​ელექტრომობილების მფლობელებს ელექტროდასამუტს მოწყობილობებს სახლთან, უფასოდ დაუმონტაჟებენ

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარების მიზნით, დედაქალაქის მერია ბიზნესთან თანამშრომლობით გეგმავს, ელექტრომობილების მფლობელებს ელექტროდასამუხტი მოწყობილობები უფასოდ, ყოველგვარი საფასურის გარეშე დაუმონტაჟონ, მათთვის სასურველ მისამართზე.

​როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეიქმნა სპეციალური ვებ გვერდი chargers tbilisi.gov.ge, რომელიც 11 თებერვლიდან ამოქმედდება და ნებისმიერ მსურველს, ვისაც ელექტრომობილი ყავს, შეუძლია დარეგისტრირდეს ამ გვერდზე და თავისი საცხოვრებელის შესახებ შეუძლია ინფორმაცია განათავსოს. მას ელექტროდასამუხტ მოწყობილობებს სახლებთან უფასოდ დაუმონტაჟებენ.

გარდა ამისა, საქართველოში დაინერგება ავტომობილის გაზიარების პრინციპი.  

“არის კომპანია, რომელსაც უნდა ელექტომობილების შემოყვანა საქართველოში და ელექტრომობილების გაზიარება. ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა უბანში იქნება შესაძლებლობა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით იქირაონ ელექტრომობილები და მომსახურების საფასური წუთობრივი მოხმარების მიხედვით გადაიხადონ. მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს სპეციალურ საიტზე ID ბარათით ან მართვის მოწმობით. მას შეეძლება მოიხმაროს ავტომობილი და დატოვოს ის ნებისმიერ მისამართზე. მიხარია, რომ ეს შეთანხმება არის ბიზნესთან. ამაში მუნიციპალიტეტი არაფერს დახარჯავს”, – აცხადებს კახა კალაძე. 

თბილისის მერმა ელექტრომობილების მფლობელებს, 11 თებერვლიდან აქტიურობისა და ვებგვერდზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდა.

მსგავსი თემები