ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ნოვას“ მოლარე-ოპერატორს კორონავირუსი დაუდგინდა – ცენტრი დაიკეტა

ბათუმში სავაჭრო ცენტრ “ნოვაში” ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, კორონავირუსი მოლარე-ოპერატორს დაუდასტურდა, იგი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სპეციალისტები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავაჭრო ცენტრ “ნოვას” ყველა თანამშრომელს ნიმუშს აუღებენ.

ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრი დაკეტილია და ტესტის პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი, განაახლებენ თუ არა მუშაობას.

“ტესტირების პასუხის შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე ჩატარდება ტესტირებები, სერიოზულ გართულებებს არ ველოდებით. რადგან ზომები დაცული იყო “,- აცხადებენ სავაჭრო ცენტრ “ნოვას” ადმინისტრაციაში.

მსგავსი თემები