NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასამართლოში, პარლამენტში, პროკურატურაში, პოლიციასა და პარტიებში კორუფციაა

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სასამართლოში, პარლამენტში, პროკურატურაში, პოლიციასა და პარტიებში კორუფციაა. კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად გავრცელებულია საქართველოში კორუფცია, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ ძალიან გავრცელებულია, 21% ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის გავრცელებული, ხოლო 34%-ის აზრით, ქვეყანაში კორუფცია მეტ-ნაკლებადაა გავრცელებული.

რაც შეეხება კორუფციას ინსტიტუტებში, გამოკითხულთა 13 % ფიქრობს, რომ სამინისტროებში კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 40 % მიიჩნევს, რომ „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 14 %-ის აზრით, „საერთოდ არ არის კორუფცია“, 33 %-მა კი პასუხზე უარი არ იცის.

ადგილობრივი თვითმმართველობები (საკრებულო, მერია, გამგეობა): გამოკითხულთა 12 %-ის აზრით, კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 39 % – „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 19 % – „საერთოდ არ არის კორუფცია“, 30 % – „არ ვიცი“.

სასამართლო: 14 % – კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 35 % „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 14 % – „საერთოდ არ არის კორუფცია“, 36 % „არ ვიცი“.

პოლიტიკური პარტიები: გამოკითხულთა 12 %-ის აზრით, კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 34 % – „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 14 % – „საერთოდ არ არის კორუფცია“, 39 % – „არ ვიცი“.

პროკურატურა: 10 % – კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 34 % – „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 16 % – „საერთოდ არ არის კორუფცია“, 39 % – „არ ვიცი“.

პარლამენტი: 12 % – კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 32 % – მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 16 % – „საერთოდ არ არის კორუფცია“, 39 % „არ ვიცი“.

პოლიცია: 9 % – კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 32 % – „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 25 % „საერთოდ არ არის კორუფცია“, 34 % – „არ ვიცი“.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

მსგავსი თემები