საშობაო მსვლელობა 14:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

საშობაო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 7 იანვარს, თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება. საშობაო მსვლელობა კი 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით ქუჩები 11:00 საათიდან გადაიკეტება. ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან კი რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩებზე. აღნიშნული მონაკვეტებზე საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ. მოძრაობა კი საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.

მეტი...

უკრაინა ეკლესიის დამოუკიდებლობის ისტორიულ დოკუმენტს დღეს მიიღებს

უკრაინა ისტორიული დოკუმენტის მოლოდინშია. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ხელმოწერილ დოკუმენტს ეკლესიის წინამძღოლი დღეს ოფიციალურად მიიღებს. მიტროპოლიტ ეპიფანეს ავტოკეფალიის ტომოსს თავად მსოფლიო პატრიარქი გადასცემს. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელია. ამ ისტორიული მოვლენის ღონისძიება კი სტამბულში გაიმართა. დოკუმენტს მსოფლიო პატრიარქმა ხელი უკვე მოაწერა. მანამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ეკლესიის სახელწოდების შეცვლას ითვალისწინებს. უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის დამადასტურებელი სიგელის ხელმოწერის ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა. დოკუმენტის ტექსტს უკრაინის მოსახლეობას 7 იანვარს, კიევის წმინდა სოფიას ტაძარში გააცნობენ. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირონ. ამ…

მეტი...