„რუხში მცხოვრები მოსახლეობა ყველაზე ნათლად ხედავს ოკუპაციის მძიმე ტვირთს“ – ირაკლი ჩიქოვანი

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში გაიმართა. რუხში ბოლო წლების განმავლობაში  მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და ნაწილზე სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს.  ირაკლი ჩიქოვანის თქმით ამ სოფლის მოსახლეობა ყველაზე ნათლად ხედავს ოკუპაციის მძიმე ტვირთს.  ,,რუხში უკვე ფუნქციონირებს 220-ადგილიანი მრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ადგილობრივებთან ერთად, აფხაზეთიდან გადმოსულ ჩვენს მოქალაქეებს ემსახურება.  სოფელში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ძალიან მალე  რუხი-ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაც დაიწყება. დღესვე გამოცხადდა რუხში თანამედროვე ბაღის მშენებლობაზე ტენდერი. ამავე სოფელში ვაშენებთ საფეხბურთო…

მეტი...

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ნოვას“ მოლარე-ოპერატორს კორონავირუსი დაუდგინდა – ცენტრი დაიკეტა

ბათუმში სავაჭრო ცენტრ “ნოვაში” ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსი მოლარე-ოპერატორს დაუდასტურდა, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სპეციალისტები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავაჭრო ცენტრ “ნოვას” ყველა თანამშრომელს ნიმუშს აუღებენ. ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრი დაკეტილია და ტესტის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, განაახლებენ თუ არა მუშაობას. “ტესტირების პასუხის შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ჩატარდება ტესტირებები, სერიოზულ გართულებებს არ ველოდებით. რადგან ზომები დაცული იყო “,- აცხადებენ სავაჭრო ცენტრ “ნოვას” ადმინისტრაციაში.

მეტი...

ყველა პირი, ვისაც 5 სექტემბრის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულ დეპუტატთან ჰქონდა კონტაქტი, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ დეპუტატ, ლევან გოგიჩაიშვილთან ჰქონდა კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, თვითიზოლაციაში გადავა და ტესტირება ჩაუტარდება. პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად განაგრძობს. პარლამენტის შენობაში გატარდება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები. „როგორც ცნობილია პარლამენტის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, ყველა პირი, ვისაც ჰქონდა ინფიცირებულთან კონტაქტი 5 სექტემბრის შემდეგ, გადავა თვითიზოლაციაში და ჩაუტარდება ტესტირება. სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავდება დეპუტატის სამუშაო სივრცე. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაში გაგრძელდება რეგულარული დეზინფექცია. შენობაში შესვლისას ყველა პირი გაივლის თერმოკონტროლს.…

მეტი...

მოქალაქეებს, რომლებიც კარვებს „პისიარ“ ტესტირებისთვის მიმართავენ, სამი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია მიეცათ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს აჭარაში შექმნილ ეპიდსიტუაციაზე. მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები რეგულაციების კონტროლისა და გამკაცრების მიმართულებითაც. მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან კოორდინაციით, აჭარაში ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდა. დღეს, „პისიარ“ ტესტირების კარვები აჭარაში დამატებით ორ ლოკაციაზე განთავსდა. მოქალაქეებს, რომლებიც მიმართავენ კარვებს „პისიარ“ ტესტისთვის, მიეცათ რეკომენდაცია სამი დღის განმავლობაში დარჩნენ თვითიზოლაციაში და მოერიდონ კონტაქტებს. ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით აჭარაში შეჩერდა კულტურული ღონისძიებები, როგორც ღია ისე დახურულ სივრცეში. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარიტუალო დარბაზების და ტურისტული ობიექტების,…

მეტი...

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია” – ირაკლი ჩიქოვანი

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს შეხვედრა გამართა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებთან. მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. კომუნიკაციის დამყარებაში ირაკლი ჩიქოვანს ჟესტური ენის სპეციალისტი დაეხმარა. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ მათი უფლებების დაცვის გაძლიერებას ემსახურება ახალი შშმ უფლებების კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე სახელმწიფოს მიერ ქართული ჟესტური ენის აღიარებაა, რომელიც სახელმწიფო დონეზე ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა “, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის დროს მთავრობამ…

მეტი...

