ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ჩატარებული 134 ტესტიდან 20-ზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში 50 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 48 პაციენტს კორონავირუსი დადასტურებული აქვს. მათგან 7 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, ათის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საავადმყოფოდან დღეს ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა. ერთი ადამიანი კი სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები