„მონა, შენი დედაც…“გოგი წულაიამ მოსამართლეს მონა უწოდა და აგინა

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი გოგი წულაია პროტესტს აცხადებს და შიმშილობს. სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა, მან მოსამართლეს და პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რის გამოც ის სასამართლოდან გააძევეს.

მოსამართლე ზვიად შარაძეს წულაია მას  შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მან პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პატიმრობაში დატოვა.

„ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ წარმოადგენს იმდენად მძიმეს, რომ ბრალდებული გათავისუფლდეს პატიმრობიდან“ – ეს იყო მოსამართლე ზვიად შარაძის პოზიცია, რასაც გოგი წულაიას გაღიზიანება მოჰყვა.

„თქვენს კისერზე იქნება  ბატონო მოსამართლევ…ჩემი შვილებს ცოდვა იყოს შენს კისერზე ბატონო მოსამართლევ. მონა, შენი დედაც“… – ასე მიმართა მან მოსამართლეს. მაგ სიმართლით იარე შენ ბატონო მოსამართლევ. შე ახ… შენ… წადი თქვენი დედაც….“ – ეს იყო გოგი წულაიას სიტყვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე.

მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფისთვის გოგი წულაია სხდომიდან გააძევა.

წულაია პროკურატურასაც დაუპირისპირდა და უთხრა, რომ ის პოლიტ პატიმარია და ციხიდან ისევე გამოვა, როგორც ნიკანორ მელია.

მეორე დღეა, რაც გოგი წულაია პროტესტის ნიშნად ციხის საავადმყოფოში შიმშილობს, ის უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც.

მსგავსი თემები