„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტი და მნიშვნელოვანი იქნება“ – სულხან მახათაძე

დღეს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართა. საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, სხდომაზე თემატუი მოკვლევების შედეგებიც განიხილეს, რომელიც შეეხებოდა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებულ მდგომარეობას, გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასებას და „მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის დოკუმენტს. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ჭიათურის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, წარმოადგინა კანონპროექტი  „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , რომელსაც კომიტეტმა  მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომაზე მან ასევე აღნიშნა, რომ „თემატური მოკვლევები, ამათუიმ საკითხზე, გარდა ზოგადი შეფასებისა გვეხმარება არა მარტო იმაში, რომ რაც შეიძლება…

მეტი...

ფოთში, მდინარე რიონში მოზარდის ცხედარი იპოვეს

ფოთში, მდინარე რიონში მყვინთავებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, 17 წლის ბიჭი რიონში საცურაოდ შევიდა და იგი მდინარემ გაიტაცა. არასრულწლოვანი მარნეულიდანაა და ფოთში სტუმრად იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაცუების მართვის სამსახურის სამი მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი, 2 კატერი, აქედან ერთი აღჭურვილი წყალზე საძიებო სკანერი “ექოლოტით” და სამაშველო ჯგუფი საფრენი აპარატი დრონით. გამოძიება დაწყებულია სსკ -ს 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ოჯახის ინფორმაციით, ვირუსზე პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა ორდღიანი თვითიზოლაციის შემდეგ განმეორებითმა ტესტმა დადებითი აჩვენა.  როგორც ვიკა ბუკია აცხადებს, ტესტირების პასუხები მათთვის დღეს გახდა ცნობილი. 

მეტი...

ცნობილია სასტუმროები, სადაც უსიმპტომო და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები იმკურნალებენ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუკი აქამდე მსუბუქი სიმძიმის პაციენტები ჰოსპიტალში მკურნალობდნენ, ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ისინი საკარანტინო ზონად მოწყობილ სასტუმრობეში იმკურნალებენ.  მისივე თქმით, ამისათვის უკვე გამოიყო სასტუმროები.  “ჩვენ, დღეისთვის, მობილიზებული გვაქვს 650-მდე საწოლი, სადაც საშულო და მძიმე პაციენტებს მკურნალობენ. აქამდე ყველა მსუბუქი პაციენტი ჰოსპიტალში მკურნალობდა. დღეიდან კი ჩვენ ავამოქმედეთ ახალი მოდელი, რომელიც ითვალისწინებს მსუბუქი პაციენტების მკურნალობას არა ჰოსპიტალში, არამედ საკარანტინო სივრცეში და იმ პირობებში, სადაც მეტად კომფორტული გარემო იქნება. ჯგუფი, რომელსაც ეს ცვლილება ეხება, მოიცავს პაციენტებს 19 წლიდან 65 წლის შუალედში, მათ ვისაც რაიმე ქრონიკული…

მეტი...

თბილისი-სტამბოლის მიმართულებით 20, 23 და 27 სექტემბერს ჩარტერული ფრენები განხორციელდება

20, 23 და 27 სექტემბერს Turkish Airlines-ის შვილობილი ავიაკომპანია „ანადოლუჯეტი“, თბილისი-სტამბოლის (საბიჰა გოქჩენის აეროპორტი) მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს. „ტავ ჯორჯიას“ ცნობით, აღნიშნული ფრენები იქნება გამყვანი, რაც გულისხმობს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს მხოლოდ თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე მოემსახურება.

მეტი...

“აუცილებელია, დამსაქმებელმა მომატებული ტემპერატურით ადამიანი დაწესებულებაში არ დაუშვას” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარების აუცილებლობაზე. მისი თქმით, კორონავირუსული ინფექცია კარგა ხნის განმავლობაში არ გაქრება და დაცვის საშუალება ნიღაბი, დისტანცია, ხელების დაბანა და დიდი თავშეყრებისგან თავის შეკავებაა. „მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს,  ერთმანეთი უნდა ვაკონტროლოთ და მივცეთ გარკვეული შენიშვნა, როცა ვთქვათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და ვიღაცას არ უკეთია ან სწორად არ უკეთია ნიღაბი, მივცეთ შენიშვნა ადამიანებს. ეს არ არის შენიშვნა, რეკომენდაციაა. ჩვენ გვგონია, რომ ვიღაც შოლტით უნდა დაგვადგეს და გინდა თუ არა, ამას რატომ არ ასრულებ. ჩვენი თვიშეგნება უნდა…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოში დღეს გიორგი ქათამაძესთან ერთად მარიამ ხატისკაციც დაიკითხება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს სასამართლოში ოქროს მოწმე დაიკითხება. გიორგი ქათამაძესთან ერთად დღესვე, ბრალდებისა და დაცვის მხარეები მოსამართლესთან ერთად მოისმენენ მარიამ ხატისკაცის ვერსიას, რა მოხდა 18 ივნისს მცხეთაში. სასამართლო პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში იწყება, სასამართლოში ახლახან მივიდა საქმის ოქროს მოწმე გიორგი ქათამაძე, რომელსაც მერსედესის მგზავრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.  გიორგი ქათამაძეს ამაზე საუბარი უჭირს, რადგან ჩვენებებით ირკვევა, რომ 18 ივნისს მან პირველივე დარტყმის დროს გონება დაკარგა. არასრულწლოვნების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს გიორგი ქათამაძისთვის დაზიანებები არ მიუყენებიათ. ისინი ასევე აცხადებენ, რომ დღეს რომელი მოწმეები დაიკითხებიან ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. არსებითი განხილვის ფარგლებში…

