ვაკის პარკში არასდროს აშენდება რაიმე სახის შენობა

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეცედენტულს უწოდებს თბილისის მერიისა და კახა კალაძის გადაწყვეტილებას, რომ ვაკის პარკში რაიმე სახის შენობა არასდროს აშენდება. “ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო, რომ შეთანხმება შედგა. ვაკის პარკში არასდროს აშენდება რაიმე სახის შენობა. როდესაც ყველანი ჩვენ ერთად ვაანონსებთ იმას, რომ გარემოს დაცვას მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება, ეს გადაწყვეტილება მართლაც რომ პრეცედენტული და მისასალმებელია,”- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, კახა კალაძეს  უწევს იმ გაფუჭებული საქმეების გამოსწორება, რომელიც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა და გიგი უგულავამ გადაწყვეტილების სახით მიიღეს და დღეს ყოფნით თავხედობა, რომ აქეთ აკრიტიკებენ ჩვენს თანაგუნდელებს. “გიგი უგულავას…

მეტი...

რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მარშრუტი დადგინდა

დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „სისტრასთან“ კონსულტაციის საფუძველზე, რუსთავი-თბილისის ავტობუსების ახალი მარშრუტი დაადგინა. აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ დღეს დაამტკიცა. თბილისში ავტობუსის ბოლო გაჩერებად მეტროსადგური „ისანი“ განისაზღვრა. ავტობუსი თბილისში რუსთავის გზატკეცილიდან შემოვა, გაივლის გორგასალისა და გულიას ქუჩებს, საიდანაც ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩებით, მეტრო „ისანს“ დაუკავშირდება. მარშრუტის ასამოქმედებლად, ავტობუსებს რუსთავის მუნიციპალიტეტი შეარჩევს.

მეტი...

ეკა ბესელია მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომას ვერ დაესწრება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია 27 იანვარს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომას ვერ დაესწრება. ეკა ბესელიამ აღნიშნულის მიზეზად ჟურნალისტებთან საუბრისას მივლინება დაასახელა, თუმცა  სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად არც მოწვევა მიუღია. “შეხვედრის თაობაზე მოწვევა არ მიმიღია, ყველას ჰქონდა მოწვევა და ვიკითხე, რატომ არ მივიღე. მომივა მოწვევა, თუმცა, წინასწარ მინდა გითხრათ, რომ სხდომას ვერ დავესწრები. იცით, რომ მივლინება შევწყვიტე და ჩამოვედი, ამიტომ ისევ მიწევს წასვლა. კვირას არ ვიქნები, მაგრამ იქნებიან ჩემი კოლეგები. თუმცა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან კვირას საბოლოოდ არაფერი გადაწყდება. იქნება პოზიციების შეჯერება და მოსაზრებების გაცვლა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ირაკლი კობახიძე შეძლებს,…

მეტი...

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისთვის  ბრალდებული ჯ.ე. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯ.ე.-მ უკანონოდ შეიძინა დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 7 აბი, საიდანაც 2018 წლის 31 მარტიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით, ქ.თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანში“ 2 აბი 240 ლარის საფასურად,  3 აბი 360 ლარის საფასურად და 2 აბი  240 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე.  სამართალდამცველებმა ჯ.ე.  2018 წლის 12 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამ ეპიზოდში (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და  გასაღება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჯ.ე. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად8  წლით თავისუფლება აღკვეთა…

მეტი...

დედაქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

“გაზრდილი ბიუჯეტი მიზნობრივად იქნება გახარჯული და დედაქალაქის მასშტაბით ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.” ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა რიმა ბერიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. „10 მილიონიანი ტრანსფერი იმ მნიშვნელოვანი ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, რომელიც ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ალბათ, უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდება და უკვე სხვა მუხლებში გადანაწილდება. მაგალითად: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის განვითარებას, დაზარალებული სახლების რეაბილიტაციას და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს“ – განაცხადა რიმა ბერაძემ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ დაიგეგმა შემოსავლები, კონკრეტულად ჯარიმებიდან შემოსული თანხა, რიმა ბერაძემ განმარტა, რომ 2019 წელი…

მეტი...

