„მედკაპიტალის“ თბილისის პოლიკლინიკის ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

  •  

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე „მედკაპიტალის“ პოლიკლინიკაში მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მაია აბულაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ინფიცირებულ ექიმს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს და ვირუსი მანამდე მისი ოჯახის წევრს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ტესტი მედიკოსსაც გაუკეთდა და ინფექცია მასაც აღმოაჩნდა.

„მედკაპიტალს“ გენერალური დირექტორის მოადგილის, მაია აბულაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ექიმს არანაირი სიმპტომები არ ჰქონია, ის ბოლოს სამსახურში ოთხშაბათს იმყოფებოდა, ვირუსი კი შაბათს დაუდასტურდა. აბულაძის განცხადებით, ინფიცირებული ექიმის კოლეგები, სულ 19 ადამიანი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ დაავადებულთან, თვიზოლაციასა და საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან და ამ ეტაპზე ვირუსი არც ერთს არ აქვს დადასტურებული.

მაია აბულაძის ინფორმაციით, სხვა კონტაქტების, მათ შორის პაციენტების მოძიებაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ინფიცირებული ექიმი მუშაობს, აბულაძის განცხადებით, პოლიკლინიკა აგრძელებს მუშაობას და იქ ის პერსონალი მუშაობს, რომლებსაც ინფიცირებულ ექიმთან შეხება არ ჰქონია.

მსგავსი თემები