ზურაბ ჯაფარიძეს, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, მერობა სურს

“გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე თანახმაა, გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი იყოს. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს.

“თუ შემოთავაზება იქნება თანახმა ვარ. ისედაც ვაპირებ, რომ დავდგე და თუ ერთიანი კანდიდატი იქნება, ცხადია, უკეთესია. ჯერჯერობით, რაიმე ასეთი კონსულტაცია არ ყოფილა, არ მქონია კონსულტაცია“ – განაცხადა ჯაფარიძემ მედიასთან.

მისივე თქმით, მის პარტიას აქვს ამბიცია, ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი.

„ჩვენ, ყველაზე პატარა დანახარჯებით თბილისში მესამე ადგილზე გავედით. შესაბამისად, ჩვენს პარტიას აქვს ამბიცია, რომ თბილისში ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი. ეს არის ახლა, ამ წუთში მოცემულობა. ჯერ პარტიაში მიღებული არ არის ამაზე გადაწყვეტილება“ – განმარტა მან.

მსგავსი თემები