სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკამ საქართველოს 100 მილიონიანი დახმარება გაუწია

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ფინანსური დახმარების ნაწილზე.   განცხადების მიხედვით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, შტატებმა საქართველოს 100 მილიონ დოლარიანი დახმარება გაუწია. „დახმარება მოიცავს თანხებს ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების შესაძენად; ინდივიდუალური აღჭურვილობის შესაძენად; საზღვაო დომენის ინფორმირებულობის ასამაღლებლად;  საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაუმჯობესებლად; სპეციალური დანიშნულების ძალების გასაძლიერებლად. საქართველო, ასევე. იღებს წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ დოლარს საერთაშორისო სამხედრო სწავლებისა დაფინანსებისთვის, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის 60 პროცენტზე მეტი აშშ სამხედრო განათლების კურსდამთავრებულია”, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მეტი...

თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და განათლება – სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან თანამშრომლობაზე

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აგებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზე“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის 2008 წლის შეჭრას საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულია. როგორც მონაწილე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში საქართველოში კონფლიქტის საკითხზე, შეერთებული შტატები განაგრძობს აქტიურ როლს ამ პრინციპების მხარდაჭერაში… ტრამპის ადმინისტრაციამ იმუშავა ჩვენი ორმხრივი კავშირების განმტკიცებაზე. აშშ-საქართველოს ქარტიის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ კვლავ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს დემოკრატიის…

მეტი...

„აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით” – მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეო საქართველოში  ვიზიტთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს და აცხადებს, რომ აღფრთოვანებულია. . „აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მტკიცე ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას ემყარება. მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, – დაწერა მაიკლ პომპეომ „ტვიტერში“.

მეტი...