძემ. დეპუტატის…

მეტი...

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას საქართველოსთვის დიდი გამარჯვება უწოდა.  „ამ გადაწყვეტილებამ, რომლითაც ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფლებების დარღვევა დაადგინა და რუსეთს კომპენსაცია დააკისრა – კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სიმართლემ დიდი და პატარა ქვეყნები არ იცის და ვისაც მეტი ძალა აქვს, იმას ყველაფერი არ გაუვა. იუსტიციის სამინისტრომ დიდი სამუშაო გასწია და ეს მნიშვნელოვანი საქმე წარმატებით დაასრულა, რისთვისაც მადლობას იმსახურებს!“ – განაცხადა თალაკვაძემ. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

მეტი...

ხელისუფლებას უწევს მცირე ბიზნესისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება – რომან კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, რომ ხშირად ხელისუფლებას უწევს მცირე ბიზნესისთვის არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, რაც ერთი მხრივ განპირობებულია საზოგადოებრივი დაკვეთით, მეორე მხრივ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებით.  როგორც რომან კაკულიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შესაძლებელია 3 ძირითადი ფაქტორის გათვალისწინებით: კაპიტალის მოზიდვა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელი. დეპუტატის თქმით, სამივე ამ მიმართულებით ქვეყანაში არის პრობლემები, მაგრამ პრობლემები ხელისუფლების მხრიდან დანახულია და ხელისუფლებას მოუწევს არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება.  ​”არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება მოგვიწევს იმ საბაზრო პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით და იმ რესურსების პირობებში,…

მეტი...

კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლიდან გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

თბილისში, ქეთევან წამებულის N 67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისში“ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა გამოიწვია, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. მათივე ინფორმაციით, კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები, აღნიშნულ ბინაში ტრაგედიამდე იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ბუნებრივი აირის მილიდან ჩახსნეს და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელმა გამათბობლი თვითნებურად დააერთა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ქეთევან წამებულის N67-ში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ, მათ ბინა ერთად…

მეტი...

ვირტუოზი მევიოლინე კონცერტის პირველი 10 ბელეთის შემძენს საკუთარ ოჯახში ეპატიჟება – სიურპრიზი მსმენელებს

21 აპრილს, საზოგადოების წინაშე, გერმანიაში მოღვაწე ვირტუოზი მევიოლინეს, ბელა ბერკემერ-მახარაძის ოჯახი წარსდგება. კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში 19.00 საათზე გაიმართება. „უდიდესი სიყვარულით, მონატრებითა და პატივისცემით, უკვე ახალ ამპლუაში წარვსდგებით თქვენს წინაშე, როგორც ოჯახური ტრიო, სოლო კონცერტით „VIOLINS END VOICES“, რომელშიც ამჯერად მონაწილეობას მიიღებს ჩემი უფროსი ქალიშვილი ნინა ბერკემერი. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტად დავიპყრობთ მსმენელის გულებს, – აცხადებს ბელა ბერკემერ-მახარაძე „მთავართან“ საუბრისას. ვირტუოზი მევიოლინე ამჟამად საქართველოში იმყოფება, რის გამოც, მას აქვს საშუალება, თავისი მსმენელი სურპრიზით გაახაროს. „გადავწყვიტე, პატარა სურპრიზი გავუკეთო პირველ 10 ძვირფას მხარდამჭერს, რომელიც უახლოეს დღეებში ჩვენი კონცერტების ბილეთებს…

მეტი...

“თუ წავედი, არ მგონია, ვინმემ უარი მითხრას მიღებაზე” – ზურა დათუნაშვილი “მთავარში”

ვინ არის ზურაბ დათუნაშვილი; როგორია მისი 6 წლის ასაკიდან დაწყებული კარიერა; რამ აიძულა „სპორტული ოჯახი“ დაეტოვებინა და ვისი თხოვნით დაუბრუნდა ჭიდაობას; რა უძღვოდა წინ ფედერაციის პრეზიდენტთან ფიზიკურ დაპირისპირებას; აპირებს თუ არა საქართველოს დროშის ქვეშ ასპარეზობის გაგრძელდებას; რა პრინციპული შეთანხმება დაარღვია ჭიდაობის ფედერაციამ – ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“  

მეტი...

„თუ გამოცდებს მე-11 კლასში ვაუქმებთ, მე-12-მ რა დააშავა, ეს არასამართლიანია“ – სიმონ ნოზაძე

დეპუტატი სიმონ ნოზაძე სკოლებში შეფასების სისტემის შეცვლას მიესალმება, თუმცა, ამბობს, რომ სამინისტროს საპარლამენტო კომიტეტთან კონსულტაციები არ გაუვლიათ და არც პოზიციები მოუსმენიათ. როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მე-11 კლასელების გამოცდასთან ერთად, მე-12 კლასის გამოცდაც უნდა მოიხსნას, რომელიც ერთჯერადად 2019 წელს ჩატარდება. “მისაღებია შეფასების სისტემაში ცვლილება. ძალიან ძნელია მე-12 კლასელ ახალგაზრდას 8 საატესტატო საგანი ჩააბარებინო და შემდეგ, ვინც სწავლას უმაღლესში აგრეძელებს, დამატებით კიდევ 4 საგანი. თუ მე-11 კლასში ჩვენ ვაუქმებთ გამოცდებს და გასაუქმებელია კიდეც, მაშინ მე-12 კლასის გამოცდაც უნდა გაუქმდეს. ახლა, მე-12 კლასელებს ვავალდებულებთ, რომ 12 საგანში ჩააბარონ გამოცდა,” – განაცხადა…

მეტი...

