ევროპარლამენტის პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ საქართველოს ეწვევა

„ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეწვიოს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დავიდ მარია სასოლი კარგად ხედავს საქართველოს როლს  დიდ ევროპულ ოჯახში და აქვს სურვილი, გვიხილოს კიდევ უფრო წარმატებულები და რაც ყველაზე მთავარია, ამ გზაზე, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ 2024 წლამდე, მზად არის, დახმარება პირადად გაგვიწიოს. „ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და  მთავარი მიზანზე,  რომელთან დაკავშირებითაც  მოლოდინი აქვთ  და ეს არის 2024 წლის განაცხადი  ევროკავშირში  გაწევრებასთან დაკავშირებით. შევეხეთ 2021 წლის არჩევნებსაც და ევროპარლამენტის  პრეზიდენტს ვთხოვეთ,  უზრუნველყონ…

მეტი...

თბილისის მერია პეკინის გამზირზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სასტუმროში გადაიყვანს

თბილისის მერია პეკინის გამზირის N41-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს დროებით, სასტუმროში განათავსებს, შემდეგ კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მათ ქირით გადაყვანას უზრუნველყოფს. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, 14 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტი დღესვე, სასტუმრო „თბილოტელში“ გადაიყვანს. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, რამაც ხანძრის ზედა სართულებზე გავრცელება გამოიწვია და 18-მდე ბინა დააზიანა. თბილისის მერია ყველა დაზარალებულ ოჯახს, ვისაც ამის საჭიროება ექნება, სასტუმროში დააბინავებს და ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენს. შეგახსენებთ, რომ დევნილთა ჩასახლებაში დღეს დილით ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალბატონი გადმოხდა.  მისი…

მეტი...

კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ მარია სასოლის შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ გეგმაზე, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე 2024 წლის განაცხადის მომზადებას გულისხმობს. საუბარი შეეხო 2021 წელს დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მზად არის, საქართველოს არჩევნების ჩატარებიდან მოკლე დროში ეწვიოს.  დავიდ მარია სასოლიმ კახა კუჭავას საქართველოს დასავლური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

მეტი...

„სიმბოლურად ხელის ჩამორთმევით საკითხი არ აღმოფხვრილა“ – შეიხი „მედიაცენტრ მთავარში“

სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხის, რამინ იგიდოვის განცხადებით, დმანისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხელის ჩამორთმევა არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი ამოწურულია. როგორც შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მომავალში რა მოხდება არავინ იცის.     „სიმბოლურად, ხელის ჩამორთმევით საკითხი აღმოფხვრილი არ არის, თუმცა, დროებით, ჩვენ იქ შევაჩერეთ პროცესები. მომავალში, ჩვენ არ ვართ დაზღვეული არაფრისგან. ამიტომ, ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ აუცილებელია რიგი ერთობლივი პროექტების განხორციელება. ეს იქნება ერთობლივი სადღესასწაულო ღონისძიებები თუ სხვა. უნდა იყოს მეტი საზოგადოებრივი ჩართულობა“ – განაცხადა შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში“. მისი თქმით, იყო მცდელობა, არსებული ვითარება გარკვეულ ჯგუფებს საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა. „საქმე იქამდე იყო…

მეტი...

„რატომ არ დაისაჯნენ დამნაშავეები? ეს ის შემთხვევაა, როცა არჩევანი გაკეთდა ცუდსა და უარესს შორის“ – შეიხი დმანისის დაპირისპირებაზე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხის, რამინ იგიდოვის განცხადებით, ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ დმანისში მომხდარი დანაშაულის შედეგად დამნაშავეები დაისჯებოდნენ თუმცა, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გაკეთდა. ეს განცხადება შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „ადგილზე, მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრები და გავეცანით რეალურ სიტუაციას. გამოვიკვლიეთ მიზეზები და აღმოჩნდა, რომ მსგავსი ინციდენტები ყოველთვის ხდებოდა, თუმცა მსგავს დანაშაულს  შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არასდროს მოჰყოლია. ჩვენი მოლოდინი და სურვილი იყო, რომ სიტუაცია მოგვარებულიყო და ყველა დამნაშავე დასჯილიყო კანონის შესაბამისად და ყველას ამისი მოლოდინი გვქონდა. შეხვედრების ფონზე, ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი იყო შერიგება. ხშირად გვეკითხებიან, რატომ დასრულდა ყველაფერი ასე და რატომ არ…

მეტი...

