„ევროპული საქართველო“ საპარლამენტო მანდატებზე უარს აცხადებს

„ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ პარლამენტში არ შევიდეს. პარტიის  ორი მანდატი გამოყენებული არ იქნება ამის შესახებ გადაწვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭოს მიიღო.

თუმცა, ამის მიუხედავად, პარტიული სიის მეორე ნომერი ტარიელ ნაკაიძე საკუთარ მანდატზე უარს არ ამბობს და აცხადებს, რომ ის პარლამენტში შევა, თუმცა, არა პარტიის სახელით, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე გიგა ბოკერია გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ მათი გზები გაიყო.

„ევროპული საქართველო“ იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს. სამწუხაროდ, ბატონ ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი. ტარიელ ნაკაიძეს მინდა მადლობა ვუთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი.  უფრო მეტიც, ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი პოლიტიკური გზები, ამ მომენტში, ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს „ევროპულ საქართველოს“ ამ პარლამენტში. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია რჩება მყარი, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს და არ ვცვლით პოზიციას არალეგიტიმურ პარლამენტთან დაკავშირებით“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ მედიასთან.

მსგავსი თემები