ვიღაცეები ვიზალიბერალიზაციას ევროპაში თავშესაფრის მისაღებად იყენებენ – პრეზიდენტი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის მოქალაქეები, ვინც ვიზალიბერალიზაციის პრინციპებს არღვევს, ვნებს ქვეყანას და პირველ რიგში, თავის შვილებს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მოპოვებული ვიზალიბერალიზაციის უფლება ძალიან ძვირფასია და ის კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ უნდა დააყენოს. ამისათვის კი მოსახლეობის მეტად ინფორმირებაა საჭირო.    “ვიღაცეები მაინც სარგებლობენ ვიზალიბერალიზაციით იმისთვის, რომ არალეგალურად შევიდნენ ევროპაში და თავშესაფარი მოითხოვონ, ეს არის პრობლემა, რომელზეც ორმხრივად ვმუშაობთ ჩვენ და ევროკავშირი. მნიშვნელობა არ აქვს ეს ვისი ბრალია. ალბათ, ჩვენ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი მოსახლეობის ინფორმირებისთვის, იმისათვის რომ შეგნება გაიზარდოს, რომ ვინც არღვევს უფლებებს, ის ავნებს მომავალს და თავის შვილებს, პირველ…

მეტი...

“ჩვენ, პრაქტიკულად, ნატო-ს კართან ვართ” – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მისი 6-წლიანი მანდატის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს ნატო-ს და ევროკავშირში გაწევრიანებაა, რაც ასევე არის  საქართველოს მოსახლეობისა და ქართველი ერის არჩევანი.  ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს სვლას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ წარმატებული უწოდა, რამაც, მისივე თქმით, უზრუნველყო საქართველოს მეტი უსაფრთხოება, მისი თავდაცვის ძალების მეტი მზაობა და მეტი მოდერნიზაცია.  როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მისი პირველი საგარეო ვიზიტი ბრიუსელში არის იმის დემონსტრირება, თუ საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანია ნატო-სთან კავშირები.    “ჩვენ, პრაქტიკულად, ნატოს კართან ვართ”, – აცხადებს პრეზიდენტი. რაც შეეხება მაპ-ის მიღებას, პრეზიდენტ სალომე…

მეტი...

“ეს იყო ძალიან პირადული ვიდეო, რომელიც ჩემმა რძალმა ნახა“ – დავით ჭიჭინაძის დაკითხვა დასრულდა

შსს-ში დეპუტატ დავით ჭიჭინაძის დაკითხვა დასრულდა. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ჩვეულებრივი პროცედურები იყო და სამართალდამცველებს სწორედ ის ინფორმაცია მიაწოდა, რაზეც მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში საუბრობდა. დეპუტატის თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დაკითხვაზე მისი მეუღლეც დაიბარეს. როგორც დავით ჭიჭინაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, მისი მეუღლე რძალს გაჰყვა შსს-ში. „გამოკითხვა დასრულდა. არაფერი განსაკუთრებული. ვუთხარი ის, რასაც მთელი დღეა, ვამბობ – გამოიძიონ. მივაწოდე ფაილი და ამოიღეს ის ფაილი. მეუღლე არ ყოფილა დაბარებული. ჩემს რძალს მოყვა. რძალი დაიბარეს, რადგან მის ფეისბუქზე ამოვარდა ის ბინძური ვიდეო. მე ფეისბუქის მომხმარებელი არ ვარ. ერთ-ერთ ჯგუფში…

მეტი...

ანგარიშსწორება ფარული ჩანაწერებით?! – შსს-მ გამოძიება დაიწყო

პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამ წუთებში შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება. დეპუტატის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერები ვრცელდება, რომელიც მისი ოჯახის წევრსაც მიუვიდა. შსს დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157 პრიმა მუხლის – პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც შეეხება დეპუტატის განცხადებას, როგორც მან კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და არ ისჯებოდა, დღეს ანგარიშსწორების საშუალებას იძლევა. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესი და სასწრაფოა, ყველა იმ პირის გამოვლენა, ვინც ანგარიშსწორების იარაღად…

მეტი...

„ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი“ – ეკა ბესელია მორალურ ტერორზე პასუხს ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია მის მიმართ დაწყებულ მორალურ ტერორზე საუბრობს და აცხადებს, რომ მასთან დაკავშირებით, წლების წინ განხორცილდა ფარული, უკანონო ჩანაწერები, რომელიც ახლა ვრცელდება. ბესელია „წითელი ხაზების“ გადაკვეთაზე საუბრობს, შს მინისტრს, მთავარ პროკურორსა და სუს-ის ხელმძღვანელს მიმართავს და სწრაფ რეაგირებას ითხოვს. „მედიაცენტრი მთავარი“ ეკა ბესელიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით. ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი. მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი…

მეტი...

მძიმე დანაშაულებმა იკლო, თუმცა არასრულწლოვანების მხრიდან ქურდობამ მოიმატა – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია NDI -ის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყანაში იკლო მძიმე დანაშაულმა, თუმცა მომატებულია არასწრულწლოვნების მხრიდან წვრილმანი ქურდობის ფაქტები, მაღაზიების, ავტომობილების გაქურდვა.  ​როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ზედმიწევნით ზუსტად აწვდის, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ციფრებს არ მალავენ.  “არავინ აღარაფერს არ მალავს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან. ჩემი ინფორმაციით მძიმე დანაშაულებმა იკლო, გახსნილი დანაშაულებების ძალიან მაღალი პროცენტი გვაქვს, მაგრამ მოიმატა  ოჯახურმა ძალადობის ფაქტებმა, ასევე ქურდობამ მაღაზიებში და ავტომობილების განზრახ დაზიანების ფაქტებმა, რასაც ხშირ შემთხვევაში 14-15 წლის არასრულწლოვანები ჩადიან.…

მეტი...

გიორგი გახარია აშკარად ლიდერია, ამას საზოგადოებაც ხედავს – ნუკრი ქანთარია საკადრო ცვლილებებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად გადაყვანის საკითხი მმართველ გუნდში ამ ეტაპზე არ განიხილება, თუმცა მიაჩნია, რომ გახარია აშკარად ლიდერია და ამას საზოგადოებაც ხედავს. როგორც ნუკრი ქანთარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილებები საჭიროა, თუმცა მმართველ გუნდში კონკრეტული გვარები და პოზიციები ჯერჯერობით არ განიხილება. მისივე თქმით, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ მოქმედი პრემიერია მამუკა ბახტაძე შესაძლოა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ შეცვალოს. ამის მიზეზი ის არის, რომ ხალხი ხედავს გახარიას მუშაობის ეფექტს. “ხალხს აქვს განცდა, რომ გიორგი გახარია არის სწორედ რესპექტაბელური პერსონა…

მეტი...

„ზოგი შეიძლება წინ წავიდეს, ზოგმა კი უკან დაიხიოს“ – ქანთარია საკადრო პოლიტიკაზე

„არ შეიძლება, ადამიანი თანამდებობაზე მიკერებული იყოს. საკადრო ცვლილებების საჭიროებას ადრეც ვხედავდი და ახლაც ვხედავ. კონკრეტული გვარი აქ ან იქ, ეს სახლში – ის მინდორში, ასეთი საუბარი ჯერჯერობით არ არის გუნდში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე არ ვფიქრობთ“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნუკრი ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“. დეპუტატის აზრით, საკადრო ცვლილებები იმგვარი უნდა განხორციელდეს, რომ მას ფასი ჰქონდეს და  ცვლილება ცვლილებისთვის არ იყოს. საჭიროა გარკვეულ პოზიციებზე გადანაცვლელების განხორციელება.  “ჩემი აზრით, სხვადასხვა პოზიციაზე ბევრი გადანაცვლება უნდა მოხდეს. ზოგი შეიძლება წინ წავიდეს, ზოგმა კი უკან დაიხიოს. ასეთი გადანაცვლებების მომხრე ვარ. ზოგადად, ცვლილებები საჭიროა“,…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილმა საოცარი მასტერკლასი ჩაატარა, რომელიც ქრესტომათიაშია შესატანი“ – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობას საოცარი მასტერკლასი ჩაუტარა. ​დეპუტატი პარტიის თავმჯდომარის ტაქტიკური სვლებით იმდენად მოიხიბლა, რომ მისთვის ქრესტამათიაც კი არ ენანება. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „მოსამართლეთა სია, რომელიც წარმოდგენილი იყო პარლამენტში, საკმაოდ დიდ კრიტიკას იმსახურებდა. ცალკე საკითხი იყო როგორ და საიდან შეიქმნა ეს სია, რამდენმა კაცმა დაწერა. კარგია, რომ „ქართულ ოცნებაში” მისი რევიზია მოხდა, პროცესი შეჩერდა და დაიწყო საუბარი, კრიტერიუმებზე, თუ რა პრინციპებით უნდა მოხდეს ასეთი სია პარლამენტში. ახლა სწორედ ამ პროცესის მონაწილეები ვართ. მინდა ავღნიშნო, რომ…

