თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და განათლება – სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან თანამშრომლობაზე

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აგებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის ღრმა სიყვარულზე“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

“შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის 2008 წლის შეჭრას საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულია. როგორც მონაწილე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში საქართველოში კონფლიქტის საკითხზე, შეერთებული შტატები განაგრძობს აქტიურ როლს ამ პრინციპების მხარდაჭერაში… ტრამპის ადმინისტრაციამ იმუშავა ჩვენი ორმხრივი კავშირების განმტკიცებაზე. აშშ-საქართველოს ქარტიის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ კვლავ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს დემოკრატიის საკითხებზე ორმხრივ სამუშაო ჯგუფებთან ჩვენი დისკუსიისთვის; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული საკითხები; და ხალხთა შორის და კულტურული გაცვლა“ – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.  

განცხადებაში ასევე საუბარია ნატოში ინტეგრაციასა და ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაზე.

“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საქართველო დარჩება ავღანეთში, იქამდე სანამ შეერთებულ შტატები დარჩება. ქართველი ჯარისკაცები მამაცურად მსახურობდნენ და ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქართველებს, რომლებმაც სიცოცხლე შეიწირეს ან დაიჭრნენ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით. შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა მიაღწიოს თავის მიზანს, შეიმუშაოს საკუთარი შესაძლებლობები, დაიცვას საკუთარი თავი მომავალი აგრესიისგან და შეერთებული შტატები არის საქართველოს უსაფრთხოების ძირითადი პარტნიორი” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები