მცხეთა-მთიანეთში 2019 წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებთან და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიმდინარე წლის პროექტებზე იმსჯელეს. მხარის რწმუნებულმა აქცენტი სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა და პროცესებში მონაწილე მხარეებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოუწოდა. შალვა კერესელიძის თქმით, თითოეული პროექტი რეგიონის საჭიროებებზეა მორგებული და მათი სათანადოდ განხორციელება სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია. „ჩვენ, ყველა შესაბამის სახელმწიფო და კერძო უწყებასთან ერთად, კოორდინირებულად ვიმუშავებთ და მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გავუწევთ“ – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

მეტი...

„112“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს და მოსახლეობას მიმართავს

გრიპის ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო „112“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცვლაში ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა 40-დან 70-მდე გაიზარდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი “112”, მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში იღებს მოქალაქეთა შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემს შესაბამის საგანგებო სამსახურებს: თბილისისა და რეგიონების სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებს, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს. ქვეყანაში ვირუსული ინფექციების გავრცელების შედეგად, გაზრდილი მომართვიანობის გამო, შეტყობინებების უწყვეტ რეჟიმში მიღებისთვის და მათი შესაბამისი სამსახურებისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის მიზნით, “112” მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გაიზარდა ცენტრის ოპერატორებისა და დისპეტჩერების რაოდენობა…

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია დაფარავს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 12 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სასწრაფო დახმარების ავტომანქანაში იმყოფებოდა დანიშნულების ადგილზე გადაიყვანეს. დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერია მთლიანად დაფარავს. აღნიშნული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი მოქალაქე. დაშავებულები დღესვე, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ზაზა ბოხუამ რეგიონულ ჰოსპიტალში მოინახულეს. სოფიო ხუნწარია მწუხარებას  გამოვთქვამს მომხდართან დაკავშირებით და თანაგრძნობა უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. “მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, –  განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო…

მეტი...

თბილისის ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 1 კვირით გახანგრძლივდება, შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი, 14-ის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბაგა-ბაღებში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში ჩატარდება გეგმიური სანიტარიული სამუშაოები, რომელიც მოიცავს დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას.

მეტი...

სწავლის დაწყება სკოლებშიც გადაიდო – მკაცრი რეკომენდაციები სკოლებს

„მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით“ – ასეთია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება. სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდებს. „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18…

მეტი...

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის უზრუნველყოფა წარმატებით მიმდინარეობს“ – საკრებულო ოპოციზიციის ბრალდებებზე

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, საქართველოში გრიპის ვირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. დეპუტატის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება სრული დატვირთვით მუშაობს. ირაკლი ზარქუას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ განახლდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტოპარკი და ტექნიკურად გაიმართა სერვისი, მაღალი მიმართვის გამო არის გარკვეული ხარვეზები და გარკვეულ შემთხვევებში გამოძახებაზე მისვლა გვიანდება. „გრიპის ვირუსის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟების გამოძახებამ საგრძნობლად იმატა, რის გამოც არის მცირე შეფერხებები და დაგვიანებები, თუმცა მდგომარეობა საგანგაშო არ არის. პროცესს სრულად აკონტროლებს ჯანდაცვის სამინისტრო. მინისტრმა გარკვევით თქვა, რომ სამინისტრო ყველა ღონისძიებას გეგმის მიხედვით…

მეტი...

მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობის მიზანმიმართული დაშინება მიმდინარეობს – პაატა იმნაძე

“მრჩება შთაბეჭდილება მრჩება, რომ გრიპის წლევანდელი სეზონი გახდა არა მოსახლეობის ინფორმირების, არამედ მათი დაშინების და პანიკაში ჩაგდების საფუძველი. ამიტომ ჩვენ იძულებულები გავხდით, გამოგვექვეყნებინა ბოლო 10 წლის გრიპის სეზონების სტატისტიკა საქართველოში”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა ​პაატა იმნაძემ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე. იმნაძის თქმით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მედიასაშუალებები მოსახლეობის მიზანმიმართულ დაშინებას ცდილობენ. გრიპის ვირუსი მრავალი წლის წინაც არსებობდა და გაცილებით მეტი მსხვერპლი ყოფილა სხვა, განვითარებულ ქვეყნებში. პაატა იმნაძეს მოჰყავს მსოფლიო სტატისტიკა და აცხადებს, რომ 1914-1918 წლებში, გრიპის ვირუსის შედეგად მსოფლიოში, 50 მლნ-ზე ადამიანი დაიღუპა, გაცილებით მეტი, ვიდრე…

მეტი...