„მონა, შენი დედაც…“გოგი წულაიამ მოსამართლეს მონა უწოდა და აგინა

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი გოგი წულაია პროტესტს აცხადებს და შიმშილობს. სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა, მან მოსამართლეს და პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რის გამოც ის სასამართლოდან გააძევეს. მოსამართლე ზვიად შარაძეს წულაია მას  შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პატიმრობაში დატოვა. „ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ წარმოადგენს იმდენად მძიმეს, რომ ბრალდებული გათავისუფლდეს პატიმრობიდან“ – ეს იყო მოსამართლე ზვიად შარაძის პოზიცია, რასაც გოგი წულაიას გაღიზიანება მოჰყვა. „თქვენს კისერზე იქნება  ბატონო მოსამართლევ…ჩემი შვილებს ცოდვა იყოს შენს კისერზე ბატონო მოსამართლევ. მონა, შენი დედაც“… – ასე მიმართა მან მოსამართლეს. მაგ სიმართლით იარე შენ…

მეტი...

ზურაბ ჯაფარიძეს, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, მერობა სურს

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თანახმაა, გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი იყოს. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. “თუ შემოთავაზება იქნება თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია“ – განაცხადა ჯაფარიძემ მედიასთან. მისივე თქმით, მის პარტიას აქვს ამბიცია, ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. „ჩვენ, ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მესამე ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადაწყვეტილება“ –…

მეტი...

„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს

„ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პარლამენტში არ შევიდეს. პარტიის  ორი მანდატი გამოყენებული არ იქნება ამის შესახებ გადაწვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭოს მიიღო. თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიული სიის მეორე ნომერი ტარიელ ნაკაიძე საკუთარ მანდატზე უარს არ ამბობს და აცხადებს, რომ ის პარლამენტში შევა, თუმცა, არა პარტიის სახელით, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ მათი გზები გაიყო. „ევროპული საქართველო“ იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს. სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი. ტარიელ ნაკაიძეს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, ჩვენი პარტიის…

მეტი...

ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ემიჯნება და პარლამენტში შედის

ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. მან „ევროპული საქართველო“ დატოვა და მზადაა, საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშაოს. „ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ რომ ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში პარტიის სახელით წარმოდგენილი არ იქნება, რადგან მან „ევროპული საქართველოს“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიამ დღეს პოლიტსაბჭოზე გადაწყვიტა, რომ პარლამენტში არ შედის. “ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “ევროპულ საქართველოს”, რომ მომეცა საშუალება პარლამენტში მოვხვედრილიყავი. ამ გუნდთან ერთად ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე”, – განაცხადა ნაკაიძემ. შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, “ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შევა.

მეტი...

ვაქცინაციის საბჭომ ვაქცინების შესყიდვაზე იმსჯელა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ერთ ერთი საკითხი, რაზეც ვაქცინაციის საბჭომ დღეს იმსჯელა, ვაქცინების შესყიდვას უკავშირდებოდა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, აღნიშნულ თემაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებულია. „სამი ძირითადი საკითხი იყო განხილული. პირველი, ვაქცინების მიმდინარე შესყიდვების პროცესი. „კოვაქსის“ პლატფორმიდან მოსალოდნელია, რომ საქართველომ დაიწყოს მოკლე ხანში მოლაპარაკება „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ დოზების მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, „ფაიზერის“ დოზების თემაზე რა თქმა უნდა, არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას მიმდინარე პერიოდში. მიმდინარეობს მუშაობა „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე. ეს ყველაფერი შეთანხმდა საბჭოსთან. ასევე, გასულ კვირაში საუბარი იყო „ნოვოვაქსის“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზე. საბჭოს წევრებმა ყველა დეტალი…

მეტი...

„საუბარი იყო თემაზე, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა სექსუალურად იძალადა გარდაცვლილ ქალზე, რაც საეჭვოა“ – ადვოკატი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ყაზახი ქალის, ასელ აიტპატაევას გაუპატიურებაში ბრალდებულის მურატ მეირბეკოვის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმის მასალებში არ არსებობს ა მტკიცებულება, რომელიც 26 წლის ყაზახი ქალის ასელ აიტპატაევას გაუპატიურებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფ მურატ მეირბეკოვის ბრალეულობას დაამტკიცებს. „არსებობს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამოგლეჯილია  კონტექსტიდან. საუბარი იყო თემაზე, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა სექსუალურად იძალადა გარდაცვლილ ქალზე, რაც საეჭვოა. ჩანაწერს, კონკრეტულ ფრაზებს წინ სხვა ფრაზები უძღვის, რომელიც ერთიანობაში უნდა იყოს აღქმული“, – განაცხადა ქარქაშაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. რაც შეეხება გარდაცვლილი ქალის დედის ჩვენებას, ადვოკატი ამბობს, რომ დედის ჩვენებაში მისი…

მეტი...

