საშობაო ღონისძიებას „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ უმასპინძლებს

5 იანვარს 13:00 საათზე „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ საშობაო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და სახელმწიფო დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე. დეპუტატი საზოგადოებას შობადობის ახალ სტატისტიკურ მონაცემებს გააცნობს. უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე კი საზოგადოებას უნივერსიტეტის მიერ დემოგრაფიული კუთხით განხორციელებულ ინიციატივებზე ისაუბრებს და დამდეგ შობას სწორედ ამ ინიციატივების შედეგად დაბადებულ ბავშვებთან ერთად მიულოცავს. საშობაო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამინისტროს წარმომადგენლები; დემოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი’ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე; დემოგრაფები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.

მეტი...

გსურთ, ხალხის მეხსიერებიდან ამოშალოთ ნოე ჟორდანიას დამსახურება – რეჯებ ჟორდანია ზურაბიშვილებს

დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურის, ემიგრაციაში წასული ნოე ჟორდანიას შვილი, 97 წლის რეჯებ ჟორდანია, რომელიც აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში ცხოვრობს, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალის, სალომე ზურაბიშვილისა და მისი ძმის, ოთარ ზურაბიშვილის მისამართით ღია წერს აქვეყნებს. ​წერილის ავტორი ზურაბიშვილებს ადანაშაულებს იმაში, რომ ისინი საბჭოთა ტრადიციას განაგრძობენ და სურთ, ხალხის მეხსიერებიდან ამოშალონ ნოე ჟორდანია და მისი თანამებრძოლები, “მიუხედავად იმისა, რომ ისინი დასავლეთში თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქნელებად მიიჩნევიან”, – წერს რეჯებ ჟორდანია. იგი საზოგადოებას უამბობს, საქართველოს გასაბჭოების შედეგად საფრანგეთში წასული ემიგრანტებისა და მათი შთამომავლების ურთიერთობის შესახებ და უკმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ოთარ და სალომე ზურაბიშვილებმა მასთან მჭიდრო…

მეტი...

სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები გახშირდა – ზაქარია ქუცნაშვილი მკვლელობის ფაქტზე

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, თიანეთში, 3 იანვარს მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ დანაშაული ჩადენილია სიმთვრალეში, რაც სერიოზული პრობლემაა. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, ქვეყნის მთიან რეგიონში – თიანეთში, ისევე, როგორც საქართველოს დანარჩენ ნაწილში, ძალიან გახშირდა სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები, რაც სერიოზული პრობლემაა. “როცა გამოვდიოდი და საჯაროდ ვაკრიტიკებდი ალკოჰოლური თრობის პროპაგანდას, ბევრი იუმორით ხვდებოდა, რომ კაპოტზე ქეიფის პროპაგანდა ჩვეულებრივი, სახუმარო ამბავია და არა სერიოზული. როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კაპოტზე ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებს და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე, როცა ყველამ იცის, რომ ჯიბით…

მეტი...

“ეკა ბესელიას პოზიცია ლოგიკურია, მე მჯერა მისი” – ბექა ნაცვლიშვილი უვადო მოსამართლეებზე 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომას, პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეების იმ სიას უკავშირებს, რომელთა შორის, ბესელიასთვის ბევრი მიუღებელი კანდიდატურაა დასახელებული. როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას აქტიური კონსულტაცია აქვს ეკა ბესელიასთან და დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილების საფუძველი სწორედ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას უკავშირდება. “ამ შემთხვევაში მეტი კომუნიკაცია მაქვს ეკა ბესელიასთან, ვიდრე ირაკლი კობახიძესთან, შესაბამისად, ამ საკითხის მიმართ ეკა ბესელიას დამოკიდებულება უფრო უკეთესად ვიცი. რადგან ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება სწორედ მოსამართლეების საქმეს უკავშირდება, მე მისი…

მეტი...

“პარლამენტში 76 ცხვარი უნდა აღმოჩნდეს, ვინც ამ მოსამართლეებს მხარს დაუჭერს“ – დავით ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ბესელია-ფოფხაძესთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს უვადო მოსამართლეების საკითხს უკავშირებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, თანაპარტიელები მათ არასწორად მოექცნენ. დავით ჭიჭინაძე თავის ზოგიერთ კოლეგას ცხვარს ადარებს და ამბობს, რომ თუ პარლამენტში 76 ცხვარი აღმოჩნდება, უვადო მოსამართლეების დანიშვნის საკითხი დადებითად გადაწყდება. „იურისტი არ ვარ და იურიდიულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, მომხდარს პოლიტიკური თვალსაზრისით შევაფასებ. ეს იყო დიდი შეცდომა. როცა თანაგუნდელის კომიტეტიდან გამოწვევის საკითხს კენჭისყრაზე აყენებ, ამით ადამიანებში დაპირისპირებასა და უნდობლობას იწვევ. რასაც დღემდე იძახდნენ, გუნდი, გუნდი-ო, გუნდი კი არა, ამას ცოტა სხვა რაღაც ჰქვია,“ – აღნიშნა ჭიჭინაძემ…

მეტი...

“ამ მოსამართლეებს ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი” – ბექა ნაცვლიშვილი   

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი მხარს არ უჭერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის იდეას და წარმოდგენილ კანდიდატებსაც კრიტიკულად აფასებს. როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლეები, რომლებიც პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას ემსახურებოდნენ, არ შეიძლება, დემოკრატიულ ქვეყანაში, სასამართლო ხელისუფლების ნაწილად მოიაზრებოდნენ. “იმ პერიოდს თუ ვეძახით ფაშიზმს, ქართული გამოვლინებით, მაშინ მოსამართლეებს, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობას” ემსახურებოდნენ, როგორ შეიძლება დემოკრატიულ ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება ჩააბარო”, – აცხადებს დეპუტატი.  ​ ​ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის პოზიცია, როდესაც სწორედ მან უწოდა “ნაციონალურ მოძრაობას” ფაშისტები. “იმდენი…

მეტი...