მეტი...

სასამართლო სისტემა არ ვითარდება, კრიმინალმა და ნარკოდანაშაულმა იმატა – NDI -ის კვლევა

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა, 33% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 30% ის აზრით, სასამართლო სისტემაში საერთოდ არაფერი იცვლება. გამოკითხულთა მხოლოდ 16% მიიჩნევს, რომ სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 20% აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი საერთოდ არ იცის. ​NDI-ის ბოლო კვლევების თანახმად, რომელიც 2018 წლის 6-20 დეკემბერს ჩატარდა, გამოკითხული მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% – უარყოფითად. გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ იცის. რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო 5% ამბობს, რომ მიმართა.…

მეტი...

სასამართლო ხშირად, არაკეთილსინდისიერი ადამიანებისთვის მიზნის მიღწევის საშუალება ხდება – კობა ნარჩემაშვილი

შინაგან საქმეთა ექსმინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო ინსტიტუტთან საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ხშირად ის არაკეთილსინდისიერი ადამიანებისთვის გადაწყვეტილებების გადავადების ან თავიანთი მიზნების განხორციელების საშუალება ხდება. ამის მიზეზი, სასამართლო განხილვების დროში უიმედოდ გაჭიანურებაა.  როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, 2012 წლის დეკემბერში 79 ერთეულით, 338-დან 259-მდე შემცირდა მოსამართლეების რაოდენობა. ამას დაემატა პოლიტიკური გადაწყვეტილება სისხლის სამართლის პოლიტიკასთან დაკავშირებით. იმდენად დიდი იყო განსახილველი საქმეების რაოდენობა, რომ მოსამართლეები ვეღარ აუდიოდნენ საქმეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იუსტიციის საბჭოს არც ერთხელ ამ საკითხზე არ უმსჯელია. ” სასამართლო ​ინსიტიტუტთან მიმართებაში საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა,…

მეტი...

სასამართლოს ახალი სისხლი სჭირდება, ვისურვებდი სისტემა გაიხსნას – კობა ნარჩემაშვილი

ყოფილი შს მინისტრი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი მოსამართლეების კრიტერიუმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროცესი, რომელიც დაიწყო საერთოდ სასამართლო სისტემისა და უზენაესი სასამართლოს მიმართ, გარკვეულწილად არის გასული, 15-წლიანი პროცესის ლოგიკური შედეგი. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, სასამართლო სისტემა საჭიროებს ახალ სისხლს აკადემიური წრეებიდან, პრაქტიკოსი იურისტებიდან, ადვოკატურებიდან და ა.შ. სისტემა უნდა გაიხსნას და მისი განვითარება არ უნდა დაეფუძნოს მხოლოდ მოქმედ მოსამართლეებს.  მისივე თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა. ხშირ შემთხვევაში ერთ მოსამართლეს 500-დან 1500 -მდე საქმე აქვს ხოლმე განსახილველი, ასეთ პირობებში კი წარმოუდგენელია საუბარი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასა და ოპერატიულობაზე.  “სასამართლოსთან დაკავშირებულ…

მეტი...

