რეკომენდაციები გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად

გრიპის ვირუსის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტების რეკომენდაციები რამდენიმე პუნქტისგან შედგება და საკმაოად მარტივად შესასრულებელია. პრობლემა კი ის არის, რომ აღნიშნულ „ოქროს წესებს“, მისი სიმარტივის მიუხედავად, მოსახლეობა ნაკლებად იცავს. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, ივანე ჩხაიძის რეკომენდაციით, ჰიგიენის წესების სათანადოდ დაცვის შემთხვევაში, ქვეყანაში ის მდგომარეობა არ გვექნება, რაც დღეს არის. „ოქროს წესებზე“ ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. “ჩვენ არ გვიყვარს დახურული სივრცის განიავება, ზამთარში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნება და ბავშვების ადეკვატური ჩაცმა. ძალიან ხშირად, როდესაც ბავშვები ჩვენთან მოჰყავთ, მიუხედავად ტემპერატურისა, ძალიან ბევრი ტანსაცმელი აცვიათ, რაც ვირუსის…

მეტი...

“დაავადება სერიოზულია და მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება” – დავით სერგეენკო

“დღევანდელი მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების 13 შემთხვევაა,” – აღნიშნული განცხადება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება 200-ით შემცირდა, ხოლო მიმართვიანობა გაიზარდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ექიმები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. „ჰოსპიტალიზების რაოდენობა 616-დან 845-მდე გაიზარდა და გუშინდელი მდგომარეობით, რეანიმაციულ განყოფილებაში თუ 39 პაციენტი იყო, დღეს 44 პაციენტი რჩევა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია და მნიშვნელოვანი ყურადღება, პრევენცია და მკურნალობა სჭირდება. დღევანდელი მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებული გარდაცვალებების 13 შემთხვევაა. გარდაცვალების მიზეზებს შორის ასევე იყო თანმდევი დაავადებები,…

მეტი...

N21 საჯარო ბაგა-ბაღში შენობის ავარიული ნაწილების დემონტაჟი მიმდინარეობს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში, ლიუბოვსკის N2-ში მდებარე N21 საჯარო ბაგა-ბაღში შენობის ავარიული ნაწილებისა და შიდა ტიხრების დემონტაჟი მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, დაწესებულებაში ამჟამად, 210 აღსაზრდელი ირიცხება. ავარიული ფლიგელის რეაბილიტაციის შემდეგ კი ბაღს კიდევ 3 სააღმზრდელო ჯგუფი შეემატება. რეაბილიტაციის შემდეგ დაწესებულებაში სპორტული და ღონისძიებების დარბაზები განთავსდება. რეკონსტრუქციისათვის 480,000 ლარია გამოყოფილი . სამუშაოს კომპანია „გრანიტი“ აწარმოებს.

მეტი...

სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადების შემთხვევები გაორმაგებულია

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის გამო, სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადების შემთხვევები გაორმაგებულია. ნოემბრის ბოლო კვირიდან დაწყებული,  იანვრის პირველი კვირის ჩათვლით, იაშვილის კლინიკაში ასეთი პაციენტების რაოდენობა 70-დან 80-ის ფარგლებშია.  როგორც ივანე ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მაღალი მიმართვიანობის გამო, ასეთი პაციენტებისთვის საწოლები გამოთავისუფლებულია კლინიკის სხვა დეპარტამენტებში, რადგან რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი, სადაც ძირითადად სასუნთქი სისტემის დაავადების მქონე პაციენტებს ათავსებენ, 36 საწოლზეა გათვლილი.    “არასეზონურ პერიოდში იაშვილის კლინიკას აქვს რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი, რომელიც  ერთადერთია საქართველოში და სადაც ძირითადად ვათავსებთ სასუნთქი სისტემის დაავადებით…

მეტი...

52-დან 50 პაციენტს ე.წ ღორის გრიპი აქვს, პაციენტების უმრავლესობა 5 წლამდე ასაკისაა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის გარდა, 52 დადასტურებული შემთხვევიდან, მხოლოდ 2 პაციენტს აღმოაჩნდა H3N2 -ის ტიპის ვირუსი, ყველა დანარჩენი  H1N1 – ის ტიპის ვირუსით, ანუ ე.წ ღორის გრიპით არის ავად. ​პაციენტების უმრავლესობა 5 წლამდე ასაკის ბავშვია. როგორც ​ ივანე ჩხაიძიემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​გართულებების თვალსაზრისით, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა ფიქსირდება, კერძოდ, ჰოსპიტალიზებული პაციენტების 35-40%-ს ფილტვების გართულებული ანთება აქვთ.  “​იაშვილის კლინიკა დეტალურად ფლობს ინფორმაციას პირველი დადასტურებული შემთხვევის გამოვლენიდან, კერძოდ, ნოემბრის ბოლო კვირიდან დღემდე. ყოველკვირეულ სტატისტიკურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ცენტრს ვაწვდით,…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილმა რეორგანიზაცია გამოაცხადა

