„რატომ არ დაისაჯნენ დამნაშავეები? ეს ის შემთხვევაა, როცა არჩევანი გაკეთდა ცუდსა და უარესს შორის“ – შეიხი დმანისის დაპირისპირებაზე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხის, რამინ იგიდოვის განცხადებით, ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ დმანისში მომხდარი დანაშაულის შედეგად დამნაშავეები დაისჯებოდნენ თუმცა, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გაკეთდა. ეს განცხადება შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„ადგილზე, მოსახლეობასთან გვქონდა შეხვედრები და გავეცანით რეალურ სიტუაციას. გამოვიკვლიეთ მიზეზები და აღმოჩნდა, რომ მსგავსი ინციდენტები ყოველთვის ხდებოდა, თუმცა მსგავს დანაშაულს  შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არასდროს მოჰყოლია. ჩვენი მოლოდინი და სურვილი იყო, რომ სიტუაცია მოგვარებულიყო და ყველა დამნაშავე დასჯილიყო კანონის შესაბამისად და ყველას ამისი მოლოდინი გვქონდა. შეხვედრების ფონზე, ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი იყო შერიგება. ხშირად გვეკითხებიან, რატომ დასრულდა ყველაფერი ასე და რატომ არ მოხდა დამნაშავეების დასჯა, რატომ შერიგება და დათმობა. რეალობა ისაა, რომ ორივე მხრიდან იყოს სურვილი შერიგების“ – განმარტა შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე, ერთადერთი ოპტიმალური გამოსავალი მოიძებნა.

„იყო ბლაგვი საგნების გამოყენება.  დამნაშავე უნდა  დაისაჯოს კანონიერების ფარგლებში, თუმცა, ზოგჯერ არის მდგომარეობა, როცა არჩევანს ვაკეთებთ ცუდსა და უარესს შორის. ეს სწორედ ეს შემთხვევა იყოს’ – განაცხადა შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში.“  

მსგავსი თემები