თბილისში 20 000 ძირზე მეტი ხე მოიჭრება

დედაქალაქში დღეიდან სანიტარული ჭრები იწყება. თბილისში, 20 000 ძირზე მეტი დაავადებულ და ხმობად ხეს მოჭრიან. ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა. პირველ ეტაპზე ჭრები, ცენტრალურ უბნებში – კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე ჩატარდება, რომლის შემდეგ ის მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, დედაქალაქის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში ფიჭვები ამ სახეობისთვის განკუთვნილ ბუნებრივ არეალში არ იყო გაშენებული, რის გამოც, 1997-1998 წლებიდან მათი ინტენსიური ხმობა დაიწყო. მათივე თქმით, ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც,…

მეტი...

“კორპუსებში აფეთქებებსა და ტრაგედიას „ჰაუსმაისტერის“ ინსტიტუტი აგვარიდებს“ – შეთავაზება სახელმწიფოს

„ჰაუსმაისტერი“ იგივე სახლმმართველია, რომლის გარეშე, ცივილურ ქვეყნებში ვერც გათბობას დაამონტაჟებ, ვერც წყალგაყვანილობას და ვერც ვერანაირ ცვლილებას განახორციელებ. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი, რომელიც ადამიანებს საკუთარი ქონების მართვასა და მოვლა-პატრონობაში ეხმარება. ეს კი საჭიროა იმისთვის, რომ კონკრეტულმა ბინის მეპატრონემ, არც საკუთარი ოჯახი დააზიანოს და არც სხვისი. ​ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურად განიხილება გაზის გაჟონვით გამოწვეული ტრაგედია დიღომში. თუ გასული წლების მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყოველწლიურად ადამიანები იღუპებიან გაზის არასწორი ექსპლუატაციის ან არასწორი გამოყენების გამო. წესით, სიკეთე, რომელიც უნდა ქმნიდეს კომფორტს მოსახლეობისთვის, წარმოადგენს საფრთხეს მოსახლეობისათვის. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი…

მეტი...

პირველი რეგიონული ნაგავსაყრელი ქუთაისთან ახლოს აშენდება

ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელი ქუთაისთან ახლოს აშენდება. ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება. სამშენებლო სამუშაოები 2019 წლის მარტში დაიწყება. 2023 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი ჩაანაცვლებს. ამ პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონების საცხოვრებელი პირობები. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ნარჩენების მართვის სფეროში ევროპული მიდგომა პირველ რიგში გულისხმობს ისეთი ნაგავსაყრელების მოწყობას, რომელიც იქნება ძალიან მაღალი გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის სტანდარტების. ის დისკომფორტი, რასაც მოსახლეობა განიცდის ნაგავსაყრელების სიახლოვეს, არ იარსებებს. “ეს არის ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ნარჩენების მართვის კოდექსის და ევროკავშირის…

მეტი...

ქვეყანას იურიდიული განათლების არმქონე მოსამართლეები ჰყავს, ეს სააკაშვილის შეგდებული ნაღმია – ექსპერტი

ექსპერტი ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა საერთოდ მოშლილია და იქ პროფესიონალიზმის დეფიციტია. ქვეყანას ჰყავს მოსამართლეები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, იურიდიული განათლებაც კი არ აქვთ მიღებული.  ეს ნაღმი, კი სააკაშვილის შეგდებულია. ​​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ვახტანგ მაისაიამ განუცხადა. სასამართლო სისტემაში მძლავრად ბუდობს საკადრო შიმშილი და ეს ნაღმი ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს ჩაიდო, რომელიც პრეზიდენტობამდე იუსტიციის მინისტრი იყო და სასამართლო სისტემის მთელი რიგი რეფორმები გაატარა.  “მიხეილ სააკაშვილმა შეგნებულად შეაგდო ეს ნაღმი. ისეთი მოსამართლეები მოიყვანა,  რომელთა რეპუტაციას რომ თავი დავანებოთ, განათლებაც კი საეჭვოა. როდესაც ადამიანს კომერციული ინსტიტუტიც დიპლომი აქვს, ინსტიტუტის, რომელიც დიდი…

მეტი...