„ველოდებით, რომ შს სამინისტრო სწრაფად უპასუხებს, რატომ მოხდა ასეთი რამ“ – თალაკვაძე ჟურნალისტზე თავდასხმაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ჟურნალისტებზე ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სწრაფ რეაგირებას ელოდება. როგორც საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელმა აღნიშნა, „რუსთავი2-ის” ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე თამვდასხმელის იდენთიფიცირება მოხდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს იმედი აქვს, რომ შს სამინისტრო დროულად გამოიძიებს, ვინ და რა მიზნით გაუხსნა ცეცხლი „რუსთავი2-ის” ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლს. როგორც ცნობილია ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის ჟურნალის დავით ერაძეზე დღეს თავდასხმა მოხდა. “რა თქმა უნდა, ნებისმიერ ჟურნალისტზე ძალადობა არის მიუღებელი და ჩვენ, პარლამენტში, ველოდებით, რომ შს სამინისტრო ჩვეულ რეჟიმში, სწრაფად უპასუხებს, რა მოხდა და რატომ მოხდა ასეთი რამ. ველოდებით, რომ…

მეტი...

ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება – თბილისის მერის გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი იწონებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაბეშტი” აღარ აშენდება. მერის განმარტებით, ინვესტორი მერიის წინადადებას დათანხმდა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში აღარაფერი აშენდება. “მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, რომ ვაკის პარკმა გაიმარჯვა. მინდა მივულოცო თბილისსა და თბილისელებს. ჩვენ ინვესტორთან შეთანხმების მიღწევა მოვახერხეთ, რომ ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც ქალაქისთვის მნიშვნელოვან სივრცეს პირველივე დღეებიდან იცავდა. მან მადლობა ასევე, გადაუხადა ინვესტორს, რომ შემხვედრი ნაბიჯები გადმოდგა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს მადლობა გადავუხადო, რომელიც პირველივე…

მეტი...

ხმობადი ფიჭვების ფოტოები მოსახლეობამ თბილისის მერიას, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს

თბილისში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა დროულად მიიღონ შესაბამისი ზომები. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ფიჭვების ხელოვნური გაშენებისას დარღვეულია აგროტექნიკური პირობები, ნერგების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს მთავარღერძიანი ფესვი, რის გამოც, თხელ, განუვითარებელ ნიადაგზე და ხშირ შემთხვევაში, აფეთქებების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში ზედაპირული ფესვთა სისტემაა განვითარებული. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, მოიჭრება 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა. სანიტარული ჭრები 28 იანვრიდან პირველ ეტაპზე, ცენტრალურ უბნებში – კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან…

მეტი...

წითელას აცრაზე უარის შემთხვევაში, შესაძლოა სკოლის აღსაზრდელებს მოსწავლის სტატუსი ჩამოართვან

წითელას ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საჯარო სკოლებში მოსწავლეებს, პოლიკლინიკის მიერ გაცემული აცრების ისტორიის მიტანას სთხოვენ. იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ მოზარდი წითელას ვირუსზე არ არის აცრილი, შესაძლოა მას მოსწავლის სტატუსი ჩამოართვან.  ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მშობელი ავრცელებს და განათლების სამინისტროსგან განმარტებას მოითხოვს: “რას ნიშნავს მოსწავლეს სტატუსი ჩამოერთმევა?! დღეს ვგებულობ კლასის დამრიგებლისგან, რომ თურმე, თუ პოლიკლინიკიდან არ მივიტან ცნობას, რომ ჩემი შვილები ნამდვილად არიან აცრილები წითელაზე მოსწავლის სტატუსი ჩამოერთმევათ. ან თუ მე ეს დანამდვილებით არ მახსოვს, მაშინ თურმე, ხელმეორედ უნდა ავცრა ბავშვები. ჩემს შვილებს ყველა სავალდებულო აცრა თავის დროზე აქვთ ჩატარებული. მათ…

მეტი...

“ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ნაცვლად იმპერატორი მივიღეთ” – დაპირისპირება ფედერაციაში

თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი გოჩა ჩორგოლიანი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ (გეგა) გეგეშიძის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოსამართლის გუშინდელ გადაწყვეტილებას ეთანხმება და აცხადებს, რომ გეგეშიძის პატიმრობაში დატოვებით ფედერაციის პარალიზება გარდაუვალი იქნებოდა. როგორც გოჩა ჩორგოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გეგა გეგეშიძეს ფედერაციაში 7 პოზიციის უფლებამოსილება აქვს შეთავსებული და მისი თანამდებობიდან გადადგომის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აღარავინ იქნება. მისივე თქმით, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა, შედეგად ფერედაციამ პრეზიდენტის ნაცვლად მივიღეთ იმპერატორი.  “არჩევნები არის გაყალბებული. არანაირი პრეზიდიუმი არ არსებობს, ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ფარსი. ამის გაპროტესტებას არ ვაპირებთ, უბრალოდ ყველას მორალური პასუხისმგებლობა მინდა…

მეტი...