პრეზიდენტის ადმინისტრაცაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პროცესები კანონმდბელობის შესაბამისად წარიმართება. ამ ეტაპისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ კადრებს არავინ შეხებია და ისინი პოზიციებს ინარჩუნებენ. როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა ნათია პავლიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, თანამშრომლების შემცირებასთან დაკავშირებით მას ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია, რადგან, ინფორმაციას არ ფლობს. „გიდასტურებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დაიწყო, სხვა, დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შემიძლია. ყველა პროცედურა და ეტაპები კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება. ვერც თანამშრომლების შემცირებასთან დაკავშირებით გეტყვით რამეს“ – აღნიშნა პავლიაშვილმა. იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები შემცირებულია და და 10 მილიონიდან 6…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას არაგუნდურობაში ადანაშაულებს

მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება, ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს რატომ დაუკავშირა. როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომასა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მმართველ გუნდში, ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რამაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება განაპირობა.  მისივე თქმით, ​გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის…

მეტი...

მოსამართლეების თემასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

„მიმაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის“ – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. „მედიაცენტრი მთავარი“ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განცხადებას უცვლელად გტავაზობთ: „გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი და მმართველ გუნდში არსებული სირთულეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, თავს ვალდებულად მივიჩნევ საზოგადოებას გავუზიარო ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხების შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, რაც ხელს უშლის სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილს, სწრაფად წარმოედგინათ მოსამართლეობის კანდიდატები, ჰქონდა…

მეტი...

ფორიზუსფერკაბიანი ავტობუსის ქალი მძღოლი თბილისში

თბილისის მუნიციპალური ავტობუსების N11 მარშრუტზე მომუშავე ქალი მძღოლის, ფირუზისფერკაბიანი, 28 წლის მადონა დალაქიშვილის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ის ავტობუსის მძღოლად უკვე ერთი წელია მუშაობს.   “ისეთი ფარფატა ვიზუალი ჰქონდა, ნაზი და ქალური. ფრჩხილებზე ყვითელი ლაქი ესვა და მოკლედ, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ“, – წერს ფოტოს ავტორი, ფსევდონიმით Nina Sky Grey.   როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მადონა დალაქიშვილის ეს მეორე სამსახურია. მას ქალი მძღოლებისთვის გამოცხადებული პროგრამა არ გაუვლია. პროგრამის ამოქმედებამდე დაუკავშირდა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და ავტობუსის მძღოლად მუშაობის სურვილი გამოთქვა. ქალი მძღოლების გადამზადების პროგრამას რაც შეეხება, სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ქალი…

მეტი...

ექიმი, ექთანი და ზოგადად კლინიკა, ხშირად ხდება ბულინგის მსხვერპლი – დავით ლოლაძე

“მცხეთის სამედიცინო ცენტრის” კლინიკურ დირექტორ დავით ლოლაძის განცხადებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ექიმი, ექთანი, ან მთლიანად სამედიცინო დაწესებულება ხდება ბულინგის მსხვერპლი. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ბოლო სამწუხარო შემთხვევა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში მოხდა, როდესაც მორიგე ექიმს პაციენტმა სცემა. ​როგორც დავით ლოლაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მედიამ უნდა იზრუნოს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ელის ადამიანს, რომელიც ექიმს დაესხმება თავს. მიყვნენ მსგავს საკითხებს ბოლომდე და არგუმენტების გარეშე ნუ დაადანაშაულებენ ექიმს.  “ექიმს მორიგეობაზე ფიზიკურად უსწორდებიან, ეს არის ძალიან აღმაშფოთებელი ფაქტი. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ არის ურთიერთობის ის ფორმა, რომლითაც ექიმთან ირკვევა ურთიერთობა. ადამიანი, რომელიც…

მეტი...

22 წლის სალომე ქემაშვილი სავარაუდოდ, H1N1 -ის ვირუსის შედეგად გარდაიცვალა

22 წლის, სალომე ქემაშვილი, რომელიც თბილისში, პავლოვის ქუჩაზე მდებარე ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მას ე.წ. ღორის გრიპი შეხვდა, რასაც თან, მძიმე ინფექციური დაავადება, სეფსისი დაერთო. პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.  ექი­მე­ბის მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. როგორც სალომე ქემაშვილის ოჯახის ახლობელი ლია წიქარიშვილი აცხადებს, სალომე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. საავადმყოფოში დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიყვანეს. მას წლინახევრის შვილი დარჩა.  “წლინახევრის შვილი დარჩა. საოცარი გოგო იყო. მასზე წარსულში საუბარი მიჭირს. სამედიცინოს სტუნდენტი იყო და კლინიკაში მორიგეობდა ხოლმე. სავარაუდოდ იქ შეეყარა…

მეტი...

ავლაბარში, წლობით არსებული პრობლემური გზების მოწესრიგება დაიწყო

თბილისის ისნის რაიონში, ავლაბრის ტერიტორიაზე, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, პირველ ეტაპზე გზის 410-მეტრიან მონაკვეთზე წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეიცვლება და წყალარინების სისტემა მოწესრიგდება. სამუშაოებს რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასრულებს. საგზაო სამუშაოების მეორე ეტაპი კი თებერვლიდან დაიწყება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევი რაიონში ერთ-ერთი პრობლემური ქუჩაა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში, როგორც წყალმომარაგების, ასევე გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ადგილობრივ მოსახლეობას…

მეტი...