“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია” – ირაკლი ჩიქოვანი

  •  

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა, დღეს შეხვედრა გამართა სმენადაქვეითებულთა და უსინათლო პირთა კლუბის წევრებთან. მისი თქმით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომუნიკაციის დამყარებაში ირაკლი ჩიქოვანს ჟესტური ენის სპეციალისტი დაეხმარა.

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ მათი უფლებების დაცვის გაძლიერებას ემსახურება ახალი შშმ უფლებების კანონი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე სახელმწიფოს მიერ ქართული ჟესტური ენის აღიარებაა, რომელიც სახელმწიფო დონეზე ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა “, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, რომელიც პანდემიის დროს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაუწია.

,,აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს შშმ პირებისთვის. შშმ პირები აქტიურად არიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა შშმ პირების მიმართ. ამის დასტური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოა, რომელიც არსებული პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს”,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია” – ირაკლი ჩიქოვანი”

  1. all delivered quickly and efficiently!