„დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში“ – გაფრთხილება ისრაელში მცხოვრებ ქართველებს

საქართველოს საელჩო ისრაელში, საკუთარი მოქალაქეებისთვის მორიგ გაფრთხილებას ავრცელებს.

„ყურადღებით, ვრცელდება ინფორმაცია თელ-ავივზე და შესაბამისად, ქვეყნის ცენტრზე საჰაერო თავდასხმასთან დაკავშირებით. დაბრუნდით საცხოვრებელ სახლებში! არ გაჩერდეთ ისეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია.

ქალაქები: აშკელონი, შდეროთი, აშდოთი, იავნე, გადერა, ბათ იამი, ლოდი, რამლე, ხულონი, რიშონ ლეციონი, რამათ განი, გივატაიმი, ორეუდა, პეტახ ტიკვა, ბნეი ბრაკი და მათი შემოგარენი საფრთხის ქვეშაა.  გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული წესები”, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი თემები