სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამერიკამ საქართველოს 100 მილიონიანი დახმარება გაუწია

  •  

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, ფინანსური დახმარების ნაწილზე.  

განცხადების მიხედვით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, შტატებმა საქართველოს 100 მილიონ დოლარიანი დახმარება გაუწია.

„დახმარება მოიცავს თანხებს ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების შესაძენად; ინდივიდუალური აღჭურვილობის შესაძენად; საზღვაო დომენის ინფორმირებულობის ასამაღლებლად;  საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაუმჯობესებლად; სპეციალური დანიშნულების ძალების გასაძლიერებლად. საქართველო, ასევე. იღებს წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ დოლარს საერთაშორისო სამხედრო სწავლებისა დაფინანსებისთვის, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის 60 პროცენტზე მეტი აშშ სამხედრო განათლების კურსდამთავრებულია”, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მსგავსი თემები