„არ უნდა დავუშვათ ქალაქში რეკრეაციული სივრცეების განადგურება“ – კახა კალაძე

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქალაქში რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შეიქმნას და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზენტაციაზე – „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკა“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე, შენარჩუნდეს არსებული მწვანე სივრცეები და სპორტული მოედნები. „პრეზენტაციის დასაწყისში ვისაუბრე იმ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა თუ უბანში ხდებოდა – როდესაც რეკრეაციული და სპორტული მოედნების ხარჯზე, საცხოვრებელი კორპუსების, საოფისე სივრცეების მშენებლობა ხდებოდა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ შევთანხმდით, სამშენებლო კომპანიებს ავუხსენით ჩვენი დამოკიდებულება, გვქონდა არაერთი შეხვედრა ცვლილებებთან და…

მეტი...

„ყველა ოჯახი, რომელიც დღეს ითხოვს საკუთარი სახლის რეაბილიტაციას ისტორიულ ზონებში, დაკმაყოფილდება“ – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომდევნო წლებშიც  გააგრძელებს. ამის შესახებ მერმა დედაქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით  განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. „ისტორიული არეალები – ეს არის ის განძი, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის თითოეულ ძეგლს გაფრთხილება ჭირდება. ამის საუკეთესო მაგალითია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. თუმცა ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ეს ზღვაში წვეთია. იმდენი პრობლემაა ამ მიმართულებით და იმდენი რამ არის გასაკეთებელი, რომ, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში…

მეტი...

დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა

„თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. თბილისის მერმა ანგარიშის წარდგენისას  გარემოსდაცვით გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში მწვანე სივრცეების შენარჩუნება და განვითარება მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.   კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისა და გარკვეული გადაწყვეტილებების შედეგად, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობების პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა. „გვახსოვს ის მავნე პრაქტიკა, როდესაც რეკრეაციული ზონების, სპორტული მოედნების,  მწვანე სივრცეების ხარჯზე,…

მეტი...

„მომავალში არაფრისგან დაზღვეული არ ვართ, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გაკეთდა“ – შეიხი დმანისის დაპირისპირებაზე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა მურად მეირბეკოვმა, დმანისში, ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და აღნიშნეს რომ ეს ის შემთხვევაა, როცა დამნაშავეების დასჯა არ მოხდება. „ყველანი ვთანხმდებით, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის ფარგლებში, მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს. პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პროცესები შევაჩერეთ. მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ მომავალში ჩვენ არაფრისგან დაზღვეული არ ვართ, ამიტომ ჩვენი სურვილი და მოლოდინია, მშვიდობამ და გულწრფელმა თანაცხოვრებამ დაისადგუროს“, – განაცხადა შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში.“ შეგახსენებთ,…

მეტი...

„არსებობდა საფრთხე, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდილიყო“ – შეიხი „მედიაცენტრ მთავარში“

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა და მუფტმა, დმანისში განვითარებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს. რაც ადგილზე არსებობს. როგორც შეიხმა რამინ იგიდოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა არსებობდა საფრთხე, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდილიყო. „ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ აღნიშნული ინციდენტი გადაიზარდა ყოფითი ნიადაგიდან სამეზობლოში, სოფლებში, რეგიონებში, ქალაქებში. არსებობდა საფრთხე, რომ ეს ეთნიკურ კონფლიქტშიც გადაზრდილიყო. აღნიშნული საკითხი 3 ასპექტში უნდა განვიხილოთ. უნდა დაისვას კითხვა, რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება განვითარდეს შემდგომში“ – განაცხადა შეიხმა “მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, რეგიონში, ადგილზე გაეცნო რეალურ სიტუაციას…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ მიღწეულ კონსენსუსს მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მიერ მიღწეულ კონსენსუსს მიესალმება. სალომე ზურაბიშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. “მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება. საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის!” – ვკითხულობთ პრეზიდენტის “ფეისბუკ” პოსტში.

მეტი...

“მაპატიე, რომ დღესაც ცოცხალი ვარ და არ ვწევარ შენ გვერდით” – გელა ჩარკვიანი, გარდაცვლილ მეუღლეს

დღეს ირაკლი ჩარკვიანის დედის, ნანა თოიძის დაბადების დღეა. ამასთან დაკავშირებით, გარდაცვლილის მეუღლემ, გელა ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გაავრცელა: „ნანა, ჩემო ერთადერთო ნამდვილო, უკურნებელო სიყვარულო. მაპატიე, რომ დღესაც ცოცხალი ვარ და არ ვწევარ შენ გვერდით. იმაზეც ბოდიშს გიხდი, რომ ამ წყეული ვირუსის გამო უკვე მეორე წელია ვერ ვზეიმობ ჩემ ყველაზე საყვარელ თარიღს – 18 მაისს“, – წერს ჩარკვიანი.

მეტი...

პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

პეკინის გამზირზე, საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ოთარ კერესელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. „პეკინის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძარი გაჩნდა მეხუთე სართულზე, იწვოდა დაახლოებით 300 კვადრატული მეტრი ფართი, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სართულებზე. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული 14 სახანძრო-ავტოცისტერნა. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა დაახლოებით 300 მოსახლემდე ევაკუაცია. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა კერესელიძემ.

მეტი...

იოსებიძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხაძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია

თინა იოსებიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია. მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა ჩაკეტილია ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების კვეთაზე არსებულ არქივის შენობასთან. ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მარჯვნივ მოხვევით, პეკინის გამზირის მიმართულებით, ხოლო გაგარინის ქუჩიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელია კანდელაკის ქუჩის დახმარებით.  რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრავი მარშრუტები გადაადგილდებიან კანდელაკის ქუჩის მიმართულებით და იონა ვაკელის ქუჩის გავლით, სვლას ვაჟა-ფშაველას გამზირზე განაგრძობენ. პეკინის გამზირისკენ მოძრავი მარშრუტები იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების დახმარებით, პეკინის გამზირზე გადაადგილდებიან. მარშალ გელოვანის გამზირისკენ მიმავალი მარშრუტები ამჟამად, შარტავას ქუჩის…

მეტი...

გადასახადის გადამხდელები საურავებისგან გათავისუფლდებიან

დღეიდან, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ, შემოსავლების სამსახურს ჯარიმა-საურავების ჩამოწერის მოთხოვნით მიმართონ. ეს არის ერთჯერადი ღონისძიება, რომელიც კორონა პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობამ მიიღო. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე აღიარებული თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეამციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები. აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, გადასახადის გადამხდელმა დღეიდან 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს პირობები. როგორც ხუციშვილი აცხადებს,  დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში, შეთანხმების გაფორმება შეუძლიათ გადასახადის იმ გადამხდელებსაც, რომელთა მიმდინარე დავალიანება შედგება მხოლოდ ჯარიმა-საურავებისგან. მისივე…

მეტი...

„დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში“ – გაფრთხილება ისრაელში მცხოვრებ ქართველებს

საქართველოს საელჩო ისრაელში, საკუთარი მოქალაქეებისთვის მორიგ გაფრთხილებას ავრცელებს. „ყურადღებით, ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით. დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია. ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრთხის ქვეშაა.  გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

„ამბიციური შეთანხმების პაკეტი“ – მმართველი გუნდი საარჩევო საკითხებზე დღესაც იმსჯელებს

ცესკო-ს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება. ერთს ოპოზიციური პარტიები დანიშნავენ, მეორე კი პროფესიული ნიშნით შეირჩევა. ასეთია შეთანხმება, რომელსაც მმართველი გუნდი ამბიციურს უწოდებს და აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით შეხვედრა დღესაც გაგრძელდება. „იქნება ორი მოადგილე- პროფესიული და ოპოზიციური პარტიების მიერ დასახელებული. ცესკო-ს თავმჯდომარე თუ ვერ ასრულებს უფლებამოსილებას, ამ შემთხვევაში, ოპოზიციური წევრების მიერ დასახელებული მოადგილე შეასრულებს. რაც შეეხება ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, ამაზეც შევთანხმდით. შემიძლია ვთქვა, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ პაკეტით, რომელსაც საბოლოო ფორმას ახლა ვაძლევთ, ვიღებთ ამბიციურ საარჩევნო რეფორმას იმ გაგებით, რომელიც იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და დღეს დამატებითი საკითხებიც შევათანხმეთ, რომელიც გააუმჯობესებს…

მეტი...

თბილისში, დევნილთა საცხოვრებელში ხანძარს ვერ აქრობენ

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, თუმცა, ამ დრომდე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ხანძრიდან თავის დაღწევის გამო, მეექვსე სართულიდან ქალი გადმოხტა. ის გადაყვანილია საავადმყოფოში. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკმაოდ მძიმეა. ადგილზე სახანძრო დახმარების 10-მდე ჯგუფი იმყოფება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხანძარი მეხუთე სართულზე გაჩნდა. მათი ვერსიით, სავარაუდოდ, საუბარია ბუნებრივი აირის გაჟონვაზე, რამაც ხანძარი გამოიწვია.

მეტი...