“დავასრულეთ დრო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ალაგებდნენ სასამართლოს”- მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს ჯანსაღი პროცესი,  რომელიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დააანონსა.  პრემიერ მინისტრმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი შეაფასა. მამუკა ბახტაძის განმარტებით, საქმე გვაქვს ჯანსაღ პროცესთან. „ბუნებრივია, კრიტერიუმებისა და პროცედურების დადგენა აუცილებელია, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ საქმე გვაქვს ძალიან ჯანსაღ პროცესთან. მე, როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა ისიც განვაცხადე, რომ ჩვენ არასოდეს ჩავერევით დამოუკიდებელი შტოს საქმიანობაში. ჩვენ საქართველოში 2012 წელს დავასრულეთ დრო, როდესაც მთავრობის წარმომადგენლები ალაგებდნენ სასამართლოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი შეფასებით, აუცილებლად გასაწერია პროცედურები და ობიექტური კრიტერიუმები, რომლებიც მსოფლიო და…

მეტი...

„ეს არის საბჭოთა სცენარი, რომელიც განახორციელეს 9 აპრილს საქართველოში და შემდეგ ბაქოში” – ალივ ბაბაევი

„საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალივ ბაბაევის შეფასებით, სამცხე -ჯავახეთში, სომეხი მებრძოლის, ავაგიანის 20 იანვარს ძეგლის გახსნის ფაქტი არის კრიმინალი, რამაც აღაშფოთა, როგორც აზერბაიჯანი, ასევე საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოსახლეობა.  „ეს არის ის საბჭოთა სცენარი, რომელიც განახორციელეს 9 აპრილს საქართველოში და შემდეგ ბაქოში. ამ დღეებთან დაკავშირებით უცებ გავიგეთ, რომ ჩვენი თანამოქალაქე სომეხი ეროვნების წარმომადგენლები ახალქალაქის რაიონში, საზეიმოდ ხსნიან ძეგლს. როცა საქართველოში დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, ვიბრძვით  სეპარატიზმის წინააღმდეგ, როცა საქართველოში  დავკარგეთ ტერიტორიის 20% და ვიბრძვით,  მის უკან დასაბრუნებლად, ამ დროს  ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე დამპყრობლის ძეგლს დგამენ საქართველოში, რომელსაც ათობით და ათასობით ადამიანი ჰყავს დასახიჩრებული და მოკლული.…

მეტი...

გერმანიიდან საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მთავრობამ, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, გერმანიაში ქართველი არალეგალების კატასტროფულად მატების გამო განგაში ატეხა და პრობლემების მოგვარება ითხოვა, პრობლემა პრობლემად რჩება. გერმანიას უკვე სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის დარღვევაზე საუბრობენ და საკითხის მოგვარებას ითხოვენ. 24 იანვარს კი გერმანიიდან საქართველის 50-ზე მეტი მოქალაქე დააბრუნეს. ისინი გერმანიაში არალეგალურად ცხოვრობდნენ და როგორც დევნილები, თავშესაფარს ითხოვდნენ. ​​ამ ეტაპისთვის მოპოვებული ინფორმაციით, დაბრუნებულ მოქალაქეებს თავშესაფრის მიღებაზე შესაბამის უწყებაში განაცხადი ჩაბარებული ჰქონდათ, თუმცა, უარი მიიღეს. ამის მიუხედავად, გერმანიაში არალეგალურად ცხოვრებას აგრძელებდნენ. გერმანიიდან საქართველოში დეპორტირებული ქართველების წარმომადგენლის ინფორმაციით, ზოგი მათგანი გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა, ზოგი კი ეკონომიკური მდგომარეობის გამო.…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრებში პირადად მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ გუნდის გასაერთიანებლად ის ყველაფერს აკეთებს. როგორც კალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემურ საკითხზე მსჯელობენ, რომელიც ბოლო პერიოდში გუნდის შიგნით დაგროვდა. „იყო აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებზე, იყო ისეთი განცხადებები თანაგუნდელების მიმართ, როგორიც ნამდვილად არ არის მისაღები და სასურველი. მსჯელობა მიმდინარეობს ყველა პრობლემურ საკითხზე. მივესალმები ამ შეხვედრას. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რადგან მისი როლიც მნიშვნელოვანია, რათა პარლამენტში იყოს ერთსულოვნება, ერთიანი მიდგომები. ჩვენ შეიძლება, სხვადასხვა საკითხზე გვქონდეს განსხვავებული…