“განათლების სისტემა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხებს” – სიმონ ნოზაძე

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი სიმონ ნოზაძე მიესალმება რეფორმებს, რომელიც განათლების სისტემაში ხორციელდება, თუმცა აცხადებს, რომ მსგავსი რადიკალური რეფორმისთვის, საზოგადოებრივი აზრის მომზადებაა საჭირო. როგორც სიმონ ნოზაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად აუცილებელია, სასკოლო განათლებაში მასწავლებლების მიმართ ნდობა და უფლებები გაიზარდოს. “ამ პროცესებში მთავარი ის არის, რომ ცენტრალურ ფიგურად ისევ მასწავლებელი უნდა ვაქციოთ. უუფლებო მასწავლებლების ხარჯზე განათლების სისტემას ვერ გავაუმჯობესებთ. მასწავლებლის უფლება და ნდობა გაიზარდოს“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. დეპუტატის აზრით, განათლების რეფორის დასახვეწად სპეციალური უმაღლესი სასწავლებლები უნდა შეიქმნას, რომლებიც პედაგოგებს მოამზადებს:…

მეტი...

მოსახლეობის სოციალური პრობლემების შესახებ NDI-ის გარეშეც ვიცით – რომან კაკულია სოციოლოგიურ კვლევებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია NDI -ის კვლევებს აფასებს და აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვას სჯობდა, რადგან ხელისგულზე იდო ყველა ის უარყოფითი შეფასება, რაც საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ არსებობს. როგორც რომან კაკულიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ შემთხვევაში NDI -ის კვლევები დაახლოებულია რეალობასთან, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კითხვები თავად ამ ორგანიზაციის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით არსებობს. ​მისივე თქმით, საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, სოციალური ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტრით გამოირჩევა და სოციალური კვლევა ყოველდღიურ ურთიერთობებში დევს. “NDI საჭიროა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, რადგან მათ…

მეტი...

ფარულმა ჩანაწერმა მმართველი გუნდი დააზარალა, პოლიტიკური პროცესი გაჩერდა – რომან კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გამოქვეყნების გამო, ყველაზე მეტად მმართველი გუნდი დააზარალა, პოლიტიკური პროცესი გაჩერდა და “ქართული ოცნება” არამომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა. “როდესაც რამდენჯერმე, ერთი და იგივე ფრაზით მიმართავ საზოგადოებას – გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს, ლეგიტიმურია სხვა ძალის სურვილი, – თქვენ თუ ვერ ართმევთ თავს, ჩვენ ჩავატარებთ გამოძიებას. არ ვიცით ამ ჩანაწერების ისტორია, სად ინახებოდა, ვის ჰქონდა ეს მოწყობილობა? ძალიან ბევრი ბურუსით მოცული თემაა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება ისეთ დონეზეა, რომ თუ ტექნიკურად მართლა ძნელია ამის…

მეტი...

შესაძლოა, საპენსიო პროგრამაში ჩართვა, ნებაყოფლობითი გახდეს?! – ლევან სურგულაძე „მედიაცენტრ მთავართან“

მიმდინარე წლის იანვრიდან ქვეყანაში ახალი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა. სქემის მიხედვით, თითოეული მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას ოფიციალურად იღებს, სისტემაში ავტომატურად ერთვება. დასაქმებულს კი, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, მაგრამ არ სურს იყოს პროგრამის მონაწილე, აქვს უფლება, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან. სიახლემ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, უნდობლობა გამოიწვია, ჩნდება უამრავი კითხვა, რაზეც საზოგადოებას კონკრეტული პასუხი სჭირდება. მათი უმეტესობა სქემაში ავტომატურად ჩართვის წინააღმდეგია და არჩევანის თავისუფლებას მოითხოვს. დაგროვილ საკითხებთან დაკავშირებით, „მედიაცენტრი მთავარი“ საპენსიო სააგენტოს დირექტორს ლევან სურგულაძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, რეფორმა ქვეყნის ეკონომიკისა და თითოეული ადამიანის სარგებელზეა გათვლილი, გარკვეული ჯგუფების ეჭვები კი დაუსაბუთებელია. ლევან…

მეტი...

დეველოპერებს “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ

თბილისის საკრებულოს ვარკეთილის მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი  აცხადებს, რომ ე.წ ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტში ბიზნესსექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია და იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტის მიმართ ინტერესი ამჯერად მაღალი იქნება. საუბარია ვარკეთილის მესამე მასივში, 3 ჰექტარ მიწის ტერიტორიაზე 75 ათასი კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ზონის გაშენებაზე.   საკრებულოს წევრი, “ხრუშჩოვკების” ახალი საცხოვრებელი შენობებით ჩანაცვლებას ისტორიული მნიშვნელობის პროცესს უწოდებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიმართავს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ  მასშტაბური და უპრეცენდენტო პროექტის განხორციელებაში. როგორც გიორგი დოხტურიშვილი აცხადებს, საპილოტე პროექტი პირველად მისი სამაჟორიტარო ოლქიდან, ვარკეთილის მესამე მასივიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე, შენობის ავარიულობის ხარისხის სიმძიმის მიხედვით, ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან ოჯახები, ვინც…

მეტი...

რუსული თაფლის შემომტან კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა ​

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, თაფლის ტენდერში მონაწილე რუსული თაფლის შემომტან კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა. მათი შეფასებით, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ნატურალური თაფლის (CON18000093) ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ტენდერში მონაწილე კომპანია “ვ.ტ”-მ მოქმედი კანონმდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა შესყიდვის დაბალი ფასი და ნატურალური თაფლის ნიმუში. “სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დისკვალიფიკაციის საფუძვლები დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი…

მეტი...