„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტი და მნიშვნელოვანი იქნება“ – სულხან მახათაძე

  •  

დღეს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართა.

საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, სხდომაზე თემატუი მოკვლევების შედეგებიც განიხილეს, რომელიც შეეხებოდა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებულ მდგომარეობას, გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასებას და „მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის დოკუმენტს.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და ჭიათურის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა სულხან მახათაძემ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, წარმოადგინა კანონპროექტი  „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , რომელსაც კომიტეტმა  მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

სხდომაზე მან ასევე აღნიშნა, რომ „თემატური მოკვლევები, ამათუიმ საკითხზე, გარდა ზოგადი შეფასებისა გვეხმარება არა მარტო იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი თავსებადობა იყოს კანონსა და არსებულ პრაქტიკას შორის,  ასევე იმაშიც, რომ ინიცირებული კანონპროექტები მეტად სრულყოფილი და პრაქტიკასთან შესაბამისი იყოს.

უმნიშვნელოვანესია ასევე „მწვანე ბიუჯეტის“ პროექტი და მნიშვნელოვანი იქნება, რომ რეკომენდაციები, რომელიც ამ კუთხით კომიტეტმა გასცა, გათვალისწინებული იქნას, თავიანთ ბიუჯეტში, მუნიციპალიტეტების მიერ.“

სულხან მახათაძემ მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო წილოსანს, კომიტეტს, გარემოს დაცვის სამინისტროს, ვისთან ერთადაც კომიტეტმა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა და ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ მოკვლევებში და იმედი გამოთქვა , რომ ასეთი სასიკეთო საქმეები მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი თემები