„საუბარი იყო თემაზე, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა სექსუალურად იძალადა გარდაცვლილ ქალზე, რაც საეჭვოა“ – ადვოკატი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ყაზახი ქალის, ასელ აიტპატაევას გაუპატიურებაში ბრალდებულის მურატ მეირბეკოვის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმის მასალებში არ არსებობს ა მტკიცებულება, რომელიც 26 წლის ყაზახი ქალის ასელ აიტპატაევას გაუპატიურებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფ მურატ მეირბეკოვის ბრალეულობას დაამტკიცებს.

„არსებობს სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც ამოგლეჯილია  კონტექსტიდან. საუბარი იყო თემაზე, რომ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა სექსუალურად იძალადა გარდაცვლილ ქალზე, რაც საეჭვოა. ჩანაწერს, კონკრეტულ ფრაზებს წინ სხვა ფრაზები უძღვის, რომელიც ერთიანობაში უნდა იყოს აღქმული“, – განაცხადა ქარქაშაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება გარდაცვლილი ქალის დედის ჩვენებას, ადვოკატი ამბობს, რომ დედის ჩვენებაში მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბარი არ არის.

„იქ ძალადობაზე საუბარი არ არის. უბრალოდ, ეს არის ალბათ, ოჯახის ეჭვი და ზოგადად მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რადგან მურატმა ჩამოიყვანა 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ის მასზე ძალადობას ახორციელებდა და ა.შ. .. მეორე ბრალდებულის ბესიკ თოდუას გადმოცემით, ყველა ინფორმირებულია, რომ თითქოს, ქალზე მურად მეირბეკოვი ძალადობდა. ცოტა არ იყოს წარმოუდგენელია, ის, რომ თუ ძალადობა მოხდა, ძალადობიდან მეორე დღეს უკვე მიდიან ტანსაცმლის შესაძენად. გოგონა არის მხიარული, კარგ ხასიათზე, უკავშირდება დედას ათვალიერებინებს ქალაქს, მეორე დღეს მიდის მცხეთაში. მე მგონი, მსხვერპლი, ასეთ სიტუაციაში ასე ვერ მოიქცეოდა“, – განაცხადა ქარქაშაძემ.

რაც შეეხება ტრეფიკინგის მუხლს, როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტა, არ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც დადასტურდება, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფი მურატ მეირბეკოვი ადამიანებით ვაჭრობას ეწეოდა. ისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ამ ეტაპამდე კომუნიკაციას ერ ამყარებს.

„როდესაც დამევალა აღნიშნული პიროვნების დაცვა იმ დღეს მასთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა. მეორე დღეს, როდესაც „ვოთს აპის“ საშუალებით ვუკავშირდებოდი ტელეფონს არავინ პასუხობდა და უკვე გასაგები მიზეზების გამო, ჩემთვის მესამე დღეს გახდა ცნობილი, რომ ის დაკავებული იყო ტრეფიკინგის ბრალდებით. კომუნიკაცია ვერ შედგა“, – აცხადებს ადვოკატი მედიაცენტრ „მთავარის“ პრესკლუბში .

შეგახსენებთ, რონ 26 წლის ყაზახი ქალი მერვე სართულიდან გადმოვარდნილი იპოვეს. ოჯახი ამტკიცებს, რომ მასზე იძალადეს და გადმოაგდეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბესიკ თოდუა დააკავეს.

ასევე,  პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა გარდაცვლილი ქალის სიძეს, მურატ მეირბეკოვს.

მსგავსი თემები