თანაგუნდელებს გედევან ფოფხაძის დასჯა სურდათ – ბექა ნაცვლიშვილი “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე პროცესებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან დეპუტატ გედევან ფოფხაძის კანდიდატურის გაწვევასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეს ფოფხაძის დასჯას უფრო ჰგავს, ვიდრე შესაძლო პროცედურულ გადაცდომებზე მინიშნებას. როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გედევან ფოფხაძეს გამოკვეთილი და წინააღმდეგობრივი პოზიცია აქვს მოსამართლეთა იმ სიის მიმართ, რომელიც  პარლამენტში შევიდა განსახილველად. ამდენად არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების” უმრავლესობისთვის გედევან ფოფხაძის კანდიდატურა სწორედ ამ მიზეზით იყო მიუღებელი. “​გედევან ფოფხაძე ღიად და ცხადად გამოხატავდა თავის პოზიციას წარმოდგენილი მოსამართლეების  უვადოდ გამწესების წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ ის ადამიანი, რომელიც…

მეტი...

2018 წელს საქართველოს 8 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია

პრემიერ -მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2018 წელს, ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 შეადგინა, ხოლო ტურიზმის სექტორიდან 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო ქვეყანამ, რაც ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში. მისი თქმით, მთავრობის მთელი ძალისხმევა ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სერვისის მკვეთრად გაუმჯობესებისკენ უნდა მიმართონ. „საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ამ დარგის წინსვლისთვის და ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ადგილი მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე. ეს არის კარგი ტენდენცია, რაც ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ. შემოსავალი ტურიზმის სექტორიდან 2018 წელს 3 მილიარდ…

მეტი...

დავით ჭიჭინაძე თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნას გეგმავს

„ვისაც პოლიტიკურ ბრძოლაში გარკვეული წვლილი მიგვიძღვის, მუდმივ კავშირზე ვართ. შესაბამისად, როგორ ვიქნებით და სად ვიქნებით, მალე გავაჟღერებთ“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. დეპუტატი თანამოაზრეებთან ერთად ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას გეგმავს. როგორც საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, ამ ეტაპზე საუბარი არ არის ფრაქციის შექმნაზე. საუბარია ერთიან ხედვაზე, რომელიც მოძრაობის ან პარტიის სახით იქნება წარმოდგენილი. „როცა ადამიანი პოლიტიკაშია და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდება როგორც მე, საჭიროა პოლიტიკური ბროლის გაგრძელება. ამ პოლიტიკურ ბრძოლას მე გავაგრძელებ. ვისთან ერთად, ამას ცოტა ხანში გაიგებთ. ეს არ იქნება ფრაქცია. მთავრია ღირებულებები.…

მეტი...

კომიტეტში, ეკას და ვანოს ჯგუფებს შორის დაპირისპირება აშკარა იყო – ზაქარია ქუცნაშვილი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიული ​კომიტეტის შიგნით დაპირისპირება დიდი ხანია არსებობს და თვალსაჩინო იყო კომიტეტში 2, დაპირისპირებული ჯგუფის არსებობა. “იურიდიული კომიტეტში შიგნით იყო დაპირისპირება ეკას ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილის ჯგუფებს შორის. ამას მოწმობს კომიტეტის სხდომების დემონსტრაციულად დატოვება, სხდომების ჩაშლა, ხშირად იყო კინკლაობის შემთხვევები. ამის მიზეზები თვითონ უნდა თქვან”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. იგი მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” ე.წ ძველ და ახალ გვარდიას შორის დაპირისპირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს არ არის თაობათა შორის დაპირისპირება. ეს არის დაპირისპირება მმართველობის წესებთან დაკავშირებით. დეპუტატების ნაწილი მეტ…

მეტი...

ილია II იუბილარია, ის 86 წლის გახდა

​სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იუბილარია. დღეს, 4 იანვარს, მას 86 წელი შეუსრულდა. პატრიარქს იუბილეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ულოცავს. მისი თქმით, ქართველ ერს წილად ხვდა განსაკუთრებული პატივი, რომ ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელად და სულიერ წინამძღოლად ილია მეორე ყავს და ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში მძიმე დროება იდგა. “დაუღალავად, მამაშვილური სიყვარულითა და მზრუნველობით, იღწვით ჩვენი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. თქვენ მაგალითს გვაძლევთ ყველას და შთააგონებთ ადამიანებს, გახდნენ უკეთესები და წრფელი სიყვარულით უყვარდეთ სამშობლო და ერთმანეთი. დიდი მადლობა თქვენი სიყვარულისა და ზრუნვისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, გულითადად გილოცავთ…

მეტი...

ტამიფლუს უფასოდ ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები მიიღებენ 

გრიპის ინფექციისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფებისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ანტივირუსულ მედიკამენტ ოსელტამივირს (ტამიფლუ) დღეიდან, ორსულების გარდა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიც უფასოდ მიიღებენ. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, მარაგი საკმარისია და სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და ორსულებს შეუძლიათ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რაიონში მიმართონ მედიკამენტების უფასოდ მისაღებად.  ტამიფლუს მარაგი აფთიაქებშიც არის, ხოლო პაციენტს თუ მედიკამენტი სტაციონარში დასჭირდა, საყოველთაო დაზღვევის შესაბამისად მიეწოდება. ​მისივე განმარტებით, ტამიფლუ აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, სასურველია სიმპტომების დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში პრეპარატს მაქსიმალური ეფექტი აქვს. “გრიპით ავადობა…

მეტი...