ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ემიჯნება და პარლამენტში შედის

ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. მან „ევროპული საქართველო“ დატოვა და მზადაა, საკანონმდებლო ორგანოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იმუშაოს.

„ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ რომ ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში პარტიის სახელით წარმოდგენილი არ იქნება, რადგან მან „ევროპული საქართველოს“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება  მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიამ დღეს პოლიტსაბჭოზე გადაწყვიტა, რომ პარლამენტში არ შედის.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “ევროპულ საქართველოს”, რომ მომეცა საშუალება პარლამენტში მოვხვედრილიყავი. ამ გუნდთან ერთად ძალიან სერიოზული გამოცდილება მივიღე”, – განაცხადა ნაკაიძემ.

შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, “ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შევა.

მსგავსი თემები