კიკვიძის პარკში, მიუსაფარი ძაღლების საკვები აპარატი უცნობმა პირებმა დააზიანეს

თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში დადგმული მიუსაფარი ძაღლების საკვები აპარატი უცნობმა პირებმა დააზიანეს. ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ვახტან ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს. იგი მოქალაქეებს მოუწოდებს ნუ დააზიანებენ იმას, რისთვისაც თანხები ისევ ხალხის ჯიბიდან იხარჯება.   “რამდენიმე დღის წინ კიკვიძის პარკში დადგმული აპარატი(მიუსაფარი ძაღლების საკვები აპარატი) დღეს დაზიანებული დაგვხვდა. რატომ აკეთებთ ამას?! ამის სარემონტოდ გამოსაყოფი თანხა ხომ ისევ თქვენი შვილების, დების, ძმების, მშობლებისა და მეგობრების განათლებას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებას, გზებს, ხიდებს და განვითარებას მოაკლდება?! ნუ გავაკეთებთ ამას. გარდა იმისა რომ არასწორია, დარწმუნებული ვარ, არც სარგებელი…

მეტი...

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 30-მეტრიანი სასტუმრო ვაკის პარკში არ აშენდეს“ – თბილისის მერია

თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკში დაგეგმილ მშენებლობას ეხმაურება და აცხადებს, რომ სასტუმრო „ბუტაპეშტის“ ადგილი ვაკის პარკის არ არის. მაია ბითაძის განცხადებით, თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა არ დაუშვას სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში. “გვინდა, გამოვეხმაუროთ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დირექტორის, გიორგი ზაქაიძის განცხადებას, რომლის მიხედვით, სასტუმროს მშენებლობა დედაქალაქის მთავარ პარკს ზიანს არ მიაყენებს. ჩვენ გვესმის კერძო მესაკუთრის ბიზნესინტერესები – კომპანიამ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიგო, მაგრამ საკითხი ქალაქის სასარგებლოდ, კონსესუსის გზით უნდა გადაწყდეს. თბილისის მერმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ და კატეგორიულად მიუღებელია ინვესტორის მხრიდან გაკეთებული საპასუხო განცხადებები. მოლაპარაკებების გზით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითქმის…

მეტი...