თბილისში, დევნილთა საცხოვრებელში ხანძარს ვერ აქრობენ

თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები, თუმცა, ამ დრომდე ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.

ხანძრიდან თავის დაღწევის გამო, მეექვსე სართულიდან ქალი გადმოხტა. ის გადაყვანილია საავადმყოფოში. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკმაოდ მძიმეა.

ადგილზე სახანძრო დახმარების 10-მდე ჯგუფი იმყოფება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხანძარი მეხუთე სართულზე გაჩნდა. მათი ვერსიით, სავარაუდოდ, საუბარია ბუნებრივი აირის გაჟონვაზე, რამაც ხანძარი გამოიწვია.

მსგავსი თემები