სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას მოსკოვში ხიდი ჩაინგრა

მოსკოვში, გორკის პარკში მოწყობილ საციგურაო მოედანზე საფეხმავლო ხიდი ახალი წლის ღამით, იმ დროს ჩაინგრა, როცა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰიმნი სრულდებოდა, – ამის შესახებ ინტერნეტსაიტი censor.net.ua იტყობინება. ​როგორც მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტი იტყობინება, 13 ადამიანი დაზარალდა, თუმცა ძლიერი ტრავმები არ აღენიშნებათ. შემთხვევის ადგილას მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ჩანგრევის მომენტში ხის ხიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტა, თუმცა ყინულზე ციგურებით გართობას მოქალაქეები კვლავ განაგრძობდნენ. ​ახალი წლის ღამით გორკის პარკში 6-საათიანი საახალწლო კონცერტი იმართებოდა. როგორც მოსკოვის მერიაში აცხადებენ, ხიდის კონსტრუქცია…

მეტი...

თელავის “ძველი გალავანი” მხატვრულად განათდება და ღია ცის ქვეშ მუზეუმი მოეწყობა 

​ქალაქ თელავში, ზუზუმბოს ტერიტორიაზე, სადაც გვიან ბრინჯაოს პერიოდის ძვ.წ.აღ. XIV-VIIIსს-ის არქეოლოგიური მასალა – ბრინჯაოს სამაჯური, რკინის ისრის პირები და 12-მდე ამავე პერიოდის კერამიკული ნივთია აღმოჩენილი, ღია ცის ქვეშ მუზეუმი მოეწყობა. აღნიშნული ტერიტორია დაკონსერვდა. ზუზუმბოს, დაბახნების, ყადორის და მაწანწარის ტერიტორიაზე 17 000 ლარის სატენდერო ღირებულების სადაზვერვო არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდება. 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავში მდებარე ყორჩიბაშიშვილების ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ბურჯს. პროექტზე 5 000 ლარი დაიხარჯება. ასევე, შესყიდულია პროექტი, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე დაზვერვითი სამუშაოებისას გამოვლენილი გალავნისა და გვირაბის არქეოლოგიური კვლევითი სამუშაოებისთვის. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თელავის მერიაში განუცხადეს, “ძველი გალავნის” ტერიტორიაზე მხატვრული განათება მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების…

მეტი...

2019, გამარჯვებების წელი ყოფილიყოს – “სიკეთის ბარათები” ნინო სურგულაძისგან

“ვულოცავ ყველას ახალ წელს! ვისურვებდი, 2019 წელი ბედნიერებისა და გარჯვებების წელი ყოფილიყოს. ბევრი დადებითი ემოცია, ბევრი სიყვარული და სიკეთე იყოს ჩვენი თანამგზავრი მთელი 2019 წლის განმავლობაში, და რაც მთავარია, გვიყვარდეს ერთმანეთი”, – განუცხადა ცნობილმა მეცო-სოპრანომ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ დამფუძნებლმა ნინო სურგულაძემ “მედიაცენტრ მთავარს”. პირველ იანვარს, იგი სამტრედიაში იმყოფებოდა, სადაც სოციალურად დაუცველ ოჯახებს “სიკეთის ბარათები” გადასცა და შობა-ახალი წელი მიულოცა. ასევე, ესტუმრა სათნოების სახლს, სადაც 22 მოხუცი ცხოვრობს და ყველა მათგანს პირადად მიულოცა ახალი წელი. ნინო სურგულაძის “სიკეთის ბარათების” ინიციატივას, რომელიც 7 იანვრიდან დაიწყება,  უკვე გამოეხმაურნენ რეგიონებიდან. იგი სამტრედიაში…

მეტი...

თითის რეპლანტაცია, ხელის ამპუტაციის საფრთხე – პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევები  

ახალი წლის ღამით, ქუთაისში, პიროტექნიკით დაშავებულ მცირეწლოვან ბავშვს, თითის რეპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო თელავში, მტევნის დაზიანების გამო პაციენტის სასწრაფო ოპერაციისთვის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. პირველი იანვრის ღამეს, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში, პირველი იანვრის ღამით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებებით ცხრა ადამიანი შეიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორმა, ირაკლი გოგინავამ განაცხადა, სხვადასხვა სახის ოპერაცია ოთხ დაშავებულს ჩაუტარდა.  ​ პიროტექნიკით დაზიანების შემთხვევები იყო თელავში, სადაც რეფერალურ საავადმყოფოს ორმა ადამიანმა მიმართა. პაციენტებს დაზიანებები ხელის მტევნებზე აღენიშნებოდათ და მიკროქირურგთან კონსულტაციას საჭიროებდნენ. პაციენტები, სასწრაფო ოპერაციისთვის,  თბილისში გადაიყვანეს. „ხელის მტევნების დაზიანებით ზრდასრული ასაკის ადამიანებმა მოგვმართეს. შემოვიდნენ პიროტექნიკით დაშავებული ქალი და მამაკაცი. ქალს…

მეტი...