დაზარალებული სამშენებლო სექტორი და შერჩევითი დამოკიდებულება მენაშენეთა მიმართ – მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი “მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„ცხადია ხდება ისეც, რომ ვისაც მფარველი ჰყავს პროექტებს დღე ნახევრის განმავლობაში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა განაცხადა.

როსტომაშვილი თვლის, რომ მენაშენეთა მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ არსებობს, მისივე ინფორმაციით მაშინ, როცა ზოგ დეველოპერს პროექტის დასამტკიცებლად წლები უწევთ ლოდინი, არიან ისეთებიც, ვინც ამას ერთ დღეში ახერხებენ:

„ხდება ისეც, რომ ვისაც მფარველი ჰყავს პროექტებს იმტკიცებს ერთ ლარადაც კი, დღე ნახევრის განმავლობაში ოც ვიზირებას გადიან და მტკიცდება ეს პროექტი, იმ დროს, როცა სხვა პროექტი წლებით დევს, ანუ შერჩევითობა არის, რას შეეხება კოეფიციენტს, რომ არ იზრდება ეს არის სწორი, თბილისში ჩვენს პირობებში ერთ ჰექტარზე შეიძლება ცხოვრობდეს 250 – დან 300 ადამიანამდე, კოეფიციენტი არის დიაგნოზი, სახელმწიფო თუ არ უმატებს კოეფიციენტს მართებულია,“ – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალიას გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები