გადასახადის გადამხდელები საურავებისგან გათავისუფლდებიან

დღეიდან, გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ეძლევათ, შემოსავლების სამსახურს ჯარიმა-საურავების ჩამოწერის მოთხოვნით მიმართონ. ეს არის ერთჯერადი ღონისძიება, რომელიც კორონა პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობამ მიიღო.

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე აღიარებული თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეამციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.

აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, გადასახადის გადამხდელმა დღეიდან 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს პირობები.

როგორც ხუციშვილი აცხადებს,  დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში, შეთანხმების გაფორმება შეუძლიათ გადასახადის იმ გადამხდელებსაც, რომელთა მიმდინარე დავალიანება შედგება მხოლოდ ჯარიმა-საურავებისგან. მისივე თქმით, განცხადებები ავტომატურ რეჟიმში დაკმაყოფილდება, რაც უზრუნველყოფს, რომ პროცესი იყოს სწრაფი და მარტივი.

მსგავსი თემები