„სიმბოლურად ხელის ჩამორთმევით საკითხი არ აღმოფხვრილა“ – შეიხი „მედიაცენტრ მთავარში“

სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხის, რამინ იგიდოვის განცხადებით, დმანისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხელის ჩამორთმევა არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი ამოწურულია. როგორც შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მომავალში რა მოხდება არავინ იცის.    

„სიმბოლურად, ხელის ჩამორთმევით საკითხი აღმოფხვრილი არ არის, თუმცა, დროებით, ჩვენ იქ შევაჩერეთ პროცესები. მომავალში, ჩვენ არ ვართ დაზღვეული არაფრისგან. ამიტომ, ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ აუცილებელია რიგი ერთობლივი პროექტების განხორციელება. ეს იქნება ერთობლივი სადღესასწაულო ღონისძიებები თუ სხვა. უნდა იყოს მეტი საზოგადოებრივი ჩართულობა“ – განაცხადა შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი თქმით, იყო მცდელობა, არსებული ვითარება გარკვეულ ჯგუფებს საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა.

„საქმე იქამდე იყო მისული, რომ ნაციონალური დაჯგუფებები თუ რიგი პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის  და ქულების ჩასაწერად იყენებენ აღნიშნულ სიტუაციას, რაც ცდებოდა ყოველგვარ კონტროლს და საზღვრებს. დაუშვებელი იყო პროცესების ამ ფორმით გაგრძელდება. როგორც ჩვენ გავარკვიეთ, ინცინდენტის საღამოს ყველა დამნაშავე პირი იყო დაკავებული, ვინც მაღაზიის ჩხუბის ინციდენტში მონაწილეობდა. ეს რომ სცოდნოდა აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა. მათ რომ სცოდნოდათ რომ დამნაშავეები დააკავეს, ასე არ განვითარდებოდა მოვლენები“ – განაცხადა შეიხმა „მედიაცენტრ მთავართან“. 

მსგავსი თემები