H1N1 ვირუსი საქართველოს ათასობით მოქალაქემ უკვე გადაიტანა – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ ​პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარე ზამთრის სეზონზე ​გრიპის ვირუსი, საქართველოს  ათასობით მოქალაქემ უკვე გადაიტანა გრიპი და H1N1 -ს დიდი პრობლემებისა და გართულებების გარეშე გაუმკლავდნენ. ზოგიერთ შემთხვევაში, ლეტალური შედეგის მიზეზი ხდება ექიმთან გვიანი მიმართვა, ქრონიკული დაავადებები და რისკის ფაქტორი. ამ დროისთვის 10 ადამიანია დაღუპული. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, გრიპის ვირუსით მსოფლიოში ყოველწლიურად მოსახლეობის 1% იღუპება. ის დედამიწაზე არსებული ყველაზე მასობრივი დაავადებაა. პაატა იმნაძე ​მოსახლეობას მოუწოდებს დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებისთვის ექიმს, თუ მაღალი ტემპერატურა გრძელდება სამი დღის განმავლობაში, ხოლო რისჯგუფის პაციენტებში 38 ტემპერატურა ერთი დღის…

მეტი...

ტურისტული სეზონი გუდაურში განსაკუთრებით აქტიურია – შალვა კერესელიძე 

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული გუდაურს ესტუმრა და ტურისტული სეზონის მიმდინარეობას გაეცნო. შალვა კერესელიძე, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმ უწყების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა სათხილამურო სეზონი წარმატებით წარიმართოს. შალვა კერესელიძის თქმით, ინტენსიურად იწმინდება გზები, კურორტზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები. ტურისტული სეზონი გუდაურში მიმდინარე წელს დამსვენებელთა რაოდენობის მხრივ განსაკუთრებით აქტიურია. „გუდაურს, წინა წლებთან შედარებით, დამსვენებლების გაზრდილი ნაკადი სტუმრობს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ განახლებული ინფრასტრუქტურით და გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლონ. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან ერთად, ზამთრის სეზონის მიმდინარეობას მუდმივ მონიტორინგს გაუწევს“ –…

მეტი...

გაუსუფთავებელი ქათმები წვნიანში და თევზით მოწამლული ბენეფიციარები – სკანდალი მადლიერების სახლში 

ქუთაისის “მადლიერების სახლი”, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ბიუჯეტიდან ფინანსდება, სკანდალში გაეხვა. როგორც აღმოჩნდა, სახლი ბენეფიციარებს უხარისხო საკვები პროდუქტით  უმასპინძლდება, შედეგად, რამდენიმე ადამიანი მოიწამლა. როგორც “მადლიერების სახლის” ერთ-ერთი მოსარგებლე, მზია სანიკიძე აცხადებს,  მადლიერების სახლის მიერ მომზადებულ საკვებში რამდენჯერმე აღმოაჩინა, რომ ქათმის კერძი ნახევრად გაუსუფთავებელი ქათმისგან იყო მომზადებული, ხოლო თევზის ხორცით მოწამვლის გამო, რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა დასჭირდა. ამასთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ “მადლიერების სახლში” მოწამვლის არაერთი შემთხვევა ფიქსირდებოდა. მზია სანიკიძის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ მან სახლის დირექტორ თამთა ბაკურაძეს შეატყობინა, რის შემდეგადაც ის მას დევნის და შეურაცხყოფას აყენებს. წყარო: ქუთაისი…

მეტი...

ილია II-ის იუბილეს გამოფენა “საგანძური” მიეძღვნა

პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ფოტოგამოფენა „საგანძური“, პარლამენტის შენობაში გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღეს მიეძღვნა. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის ოცდაცამეტი უნიკალური ექსპონატის ორიგინალების ზომების ფოტო-ვერსიებს. ფოტოგამოფენა 2008 წელს, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა, ის პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიციაა, რომელმაც პრაქტიკულად საქართველოს სხვადასხვა მხარე მოიარა და რომლითაც ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და ცნობადი ხდება საზოგადოებისთვის. როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა განაცხადა, “საგანძური” პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიციაა საქართველოში, რომელიც უდიდესი ევროპული მუზეუმების გამოცდილებას ეფუძნება. სტუმრებს სიტყვით მიმართა მართლმადიდებლობის…

მეტი...