ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი – დამოუკიდებელი სასამართლოსა და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება

„გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით, უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ სასტიმრო „რედისონში“ სადაც სასამართლო რეფორმის ჯგუფის შეკრებილი. რთული ვითარების მიუხედავად, ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ მუშაობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება. „მესმის, რომ კონტექსტი არის ცოტათი რთული, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ რთული კონტექსტის მიუხედავად, ჩვენ შევძლებთ კონსტრუქციულ გარემოში, სამართლებრივი განხილვის ორგანიზებას პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი – საერთო მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვსურს…

მეტი...

„ამ ადამიანების სისტემიდან წასვლით არსებული კლანი განეიტრალდება“ – პროტესტი მოსამართლეების თემაზე

არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე შეკრებილ დეპუტატებსა და მოსამართლეებს არ ენდობიან და იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვენ. მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობა აქციის პარალელურად მიმდინარეოაბს. პარლამენტის წევრებისა და მოსამართლეების მონაწილეობით სასტუმრო „რედისონში“ მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობა დილით დაიწყო და მას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პარლამენტის წევრებსა და მოსამართლეებს აქციის მონაწილეები საპროტესტო პლაკატებიტა და შეძახილებით დახვდნენ. მათი განცხადებებით, ეს მოსამართლეებიც და მათი მხარდამჭერებიც სამარცხვინოები არიან. აქციის მონაწილეები იუსტიციის საბჭოს იმ 22 წევრის გადადგომას ითხოვენ, ვინც უვადიდ გასანწესებელ 10 კაციან მოსამართლეთა სიას მხარი დაუჭირა. მათი შედფასებით, ამ ადამიანების სისტემიდან წასვლით სასამართლოში არსებული კლანი განეიტრალდება. შეხვედრას…

მეტი...

ვახუშტის ხიდზე მოძრაობა ცალმხრი იქნება

სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, თბილისში, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება ვახუშტის ხიდიდან მხოლოდ სააკაძის მოედნის მიმართულებით იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა 27 იანვარს, 09:00 საათიდან ამოქმედდება. დროებით შეიცვლება ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები სააკაძის დაღმართიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, „ლაგუნა ვერესთან“ გმირთა მოედნისკენ აუხვევენ, გაივლიან ცირკის მიმდებარე ტერიტორიას, გადაკვეთენ თამარ მეფის ხიდს, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

მეტი...