“ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება, თუმცა ყველაზე ცხელი წერტილი აჭარაა” – ამირან გამყრელიძე

ს​აქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძემ აჭარის რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. გამყრელიძე ამბობს, რომ აჭარა ვირუსის გავრცელების მხრივ ცხელ წერტილად რჩება და მოქალაქეებს მაქსიმალურად რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, თუმცა აღნინავს, რომ ამ ეტაპზე ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.

“ყველაზე ცხელ წერტილად რჩება აჭარა, სადაც ინციდენტების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, 47.8. იქ 25-დან 7 არის ე.წ. ხოფის კლასტერი, ორი თანამშრომელი და ოჯახის 5 წევრი, ასევე 3 იუსტიციის სახლის შემთხვევები გვაქვს თავისი ოჯახის წევრებით, ერთი სამშობიარო სახლის ექთანი, ერთი გარემოს დაცვის თანამშრომელი, ორი ორბის თანამშრომელი, ერთი სასაზღვრო პოლიციის, ერთი კლინიკა “ბრაზერსის” სანიტარი და 10 გვაქვს ბათუმში დღეს, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, დაუდგენელი წყარო.

იგივეა მდგომარეობაა გურიის რეგიონში, სადაც 8 ინფიცირებული გვყავს და ყველა მათგანი უკავშირდება ბათუმში ქორწილის კლასტერს, რუსთავის “ავერსის” კლინიკის კლასტერში 15 დადასტურებული შემთხვევაა, თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების. იქ სერიოზული ტესტირება ჩატარდა რამდენჯერმე, ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ გაგვზრდია სახელმწიფო დაცვის თანამშრომლებთან დაკავშირებული შემთხვევები და არც ე.წ. ნაძალადევის კლასტერთან, რომელსაც კვეთა ჰქონდა “ქართული ოცნების” ოფისთან. უკვე იქიდან, იზოლაციიდან და კარანტინიდან გამოდიან ადამიანები და მათ უტარდებათ ტესტირება.

მოგიწოდებთ ყველას, რომ მოსახლეობამ უფრო მეტად დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და დისციპლინა, მხედველობაში მაქვს კორონავირუსულ ინფექციასთან გაჟღერებულ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ანუ, ეს ნიშნავს როგორც კონტროლის გაძლიერებას ყველა იმ ღონისძიებაზე რაც დადგენილია, ისე ჩვენი საზოგადოებრივი კონტროლი და მონიტორინგი უნდა გავაძლიეროთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, აჭარის რეგიონში კორონავირუსის შემთხვევბის ზრდის მიუხედავად ამ ეტაპზე, ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება.

მსგავსი თემები