15 წლის შემდეგ, ისევ ენგურის ხიდზე ვდგავართ, ეს დიდი ტრაგედიაა – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტის ზონასთან მდებარე რუხის საგუშაგოზე, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოლიციელები მოინახულა და შობა – ახალი წელი მიულოცა. პრეზიდენტმა შსს-ს წარმომადგენლებს, რომლებიც რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ, გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდზე მოსახლეობას, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარების შესახებ, გაესაუბრა. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მდინარე ენგურის ხიდზე 15 წლიანი შუალედით, მეორედ იმყოფება. პირველად ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, ახლა კი პრეზიდენტის რანგში. ” 15 წელზე მეტი გავიდა და ისევ აქ ვდგავართ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. ვდგავართ იმ ხიდზე, რომელიც ჩვენს…

მეტი...

9-სართულიანი სახლის მოგლეჯილმა სახურავმა 53 წლის მამაკაცი შეიწირა

ძლიერი ქარის შედეგად, ბათუმში, ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან არსებული 9-სართულიანი სახლიდან სახურავის ჩემოვარდნის შედეგად დაშავებული 2 მოქალაქიდან ერთ-ერთი დაიღუპა. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, დაღუპული, სოსო შერვაშიძე მერიის თანამშრომელია, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. იგი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით და გულ-მკერდის არეში შინაგანი ორგანოების დაჟეჟილობით​, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ონკოლოგიურ საავადმყოფოში გუშინ გადაიყვანა. პაციენტი რეანიმაციულ ბლოკში დაახლოებით 2 საათის წინ გარდაიცვალა. მეორე დაზარალებული, 60 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდა, მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა, როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს,  ძლიერი ქარის შედეგად, ბათუმში, ჭავჭავაძის…

მეტი...

პროექტი – “თბილისის ისტორიები საკრებულოდან” განახლდა

თბილისის საკრებულოში პროექტი -“თბილისის ისტორიები საკრებულოდან”, რომლის ავტორი დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიაა, განახლდა. იანვრის პირველ შეხვედრას საკრებულოს წევრები, დღემდე ჩატარებული ყველა ღონისძიების წარმდგენი და მომხსენებელი, ასევე, გამოფენების ავტორები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც მარიკა დარჩია აცხადებს, პროექტი – “თბილისის ისტორიები საკრებულოდან”, 2018 წელს დაიწყო და ყოველ ჯერზე განსხვავებული თემები ჰქონდათ. პროექტის ფარგლებში, იწვევენ მოქალაქეებს, ვისაც უყვარს თბილისი და ისტორიულ თემებთან ერთად, დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან გამოწვევებსა და პროექტებზე საუბრობენ. ღონისძიებაზე მარიკა დარჩიასთან ერთად სიტყვით მოწვეული სტუმრები გამოვიდნენ და შობა-ახალი წლის აღნიშვნის იმ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე ისაუბრეს, რომლებიც ახალ…

მეტი...

“2018 წლის 6 თვის მონაცემებით, შობადობის კლება კვლავ დაფიქსირდა“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტის ავტორი დიმიტრი ხუნდაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საშობაო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება საქართველოში შემქნილ დემოგრაფიულ მდგომარეობას მიეძღვნა. უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ მოწვეულ სტუმრებს ის დემოგრაფიული ინიციატივები გააცნო, რასაც ბოლო 5 წლის მანძილზე უნივერსიტეტში ახორციელებენ. საშობაო ღონისძიებაც სწორედ იმ ბავშვებთან ერთად გაიმართა, რომლებიც უნივერსიტეტიდან ფულად დახმარებას იღებენ. დიმიტრი ხუნდაძემ უნივერსიტეტის პროფესორებს და მოწვეულ სტუმრებს შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს, ამ მძიმე დემოგრაფიულ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქისგან და ორგანიზაციისგან გაწეული ღვაწლი. დეპუტატმა საზოგადოებას ბოლო სტატისტიკური მონაცემებიც გააცნო: „ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში…

მეტი...

1 მარტიდან მართვის მოწმობების ნაწილი უქმდება

ავტომფლობელების ნაწილს მართვის მოწმობების ხელახლა აღება მოუწევს. საუბარია 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ ( C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის) მართვის მოწმობებზე. მათი მოქმედების ვადა 1 მარტამდეა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშო აცხადებენ, 1 მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის 1 მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. ავტომფლობელებმა მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს უნდა მიმართონ. მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15…

მეტი...

9-სართულიანი სახლიდან სახურავის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა

ძლიერი ქარის შედეგად, ბათუმში რამდენიმე სახლის სახურავი დაზიანდა. ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთასთან ქარმა, ცხრასართულიანი სახლის სახურავი მოგლიჯა. გადმოვარდნილი სახურავის ფრაგმენტების დაცემის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბათუმის მერიის წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ​დაიწყო დაზიანებული სახურავების დროებითი გადახურვის სამუშაოები. ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე. ქარის შედეგად ქალაქში რამდენიმე განათების ბოძი და ხე-მცენარეც დაზიანდა. მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებულნი. ქარს ძლიერი შტორმი მოჰყვა, შედეგად დანაგვიანდა ქალაქის სანაპირო ზოლი. დასუფთავების სამუშაოები შპს…

მეტი...