„მომავალში არაფრისგან დაზღვეული არ ვართ, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გაკეთდა“ – შეიხი დმანისის დაპირისპირებაზე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა რამინ იგიდოვმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა მურად მეირბეკოვმა, დმანისში, ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს და აღნიშნეს რომ ეს ის შემთხვევაა, როცა დამნაშავეების დასჯა არ მოხდება.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის ფარგლებში, მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ცუდსა და უარესს შორის ვაკეთებთ არჩევანს. პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ ჩვენთვის მთავარი იყო, რომ პროცესები შევაჩერეთ. მშვიდობამ დაისადგურა, მაგრამ მომავალში ჩვენ არაფრისგან დაზღვეული არ ვართ, ამიტომ ჩვენი სურვილი და მოლოდინია, მშვიდობამ და გულწრფელმა თანაცხოვრებამ დაისადგუროს“, – განაცხადა შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ, დმანისი ე.წ. ცხელი წერტილი იყო. პროცესების დარეგულირებასა და დაპირისპირებული მხარეების შერიგებაში შეიხი და მუფტიც მონაწილეობდა.

მსგავსი თემები