„არსებობდა საფრთხე, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდილიყო“ – შეიხი „მედიაცენტრ მთავარში“

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა და მუფტმა, დმანისში განვითარებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს. რაც ადგილზე არსებობს. როგორც შეიხმა რამინ იგიდოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა არსებობდა საფრთხე, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები ეთნიკურ კონფლიქტში გადაზრდილიყო.

„ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ აღნიშნული ინციდენტი გადაიზარდა ყოფითი ნიადაგიდან სამეზობლოში, სოფლებში, რეგიონებში, ქალაქებში. არსებობდა საფრთხე, რომ ეს ეთნიკურ კონფლიქტშიც გადაზრდილიყო. აღნიშნული საკითხი 3 ასპექტში უნდა განვიხილოთ. უნდა დაისვას კითხვა, რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება განვითარდეს შემდგომში“ – განაცხადა შეიხმა “მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, რეგიონში, ადგილზე გაეცნო რეალურ სიტუაციას და მიზეზების გამოიკვლია. რეგიონში მსგავსი ინციდენტები ყოველთვის ხდებოდა და ადგილზე გვარდებოდა, მასშტაბურ კონფლიქტში არ გადაზრდილა.

„სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები, რაც ხდებოდა, არც სამართლებრივ ჭრილში შეფასებულა და არც საზოგადოებრივი რეაქცია ყოფილა. სამწუხარო ფაქტი იყო ის, რომ ხშირ შემთხვევაში მედიასაშუალებები არაობიექტურად აშუქებდნენ სიტუაციას ან ერთი მხარის ინტერესებს იცავდნენ, რამაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქციები გამოიწვია… ამ შემთხვევაში, ორივე მხრიდან იყო სურვილი, რომ შერიგებულიყვნენ. ეს საკითხი უნდა დასრულებულიყო, რადგან ისინი ერთად თანაცხოვრობენ, მეზობლად არიან და სურთ, მომავალში კარგი კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეთ, როგორც აქამდე. ინციდენტის დროს იყო ბლაგვი საგნები გამოყენებული“ – განაცხადა შეიხმა “მედიაცენტრ მთავარში

მსგავსი თემები