მეტი...

ზურაბ დათუნაშვილს გაჩუმების სანაცვლოდ პრივილეგიებს პირდებიან

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაცია დაზავებას სთავაზობს. როგორც „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, უსამართლობის ხარჯზე, მისთვის ყველანაირი კომფორტი მიუღებელია. „ჭიდაობის ფედერაციის სახელით, სასულიერო პირიც გამომიგზავნეს, რომ გავჩუმდე. მითვლიან, რომ ყველანაირად პრივილიგებული ვიქნები, ყველა ტურნირზე მე ვიქნები წარმოდგენილი. ვუთხარი, რომ სწორედ ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია, რომ სპორტში და ფედერაციაში პრივილეგიები არ უნდა იყოს. ზოგიერთებს ხმის ამოღების ეშინიათ, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს“ – აღნიშნული განცხადება ზურა დათუნაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. რაც შეეხება ჭიდაობის ფედერაციასთან შემდგომ თანამშრომლობას, როგორც გუნდის კაპიტანი ზურა დათუნაშვილი აცხადებს, ეს არ გამოვა, რადგანაც ძალადობა მისთვის…

მეტი...

“ათეული ათასობით პრემია გაურკვეველი დამსახურებისთვის გაიცემა” – კორუფცია ჭიდაობის ფედერაციაში

მწვრთნელი ზურაბ შელია, ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებსა და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ათეული ათასობით ლარის პრემიები ერიცხებათ ისეთ ადამიანებს, რომელთა დამსახურებების შესახებ არაფერია ცნობილი.    ზურაბ შელიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, საბანკო გადარიცხვების ერთი წლის ამონაწერი წარმოადგინა, რომლის მიხედვით 25 დღეში 100 ათასობით ლარის პრემიერი გაიცა.    “ძალადობა თქვენი თვალით ნახეთ ტელეეთერით. ფედერაციაში არის სხვა პრობლემებიც, მათ შორის, ფინანსური თვალსაზრისით. პრემიების დარიცხვის შესახებ 25 დღის მონაცემები მაქვს. ეს არის ოფიციალური ამონაწერი ბანკიდან. 26 976 ლარი დაერიცხა ფალავანთა კლუბის დირექტორს, რისთვის დაერიცხა, რა დამსახურებისთვის, უცნობია. ასევე, ვიღაც გოგონას, რომელიც სამსახურში 2 თვის…

მეტი...

კონკრეტული ფაქტი, რის გამოც ჭიდაობის ფედერაციამ გუნდის კაპიტანი გარიყა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ სპორტის სასახლეში მასსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის მომხდარ დაპირისპირებას წინ უსწრებდა კონკრეტული ფაქტი, რის შემდეგაც მისი ათვალწუნება და გარიყვა მოჰყვა. ამ მიზეზზე გუნდის კაპიტანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ორ ადამიანზე იყოს ფედერაციაში საუბარი, თუ ვინ წავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე. მათ ისეთი ადამიანის გაშვება უნდოდათ, რომელიც მათი მოსწავლე იყო და ჩემპიონატზე წასვლა არ ეკუთვნოდა. ჩემპიონატზე ის უნდა წასულიყო, ვინც მათი მოსწავლე არ იყოს. ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ წავიდოდა, რადგან ორივე ჩემი მეგობარია. მე, უბრალოდ, ვთქვი სიმართლე, რომ ამ ადამიანს ეკუთვნის წასვლა და არა „იმას“. ეს იყო სიმართლე,…

მეტი...

„ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშეძე არ იქნება“ – ზურაბ დათუნაშვილი

„მივესალმები, რომ გეგა გეგეშიძე თავისუფალია, მისი დაჭერა არავის სურდა. ჩემი სურვილი იყო, მას თანამდებობა დაეტოვებინა და ვიცი, რომ ის დატოვებს თანამდებობას“ – ეს განცხადება მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ეკუთვნის, რომელმაც ჭიდაობის ფედერაციის გათავისუფლების შედგედ, პრესკონფერენცია „მედიაცენტრ მთავარში“ გამართა. მოჭიდავე და კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი, რომელსაც ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე ფიზიკურად დაუპირისპირდა, ერთადერთს ითხოვს – სიმართლემ იზეიმოს. „განცდა მაქვს, რომ სიმართლე იზეიმებს. ჭიდაობის ფედერაციაში არასწორი მმართველობაა, ძალადობა, სპორტსმენების დაბლოკვა. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებებს, რომ მისი გადადგომით ქვეყანა დაინგრევა, სასაცილოა. მე ვერ შევურიგდები ესეთ ადამიანს, ვისი განწყობაც ვიცი. მსოფლიოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი რკინის…

მეტი...

აზერბაიჯანული მხარე საქართველოში სომეხი მებრძოლისთვის ძეგლის დადგმას აპროტესტებს

ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში, ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე, სომეხი მებრძოლის, მიხეილ ავაგიანის ბიუსტის გახსნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მხარემ პროტესტი გამოთქვა. სააგენტო Интерфакс- Азербайджан -ის ინფორმაციით, მიხეილ ავაგიანი იყო აზერბაიჯანის ტერიტორიების სამხედრო ოკუპაციის მონაწილე და მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანელთა მკვლელობებში მონაწილეობდა.  „საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას მოსთხოვეს საჭირო ზომების გატარება, აღნიშნული ფაქტის აღმოსაფხვრელად, რაც ეწინააღმდეგება ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ელჩს საქართველოში დურსუნ ჰასანოვს შეხვედრები ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში,…

მეტი...

“3-გაჩერებაში პოზიტიურად გადაქცეული ერთი უსახური დღე” – სიტუაცია ლურჯ ავტობუსში

თბილისის N37 მარშრუტზე მოძრავი ლურჯი ავტობუსის ერთ-ერთი მძღოლის შესახებ მოქალაქე გოგი ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში წერს. იგი ინტერნეტმომხმარებლებს უზიარებს დადებით განწყობას, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მიიღო.  ლურჯი ავტობუსის მძღოლი, მთელი დღის განმავლობაში, მგზავრებს მიკროფონით ესაუბრებოდა, უდიდესი ტაქტით და იუმორით მოუწოდებდა მათ ბილეთების აღებისკენ და მოსალოდნელი ჯარიმის თავიდან აცილებას სთავაზობდა.  ​გოგი ლორთქიფანიძე ავტობუსის მძღოლს მადლობას უხდის პოზიტივისთვის, რამაც ერთი ჩვეულებრივი დღე მგზავრებს გაულამაზა.   “კაცი პოზიტივი. ლურჯი ავტობუსით ვიმგზავრე დღეს. მძღოლი იყო ფანტასტიკა. გარეთ რუხი, დაღვრემილი ადამიანები დადიოდნენ და მეც ეგეთი ავედი ავტობუსში. ავედი და მოღიმარე სახეები დამხვდა. ერთ წუთში მეც ვიცინოდი. მძღოლი…

მეტი...

“უსამართლოდ აღმოვჩნდი საზოგადოების პირისპირ” – სასტუმრო “ბუდაპეშტის” მფლობელი

თბილისში, ვაკის პარკში მშენებარე სასტუმროს – „ბუდაპეშტი“ მფლობელი გოგა ზაქაიძე, დედაქალაქის მერიასთან მოლაპარაკების მზადყოფნას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მვლენებმა, მის მიმართ ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და ძალადობის ფორმა მიიღო. როგორც ბიზნესმენი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, მიმდინარე პროცესში მისი კომპანია უსამართლოდ აღმოჩნდა სისტემის და საზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ, ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმძღვანელობამ ის და მისი კომპანია დაადანაშაულა და სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მას დააკისრა. გოგა ზაქაიძე განმარტავს, რომ ვაკის პარკში არსებული ტერიტორია მისმა კომპანიამ კანონის დაცვით შეიძინა, არავის უჩუქნია და…

მეტი...