მეტი...

“დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყება ეპიდვითარების შესაბამისად სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ახორციელებს და დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება. აღნიშნული განცხადება  ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა: “ჩვენ სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა. აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომელიც არის ჩვენგან წარმოდგენილი, დანარჩენებს მიეცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს. დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

აჭარაში COVID-19 სასაზღვრო პოლიციის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა

აჭარაში COVID-19 სასაზღვრო პოლიციის ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. მათგან ერთ-ერთი ბათუმის სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი დამხმარე პერსონალი. ინფორმაციას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს.  სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ადგილზე დეზინფექცია ჩატარდა და ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ასევე, მიმდინარეობს იმ პირთა იდენტიფიცირება, რომელთაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ თანამშრომლებთან.  ამ დროისთვის, აჭარაში კოვიდცენტრებში 115 პაციენტი იმყოფება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება კოვიდინფიცირებულთა მკურნალობის შეცვლილ პროტოკოლს, ბათუმის კოვიდცენტრიდან 18 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს და ისინი მკურნალობას იქ განაგრძობენ. “ჩვენ კლინიკაში მოყვანილი იქნა 26 ინფიცირებული პაციენტი. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა…

მეტი...

“მიხეილ რამიშვილის მიერ წარდგენილი ფოტოების მიხედვით, არ ირკვევა მისი წარმოშობის წყარო, არ არის მითითებული ვებგვერდი” – პროკურატურა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროვებულ ფოტოებზე, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული, შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, მიხეილ რამიშვილმა უარი განაცხადა დაესახელებინა სატელიტური თანამგზავრი და ფოტოების მფლობელი კომპანია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფოტოებს ექსპერტიზა ჩაუტარდება იმის დადგენის მიზნით, ხომ არ არის აღნიშნულ ფოტომასალაზე მონტაჟის კვალი. „საქართველოს პროკურატურამ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ერთ-ერთი ტელეკომპანიის საშუალებით მის მიერ გასაჯაროებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსთხოვა. მიხეილ რამიშვილმა პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22…

მეტი...

„საარჩევნო პერიოდი, დეველოპერულ სექტორზე უარყოფითად მოქმედებს“ – მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი „მედიაცენტრ მთავარში“

„პანდემიის პერიოდში ელემენტარულად ხალხი ვერ დადიოდა ბინების შესარჩევად და გაყიდვები გაჩერებული იყო, გაჩერებული იყო სამშენებლო სამუშაოებიც იმ მიზეზით, რომ წარმოებები არ მუშაობდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა. როსტომაშვილი თვის, რომ საარჩევნო წელი დეველოპერულ სექტორზე უაროფითად მოქმედებს, მისივე განმარტებით დეველოპერული სექტორის განვითარება დმოკიდებულია საზოგადოების განწყობაზე. „სამუშაო ადგილები არ შემცირებულა, საერთოდ სამშენებლო სფერო, უძრავი ქონების შეძენა ეს არის ძალიან დიდად დამოკიდებული საზოგადოების განწყობაზე, რამდენად უნდა ადამიანს ამ ქვეყანაში ან ქალაქში უძრავი ქონება იყიდოს, ძალიან მოქმედებს ამ დროს საარჩევნო წელი, რადგან კატაკლიზმები იყო საარჩევნო წელს, ეს მომენტი…

მეტი...

“ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება, თუმცა ყველაზე ცხელი წერტილი აჭარაა” – ამირან გამყრელიძე

ს​აქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძემ აჭარის რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. გამყრელიძე ამბობს, რომ აჭარა ვირუსის გავრცელების მხრივ ცხელ წერტილად რჩება და მოქალაქეებს მაქსიმალურად რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, თუმცა აღნინავს, რომ ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება. “ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, სადაც ინციდენტების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, 47.8. იქ 25-დან 7 არის ე.წ. ხოფის კლასტერი, ორი თანამშრომელი და ოჯახის 5 წევრი, ასევე 3 იუსტიციის სახლის შემთხვევები გვაქვს თავისი ოჯახის წევრებით, ერთი სამშობიარო სახლის ექთანი, ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი ორბის თანამშრომელი, ერთი სასაზღვრო პოლიციის, ერთი…

მეტი...

“კეთილი ვინებოთ და მივცეთ შენიშვნა ვისაც პირბადე არ უკეთია, გვგგონია რომ ვიღაც შოლტით უნდა დაგვადგეს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა გაითავისოს, რომ ეპიდემიასთან ბრძოლისას ყველაზე მთავარი რეკომენდაციების დაცვაა. გამყრელიძემ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.  “ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ვიღაცამ უნდა გვაკონტროლოს. აი ერთმანეთი უნდა ვაკონტროლოთ და ერთმანეთს უნდა მივცეთ გარკვეული შენიშვნა, როცა თქვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბრძანდებით და არ უკეთია ვიღაცას ნიღაბი ან სწორად არ უკეთია, კეთილი ვინებოთ და მივცეთ ეს შენიშვნა. ეს არ არის შენიშვნა, რეკომენდაციაა. ჩვენ გვგონია, რომ ვიღაცა შოლტით უნდა დაგვადგეს და გინდა, თუ არა ამას რატომ არ ასრულებ. ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს, სულ ამას ვსაუბრობთ, რომ კორონავირუსული ინფექცია…

მეტი...

“9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ” – მიხეილ სააკაშვილმა 9 პუნქტიანი გეგმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა

“9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ” – საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, 9 პუნქტიანი გეგმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 1. პოლიცია იქნება სრულად და რეალურად დეპოლიტიზირებული. ამაში იგულისხმება როგორც საპატრულო პოლიცია, ისე კრიმინალური პოლიცია და ასევე საპოლიციო სპეცრაზმები. იგი იქნება მხოლოდ ლოჯისტიკურ ბმაში შსს-თან, ხოლო მისი ხელმძღვანელი შსს მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება. მას არც მინისტრი დანიშნავს და არც პრემიერი. იგი სამოქალაქო სექტორიდან დასახელებული კანდიდატურებისგან შეირჩევა და მისი დამტკიცებისთვის არა უბრალოდ პარლამენტის ხმათა უმრავლესობა, არამედ ოპოზიციის არა ნაკლებ ერთი მესამედის თანხმობა იქნება აუცილებელი. დასახელების უფლებამოსილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციათა ნუსხას სახალხო დამცველი განსაზღვრავს. 2. იუსტიციის სამინისტროს გამოეყოფა სასჯელაღსრულების სამსახური. აქაც,…

მეტი...

თბილისის მერი მოქალაქეებს ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბოლო დღეების განმავლობაში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე შესაბამისი სანქციების გამოწერა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. „ვინც ერთხელ მაინც გაიარა ჭავჭავაძის გამზირზე, ცხადია, გაუჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ავტობუსი დაეჯახოს კერძო ავტომობილს. შეუძლებელია, რადგან ყველას აქვს გამოყოფილი თავისი ზოლი, თუ რაღაც სასწაულს არ ჩაიდენ, შეუძლებელია, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს. მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე უკვე დაიწო ჯარიმების გამოწერა, ჩართულია სპეციალური ვიდეოკამერები, ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა დარღვევა პოლიციელის გარეშე ფიქსირდება. რა თქმა უნდა, დაჯარიმებული…

მეტი...

სოფელ დიღომსა და მუხიანის დასახლების სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელი ეწყობა

სოფელ დიღომსა და მუხიანის დასახლების სხვადასხვა მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სოფელი დიღმის მთლიანად დაქსელვას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან საკმაოდ დიდი პროექტია დაწყებული. „იცით, რომ სოფელ დიღომში წყალარინების ქსელი არ არსებობდა და მისი მოწყობა ორი წლის წინ დავიწყეთ. ეს არის საკმაოდ დიდი პროექტი და მთელი ტერიტორიის დაქსელვას გარკვეული დრო დასჭირდება. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა მისამართზე სამუშაოები უკვე განხორციელდა და ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს წყალარინების ქსელი ვაჟა-ფშაველას IV შესახვევში და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე მოეწყო. გარდა ამისა, გასულ წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები სოფელი დიღმის სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა,…

მეტი...

ხვალიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ძალაში შედის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ანალოგიური სისტემა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე წარმატებით მოქმედებს. „ქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად შემოგვაქვს. ეს თბილისისთვის ახალი მიმართულებაა. ჩვენ მოსახლეობას რამდენჯერმე მივმართეთ, რომ საინფორმაციო ჯიხურებში საკუთარი ავტომობილები დაერეგისტრირებინათ, იმისთვის, რომ აღნიშნული ადგილებით უფასოდ ესარგებლათ. პარკირება უფასო იქნება ელექტრომობილების მფლობელებისთვის და შშმ პირებისთვისაც, ასევე, A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. სტუმრად მოსული ადამიანებისთვის კი, პარკირების საფასური ერთი საათის განმავლობაში, ერთი ლარი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა,…

მეტი...

200-კაციანი შეზღუდვა არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ გავრცელდება

200-კაციანი შეზღუდვა არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ გავრცელდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილმა საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, მსგავს ღონისძიებებზე უზრუნველყონ ორმეტრიანი დისტანციის დაცვის და პირბადის ტარების წესები. „ვაცნობიერებთ, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და 200-კაციანი შეზღუდვა, რომელიც ეხება კულტურულ დ სპორტულ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. უბრალოდ გვსურს,  მოვუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს ოროგორც ორმეტრიანი დისტანციის დაცვას, ისე პირბადის ტარების ვალდებულებას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მეტი...

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება. ამის შესახებ მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების  შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს უწყებათაშორისმა საბჭობ გასცა რეკომენდაცია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდეს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მეტი...

დაზარალებული სამშენებლო სექტორი და შერჩევითი დამოკიდებულება მენაშენეთა მიმართ – მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„ცხადია ხდება ისეც, რომ ვისაც მფარველი ჰყავს პროექტებს დღე ნახევრის განმავლობაში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა. როსტომაშვილი თვლის, რომ მენაშენეთა მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ არსებობს, მისივე ინფორმაციით მაშინ, როცა ზოგ დეველოპერს პროექტის დასამტკიცებლად წლები უწევთ ლოდინი, არიან ისეთებიც, ვინც ამას ერთ დღეში ახერხებენ: „ხდება ისეც, რომ ვისაც მფარველი ჰყავს პროექტებს იმტკიცებს ერთ ლარადაც კი, დღე ნახევრის განმავლობაში ოც ვიზირებას გადიან და მტკიცდება ეს პროექტი, იმ დროს, როცა სხვა პროექტი წლებით დევს, ანუ შერჩევითობა არის, რას შეეხება კოეფიციენტს, რომ არ იზრდება ეს არის სწორი,…

მეტი...

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ერთი ოჯახის 3 წევრი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ბებია ქუთაისში ცხოვრობს, შვილი და შვილიშვილი თბილისში. მათ კლინიკას თვითდინებით მიმართეს, რადგან ქონდათ ტემპერატურა და მათთან კონტაქტში მყოფ პირს ვირუსი დაუფიქსირდა. მათ შესაბამისი კვლევა უტარდებათ. კლინიკაში, ასევე ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

„მედკაპიტალის“ თბილისის პოლიკლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე „მედკაპიტალის“ პოლიკლინიკაში მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მაია აბულაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ინფიცირებულ ექიმს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს და ვირუსი მანამდე მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ტესტი მედიკოსსაც გაუკეთდა და ინფექცია მასაც აღმოაჩნდა. „მედკაპიტალს“ გენერალური დირექტორის მოადგილის, მაია აბულაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ექიმს არანაირი სიმპტომები არ ჰქონია, ის ბოლოს სამსახურში ოთხშაბათს იმყოფებოდა, ვირუსი კი შაბათს დაუდასტურდა. აბულაძის განცხადებით, ინფიცირებული ექიმის კოლეგები, სულ 19 ადამიანი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ დაავადებულთან, თვიზოლაციასა და საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან და ამ ეტაპზე ვირუსი არც ერთს…

მეტი...

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი – 1979 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი და ზუგდიდში მდებარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ და დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერებები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდი stopcov.ge-ზე განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 773 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხიპაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 325-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ჩატარებული 134 ტესტიდან 20-ზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 48 პაციენტს კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მათგან 7 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ათის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. საავადმყოფოდან დღეს ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა. ერთი ადამიანი კი სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეტი...