ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანი პატიმრობაში რჩება

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი აცხადებს, რომ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი განხილულა და ამ შუამდგომლობას მომდევნო პროცესზე დააყენებს. როგორც ადვოკატი აცხადებს, შუამდგომლობის განხილვა დროში ვერ მოესწრო და იმედოვნებს, რომ მომავალ პროცესზე მოსამართლე, დაკავებულ არასრულწლოვანს პატიმრობიდან გაათავისუფლებს. “დ.ღ. უკანონო პატიმრობაშია, იმედს ვიტოვებ, დარჩენილ პროცესებში სასამართლო შეცვლის აღკვეთს, ეს იქნება გარდაუვალი. ორივე პროკურორს – ზვიად ფხაკაძეს და ინა გუგუშვილს სამართალდამცავებთან მოუწევთ პასუხის გაცემა იმ “ტყუილზე, რაც მათ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადეს”, – აცხადებს სიხუაშვილი. მისივე თქმით,…

მეტი...

ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა

გრიპის ვირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით, ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში ახალგაზრდა ქალი ჰაერის მწვავე უკმარისობით დაიღუპა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ლეფსაია აცხადებს, ლაბორატორიულად გამოკვლეული არ არის, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი იყო. “ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. სამედიცინო დაწესებულებებს სულ 1427-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 38 არის ჰოსპიტალიზებული, ოთხი შემთხვევა კი, გართულებული ფორმით გამოირჩეოდა. ამ დროისთვის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით 11 პაციენტი მკურნალობს”, – აღნიშნა ლეფსაიამ. ​ აღსანიშნავია, რომ კარანტინი გუშინ, სამკურნალო დაწესებულება “მცხეთის…

მეტი...

ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, მიხეილ გიორგაძე სამსახურს დაუბრუნდა 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სამსახურს დაუბრუნდა. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, მიხეილ გიორგაძე კლინიკიდან 4 იანვარს გაწერეს. ის ჯერ საქართველოში მკურნალობდა თუმცა, მდგომარეობის გაუარესების გამო, 21 ნოემბერს, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მეტი...

ნინო სანდოძე​ ის მოსამართლეა, რომელმაც გია გვიჩიანი უკანონო პატიმრობისთვის გაიმეტა – სოფო ხორგუანი

სამართალმცოდნე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი, უარყოფითად აფასებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიას და აცხადებს, რომ იმ ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც ამ მოსამართლეების სახელები და გვარები წლების წინაც იცოდნენ და მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდნენ. “2007 წელსაც ვლაპარაკობდი ამაზე, 2008 და 2009-შიც. 2010 წელს, უზენაეს სასამართლოში აქციებიც გავმართეთ ამ სიაში მყოფი ზოგიერთი მოსამართლის წინააღმდეგ”, – განაცხადა სოფო ხორგუანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. ​მისივე თქმით, ნინო სანდოძე​ ის მოსამართლეა, რომელმაც გია გვიჩიანი უკანონოდ გაიმეტა უვადო პატიმრობისთვის. გია გვიჩიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, კომპანია “თელასის” ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე გაასამართლეს. 11-წლიანი პატიმრობის…

მეტი...

„მედიაცენტრ მთავარზე“ ჰაკერული თავდასხმა მიმდინარეობს

მივიღეთ ინფორმაცია, რომ „მედიაცენტრ მთავარის“ ოფიციალურ ვებ.გვერდზე www.mcm.ge მიმდინარეობს აქტიური შეტევა სხვადასხვა ჰაკერული თუ ყალბი ჯგუფების მხრიდან. პაროლის გატეხვის და გვერდზე შეღწევის არაერთი მცდელობა დაფიქსირდა. „მთავარზე“ შეტევა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. შესაბამის უწყებებს ვთხოვთ, მოახდინონ რეაგირება.

მეტი...

პარლამენტში ზურაბიშვილის ჩამნაცვლებელზე ჯერჯერობით გუნდში მსჯელობენ

საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ გუნდში, მთაწმინდის შუალედურ არჩევმებში მონაწილე კანდიდატებზე განხილვა მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, კანდიდატი რამდენიმეა, თუმცა, მმართველი გუნდი, ჯერჯერობით, მათ შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანას არ აპირებს. „შესაძლოა, გუნდში არის სიები ან მოსაზრებები ვის წარვადგენთ კანდიდატად მთაწმინდის ოლქში, თუმცა ამას ახლა ვერ გავაჟღერებ,” – აღნიშნული განცხადება “მედიაცენტრ მთავარში” საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, გუნდში ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის: “გუნდში, ამ ეტაპზე, მსჯელობა არ ყოფილა ვინ იქნება მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. როცა კანდიდატზე გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამას…

მეტი...

ბექა ნაცვლიშვილი შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობიდან გავიდეს  

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. ბექა ნაცვლიშვილმა თავის პარლამენტარ კოლეგებს მოუწოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ღიად გამოთქვან. მისივე თქმით, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელისუფლება ეფუძნება სისტემას, რომელსაც თავისი მოსამართლეები ჰყავს, შესაბამისად, ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ გამწესებულნი სასამართლოს დაბალ დონეზეც კი​​. “ჩვენ თუ ვაღიარებთ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ხასიათს, მაშინ, ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ გამწესებულნი სასამართლოს დაბალ დონეზეც კი. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ე.ი. ვამბობთ, რომ წინა…

მეტი...

„უმრავლესობა ყველაფერს აკეთებს, რომ გუნდი შენარჩუნდეს“ – გურამ მაჭარაშვილი

“პოლიტიკურ ცხოვრებაში გუნდური თამაშის წესების შესრულება მნიშვნელოვანია. კარგია, როცა განსხვავებული აზრი არსებობს, თუმცა, ამ პოზიციების გაჟღერება გუნდში, წესების შესაბამისად უნდა მოხდეს. შემდეგ, გუნდურად უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულებაც“ – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეტა. დეპუტატის შეფასებით, უმრავლესობის სხდომაზე სავარაუდოდ ეკა ბესელიას საკითხიც განიხილება, თუმცა, დღის წესრიგში კონკრეტულად რა საკითხები მოხვდება, მისთვის უცნობია. “პოლიტიკურ პარტია “ქართული ოცნებას” ჰყავს თავისი ხელმძღვანელობა, მისი გადაწყვეტილებით, როდესაც უმრავლესობის სხდობა ჩაინიშნება, ყველა საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. წინასწარ არ შემიძლია ვთქვა, უმრავლესობის სხდომაზე განსახილველად რა საკითხები ჩაინიშნება. პოლიტიკური გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი…

მეტი...

ეკა ბესელიას მოვალეობას, დროებით, მისი ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს კომიტეტის წევრები 14 იანვარს აირჩევენ. მოვალეობის შემცრულებელი კი კომიტეტს მანამ უხელმძღვანელებს, სანამ საპარლამენტო სესიაზე კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს არ დაამტკიცებენ. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეგლამენტის თანახმად, როცა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ტოვებს თანამდებობას, კომიტეტის წევრები თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მის ერთ-ერთ მოადგილეს მანამ დააკისრებენ, სანამ პარლამენტი შეიკრიბება. “დღევანდელი მდგომარეობით, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა, ასევე გადადგა მისი პირველი მოადგილე, თუმცა, თავმჯდომარეს პირველი მოადგილის გარდა კიდევ ჰყავს ორი მოადგილე. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ასეთ შემთხვევში, ერთ-…

მეტი...

პოლიტიკოსები პოლიტიკაში პირადი კეთილდღეობისთვის მოდიან, მთავარი პრობლემა უპასუხისმგებლობაა – სოფო ხორგუანი

სამართალმცოდნე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები პოლიტიკაში მათი, პირადი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და პირადი ოცნებების ასასრულებლად მიდიან. რაც გარშემომყოფი ადამიანების კეთილდღეობის, სურვილების ან ოცნებების უგულვებელყოფის ხარჯზე ხდება. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სოფო ხორგუანმა დღეს განაცხადა, ქართული პოლიტიკის მთავარი პრობლემა პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობაა, როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის მხრიდან. ​ “ერთ მხარეს არის ოპოზიცია, რომელსაც ყველაფერზე აქვს ერთი პასუხი და რაც მთავარია, ეს ნათქვამი უნდა იყოს ისტერიული და გამყინავი ხმით, – “ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, პუტინის კაცი” და ა.შ, მეორე მხრივ არიან ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, რომლებსაც ყველაფერზე აქვთ ერთი პასუხი, – “ბიძინა…

მეტი...

სოფო ხორგუანი პარლამენტში, სალომე ზურაბიშვილის სავარძლისთვის იბრძოლებს  

სამართალმცოდნე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე სოფო ხორგუანი შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. ის კენჭს თბილისში, მთაწმინდის ოლქში, დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის. როგორც სოფო ხორგუანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კონსულტაციის გარეშე მიიღო. “2012 წლის შემდეგ პოლიტიკაში პირდაპირი მონაწილეობა არ მიმიღია. 28 ოქტომბერს აღმოვაჩინე ის რეალობა, რომ ისევ იქ ვართ, საიდანაც დავიწყეთ ბრძოლა 2012 წელს. ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ ხელისუფლებაში და სურდათ ამ ქვეყანაში არსებული ვითარება შეეცვალათ, ვერ გაართვეს თავი საქმეს ისე, როგორც ამას მათგან ამომრჩეველი ელოდებოდა. ნიჰილიზმის განცდა და დეპრესია, რომელიც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, დამთრგუნველია. ჩემი…

მეტი...

პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მიიღებს

გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე, დღეიდან, 8 იანვრიდან, ყველა პაციენტს, დღე-ღამის განმავლობაში შეეძლება პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულებას მიმართოს და კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს. ეს სამედიცინო დაწესებულებები თბილისის ხუთ რაიონში შეირჩა: • შპს “მედკაპიტალი-გლდანი” მის: ვეკუას ქ. N 18. • შპს “მედკაპიტალი-საბურთალო” მის: გამრეკელის ქ. N19. • შპს “საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57. • შპს “მედსი: (“ვერე-21”) მის: ქიაჩელის ქ. N 18. • შპს “მედკაპიტალი-სამგორი” მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია და პიკური მდგომარეობისგან შორს არის. გასულ…

მეტი...