ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ერთი ოჯახის 3 წევრი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მოათავსეს. კლინიკის ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ბებია ქუთაისში ცხოვრობს, შვილი და შვილიშვილი თბილისში. მათ კლინიკას თვითდინებით მიმართეს, რადგან ქონდათ ტემპერატურა და მათთან კონტაქტში მყოფ პირს ვირუსი დაუფიქსირდა. მათ შესაბამისი კვლევა უტარდებათ. კლინიკაში, ასევე ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები